თბილისს საგასტროლოდ ჯგუფი "ა-სტუდიო" ეწვევა. როგორც "ამბები.გე"-ს კონცერტის ორგანიზატორი კომპანია "EVENT 404"-ის წარმომადგენლებმა აცნობეს, "ა-სტუდიო" 11 ივნისს 21:00 საათზე, ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში იმღერებს. ცნობილი მუსიკალური ჯგუფი ძველ და ახალ ჰიტებს შეასრულებს.
"ა-სტუდიო" არაერთი მუსიკალური ჯილდოს და პრემიის მფლობელია: 2005 წელს მუსიკალური პრემიების "ოვაციისა" და "ოქროს გრამაფონის" გამარჯვებულია ნომინაციაში "წლის სიმღერა"; 2007 წელს რუსულმა MTV-მ დააჯილდოვა ნომინაციაში "საუკეთესო ჯგუფი"; 2010 და 2011 წლებში კი "მუზ-ტვ"-ს პრემია მიიღო, როგორც საუკეთესო ჯგუფმა.
ჯგუფის დამფუძნებლები არიან ბაიგალ ისერკებაევი (პროდიუსერი, კომპოზიტორი, კლავიშიანი ინსტრუმენტები), დავლად იმერმიკლოშიჩი (ბას-გიტარა), ფიოდორ დოსუმოვი (გიტარა), ევგენი დოლსკი (დასარტყამი ინსტრუმენტები) და ქართველი სოლისტი ქეთა თოფურია (ვოკალი).
ჯგუფმა დაარსებიდან 25 წლის საიუბილეო თარიღი 2012 წელს აღნიშნა, "ა-სტუდიო"-ს გამოშვებული აქვს 10 სტუდიური ალბომი. მსმენელს გამორჩეულად უყვარს სიმღერები "Джулия", "Ночь подруга", "Улетаю"…
ამჟამად ჯგუფის წევრები ახალ ალბომზე მუშაობენ, მათ რამდენიმე კომპოზიცია ჩაწერეს.
გიორგი ბერიძე