სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
ანი გიუნტერი - ”არასწორია იმის თქმა, რომ ქალის ერთადერთი მისია - დედობაა”
ანი გიუნტერი - ”არასწორია იმის თქმა, რომ ქალის ერთადერთი მისია - დედობაა”

ცნო­ბილ ტე­ლე­სა­ხეს - ანი გი­უნ­ტერს 2 მცი­რე­წლო­ვა­ნი შვი­ლი ხელს არ უშ­ლის, რომ საქ­მი­ა­ნი და წარ­მა­ტე­ბუ­ლი იყოს. ამა­ში დიდი წვლი­ლი მის მე­უღ­ლეს - კახა არა­ბი­ძეს მი­უ­ძღვის, რო­მელ­საც მი­აჩ­ნია, რომ ანი აუ­ცი­ლებ­ლად, ყო­ველ­თვის პრო­ფე­სი­უ­ლად აქ­ტი­უ­რი უნდა იყოს.

- რო­გორ აღ­მოჩ­ნდით ტე­ლე­ვი­ზი­ა­ში?

- გო­ნე­ბა­ში ბავ­შვო­ბი­დან მქონ­და ჩა­ბეჭ­დი­ლი, რომ აუ­ცი­ლებ­ლად, წარ­მა­ტე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნი უნდა გავმხდა­რი­ყა­ვი. ვფიქ­რობ, კი­დევ უფრო მე­ტის მიღ­წე­ვა შე­მიძ­ლია. მო­გეხ­სე­ნე­ბათ, პრო­ფე­სი­ით მე­ვი­ო­ლი­ნე ვარ. 5 წლი­დან კონ­ცერ­ტებ­ში ვმო­ნა­წი­ლე­ობ­დი, მუდ­მი­ვად ყუ­რა­დღე­ბის ცენ­ტრში ვი­ყა­ვი. მოგ­ვი­ა­ნე­ბით, ნერ­ვი­უ­ლო­ბის ნი­ა­დაგ­ზე, სცე­ნა­ზე გას­ვლის წინ ხე­ლის კან­კა­ლი დამ­ჩემ­და. წარ­მო­იდ­გი­ნეთ, დღე­ში 4-5 სა­ათს ვუკ­რავ­დი, კონ­ცერ­ტზე კი ისე ვერ გავ­დი­ო­დი, რო­გორც შე­მეძ­ლო... მერე, ცხე­ნი­დან გად­მო­ვარ­დნის შემ­დეგ თითი და­მი­ზი­ან­და, დაკ­ვრას ვე­ღარ ვა­ხერ­ხებ­დი და შე­ვის­ვე­ნე. ახლა მე­ცა­დი­ნე­ო­ბის გაგ­რძე­ლე­ბას ვა­პი­რებ... რაც შე­ე­ხე­ბა ტე­ლე­ვი­ზი­ას, სე­რი­ა­ლი "მუს­კუ­ლე­ბი" წარ­მა­ტე­ბუ­ლი პრო­ექ­ტი იყო და სწო­რედ მას­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის შემ­დეგ გავ­ხდი პო­პუ­ლა­რუ­ლი. შემ­დეგ იყო შე­მო­თა­ვა­ზე­ბაsalesland.ge - ფას­დაკ­ლე­ბე­ბის სამ­ყა­რო! "პირ­ვე­ლი სტე­რე­ო­დან", სა­დაც ჩემი პირ­ვე­ლი ეთე­რი სა­სა­ცი­ლო გა­მო­ვი­და, რად­გან "ესე­მე­სე­ბი" უნდა წა­მე­კი­თხა, იქ კი მხო­ლოდ იმას მწერ­დნენ: რა ლა­მა­ზი, რა საყ­ვა­რე­ლი ხარო. შემ­დეგ გაჩ­ნდა დი­ლის გა­და­ცე­მის ფორ­მა­ტი, სა­დაც ერთხელ ნინო არა­ზაშ­ვი­ლი მო­ვიწ­ვი­ეთ. ჰოდა, და­ახ­ლო­ე­ბით 5 თვე­ში მე და ნინო უკვე სხვა ტე­ლე­ვი­ზი­ა­ში, ოღონდ - ისევ დი­ლის გა­და­ცე­მის ეთერ­ში შევ­ხვდით ერ­თმა­ნეთს. ტე­ლე­ვი­ზი­ამ მას­წავ­ლა, რომ გუნ­დუ­რი წარ­მა­ტე­ბა გა­ცი­ლე­ბით უფრო მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, ვიდ­რე პი­როვ­ნუ­ლი.

- რა როლი ითა­მა­შა გა­რეგ­ნულ­მა მო­ნა­ცე­მებ­მა თქვენს წარ­მა­ტე­ბა­ში?

- თავ­და­პირ­ვე­ლად, ჩე­მით სწო­რედ გა­რეგ­ნო­ბის გამო და­ინ­ტე­რეს­დნენ; ვერ ვი­ტყვი: შალ­ვა რა­მიშ­ვილ­მა სე­რი­ალ­ში იმი­ტომ ამიყ­ვა­ნა, რომ ვი­ო­ლი­ნო­ზე კარ­გად ვუკ­რავ­დი-მეთ­ქი (იცი­ნის). თუმ­ცა, ყო­ველ­თვის ვიბ­რძო­დი იმის­თვის, რომ არა­ვის ეთ­ქვა: ამ გო­გოს წინსვლა მხო­ლოდ მისი გა­რეგ­ნო­ბის დამ­სა­ხუ­რე­ბა­აო.

- ზო­გი­ერ­თი მსა­ხი­ო­ბი, ტე­ლე­წამ­ყვა­ნი ამ­ბობს, რომ სა­კუ­თა­რი სი­ლა­მა­ზე ხში­რად ხელს უშ­ლის...

- (მა­წყვე­ტი­ნებს) თა­ვი­დან, როცა ტე­ლე­ვი­ზი­ა­ში და­ვი­წყე მუ­შა­ო­ბა, მხო­ლოდ ასეთ კომ­პლი­მენტს მე­უბ­ნე­ბოდ­ნენ: "რო­გო­რი ლა­მა­ზი ხარ!" არა­და, რო­გო­რია: გა­დავ­ყვე­ბო­დი ხოლ­მე სი­უ­ჟეტ­ზე მუ­შა­ო­ბას და ამის შემ­დეგ, გა­რეგ­ნო­ბას მი­ფა­სებ­დნენ. რა თქმა უნდა, ამის გამო გული მწყდე­ბო­და... სი­სუ­ლე­ლეა იმა­ზე ფიქ­რი, რომ ვი­ღა­ცას ჩემი შურს და ამი­ტომ ამ­ბობს: წარ­მა­ტე­ბას მხო­ლოდ გა­რეგ­ნუ­ლი სი­ლა­მა­ზისsalesland.ge - ფას­დაკ­ლე­ბე­ბისsalesland.ge - ფას­დაკ­ლე­ბე­ბის სამ­ყა­რო! სამ­ყა­რო! წყა­ლო­ბით მი­აღ­წი­აო. არ მაქვს იმის ამ­ბი­ცია, ვფიქ­რობ­დე, რომ ვინ­მეს შე­იძ­ლე­ბა ჩემი შურ­დეს. მე სა­ზო­გა­დო­ე­ბის ნა­წი­ლი ვარ და ვე­რა­სო­დეს მო­ვიქ­ცე­ვი ისე, თით­ქოს ხალ­ხის აზრი არ მა­ინ­ტე­რე­სებ­დეს.

- თქვე­ნი გა­მოც­დი­ლე­ბით, რამ­დე­ნად აფერ­ხებს ქა­ლის წარ­მა­ტე­ბას ოჯა­ხის შექ­მნა?

- ქმა­რი სულ იმას მე­ჩი­ჩი­ნე­ბა, - უფრო მეტი პო­ტენ­ცი­ა­ლი გაქვს, ვიდ­რე ამ­ჟღავ­ნე­ბო, მაგ­რამ მე მი­მაჩ­ნია, რომ სა­ნამ ჩემი შვი­ლე­ბი პა­ტა­რე­ბი არი­ან, მათ­თან უფრო მეტ დროს უნდა ვა­ტა­რებ­დე, ვიდ­რე სამ­სა­ხურ­ში. შვი­ლე­ბის გაზ­რდა­ში დე­დამ­თი­ლი და დამ­ხმა­რე ქალი მი­წყო­ბენ ხელს, მაგ­რამ ვიცი, რომ პა­ტა­რებს ყვე­ლა­ზე მე­ტად, დე­დის სით­ბო სჭირ­დე­ბათ. მე დი­ლის 7 სა­ათ­ზე გავ­დი­ვარ სახ­ლი­დან და ხში­რად, ბავ­შვებს მე­უღ­ლეს ვუ­ტო­ვებ; ამა­შიც არის რა­ღაც კარ­გი - მა­მა­სა და შვი­ლებს შო­რის არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი ურ­თი­ერ­თო­ბა დამ­ყარ­და.

- მე­უღ­ლემ ასე­თი არ­ჩე­ვა­ნის წი­ნა­შე რომ და­გა­ყე­ნოთ: ან დი­ა­სახ­ლი­სო­ბა, ან საქ­მი­ა­ნი ცხოვ­რე­ბა, - რო­მელს აირ­ჩევთ?

- ქალი ასე­თი არ­ჩევ­ნის წი­ნა­შე რომ არ დად­გეს, ვიდ­რე გა­თხოვ­დე­ბა, მა­ნამ უნდა გა­ი­გოს მო­მა­ვა­ლი მე­ო­რე ნა­ხევ­რის მო­საზ­რე­ბა ამ სა­კი­თხზე...

- მაგ­რამ ხში­რად, საქმრო სა­ცო­ლეს ყვე­ლაფ­რის უფ­ლე­ბას აძ­ლევს, მისი შერ­თვის შემ­დეგ კი ცდი­ლობს, გარ­კვე­ულ ჩარ­ჩო­ებ­ში მო­აქ­ცი­ოს...

- სამ­წუ­ხა­როდ, ასეც ხდე­ბა, მაგ­რამ ამ შემ­თხვე­ვა­ში, უკვე ტყუ­ილ­თან გვაქვს საქ­მე და ეს უფრო დიდი პრობ­ლე­მაა, ვიდ­რე მხო­ლოდ სამ­სა­ხურ­ში წას­ვლა ან არ­წას­ვლა...

- სამ­სა­ხუ­რის გა­რე­შე რომ დარ­ჩეთ, დეპ­რე­სი­ა­ში ჩა­ვარ­დე­ბით?

- ღმერ­თმა და­მი­ფა­როს ამის­გან, მაგ­რამ თუ მსგავ­სი რამ მოხ­დე­ბა, ზუს­ტად ვიცი, სხვა სამ­სა­ხურს ვი­შო­ვი. თუ ენა იცი და კო­მუ­ნი­კა­ბე­ლუ­რი ხარ, მუ­შა­ო­ბის და­წყე­ბა არ გა­გი­ჭირ­დე­ბა...

- რამ­დე­ნად უფრთხილ­დე­ბით დრო­სა და ფულს?

- დრო­ი­სა და ფუ­ლის სწო­რი გა­ნა­წი­ლე­ბა ოჯახ­სა და სამ­სა­ხურ­შიც სა­ჭი­როა. დრო ხომ ფუ­ლია. თან­ხას უსარ­გებ­ლო ნივთში არ დავ­ხარ­ჯავ, მაგ­რამ ბავ­შვე­ბის ან მე­გობ­რე­ბის გამო ბოლო "კა­პიკ­საც" გა­ვა­ნი­ა­ვებ. სა­ერ­თოდ, ფუ­ლის შე­ნახ­ვა, და­ზოგ­ვა არ შე­მიძ­ლია.

- თუ გი­ფიქ­რი­ათ, რო­მე­ლი უფრო მე­ტად ჭარ­ბობს თქვენ­ში - დედა თუ საქ­მი­ა­ნი ქალ­ბა­ტო­ნი?

- რამ­დე­ნად წარ­მა­ტე­ბუ­ლი დედა ვარ, ამას მა­შინ გა­ვი­გებ, როცა შვი­ლე­ბი გა­იზ­რდე­ბი­ან. მათ არ ვა­თა­მა­მებ, პი­რი­ქით - ზოგ­ჯერ სიმ­კაც­რე­საც ვი­ჩენ, რათა აქე­დან­ვე იცოდ­ნენ, რისი გა­კე­თე­ბა შე­იძ­ლე­ბა და რისი - არა. ერთხელ შე­ვამ­ჩნიე, მა­ღა­ზი­ა­ში გამ­ყიდ­ვე­ლე­ბი გაკ­ვირ­ვე­ბით მი­ყუ­რებ­დნენ, რად­გან ვი­დე­ქი და ბავ­შვს მშვი­დად ვუხ­სნი­დი, რომ სა­თა­მა­შოს ფული არ მქონ­და. იმ­წუ­თას ფული მარ­თლა არ მქონ­და და შვილ­მაც და­მი­ჯე­რა; ტი­რი­ლი და ყვი­რი­ლი არ აუ­ტე­ხავს იმი­ტომ, რომ იცის, არა­სო­დეს მო­ვა­ტყუ­ებ. წარ­მა­ტე­ბუ­ლი დე­დო­ბა არ ნიშ­ნავს მხო­ლოდ იმას, რომ შვილს ყვე­ლა­ფერს უს­რუ­ლებ­დე.

- გე­ნატ­რე­ბათ თუ არა ის პე­რი­ო­დი, როცა გა­თხო­ვი­ლი არ იყა­ვით?

- არა­ნა­ი­რად! მე და ჩემი მე­გობ­რე­ბი ხში­რად ვამ­ბობთ: "რას ვა­კე­თებ­დით, როცა ბავ­შვე­ბიsalesland.ge - ფას­დაკ­ლე­ბე­ბისsalesland.ge - ფას­დაკ­ლე­ბე­ბის სამ­ყა­რო! სამ­ყა­რო! არ გვყავ­და?" ახლა, როცა ვიცი, რომ მყავს მე­უღ­ლე და შვი­ლე­ბი, რა­ტომ უნდა მე­ნატ­რე­ბო­დეს ძვე­ლი დრო, მით უმე­ტეს, რომ ახ­ლაც არა­ფერ­ში ვარ შე­ზღუ­დუ­ლი. კახა ჩემს სა­მე­გობ­რო წრეს კარ­გად იც­ნობს და შინ ღა­მის 2 სა­ათ­ზეც რომ დავ­ბრუნ­დე, მის­თვის ეს პრობ­ლე­მა არ არის.

- წარ­მა­ტე­ბუ­ლი რომ იყოს ადა­მი­ა­ნი, რა თვი­სე­ბე­ბი უნდა ჰქონ­დეს?

- შრო­მი­სუ­ნა­რი­ა­ნო­ბა, მი­ზან­და­სა­ხუ­ლო­ბა, კო­მუ­ნი­კა­ბე­ლუ­რო­ბა, ჯან­სა­ღი ამ­ბი­ცია. ჩემი მე­უღ­ლე ხში­რად აღ­ნიშ­ნავს, რომ საკ­მა­რი­სი ამ­ბი­ცია არ მაქვს. ზარ­მა­ცი არ ვარ, მაგ­რამ ერ­თდრო­უ­ლად ბევრ საქ­მეს მა­ინც არ ვკი­დებ ხელს. ამ ეტაპ­ზე მირ­ჩევ­ნია, ბევ­რი თა­ვი­სუ­ფა­ლი დრო მქონ­დეს სა­კუ­თა­რი თა­ვი­სა და შვი­ლე­ბის­თვის, ვიდ­რე გა­და­ღე­ბი­დან გა­და­ღე­ბა­ზე გავ­რბო­დე და პა­ტა­რებს ყუ­რა­დღე­ბა მო­ვაკ­ლო...

- რა ნიშ­ნავს თქვენ­თვის გან­ტვირ­თვა, დას­ვე­ნე­ბა?

- აქ­ტი­უ­რი დას­ვე­ნე­ბა მომ­წონს, მაგ­რამ სა­უ­კე­თე­სო გან­ტვირ­თვად კლა­სი­კუ­რი მუ­სი­კის მოს­მე­ნა მი­მაჩ­ნია. ახლა მუ­სი­კა­თე­რა­პი­ის შე­სა­ხე­ბაც ვამ­ზა­დებ თე­მას. ცხოვ­რე­ბის წე­სი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, პრე­ზენ­ტა­ცი­ებ­ზე, კონ­ცერ­ტებ­ზე სი­ა­რუ­ლი არ მაკ­ლია, მაგ­რამ მო­ვა­ხერ­ხე და აღ­დგო­მას და­სავ­ლეთ­ში წა­ვე­დი - პა­სი­უ­რად და­ვის­ვე­ნე. ოჯა­ხურ გა­რე­მო­ში ყოფ­ნა დიდ სი­ა­მოვ­ნე­ბას მა­ნი­ჭებს.

- თუ ყო­ფი­ლა შემ­თხვე­ვა, როცა რა­ი­მე მი­ზე­ზის გამო გით­ქვამთ: "სამ­სა­ხურ­ში აღარ წა­ვალ!"

- მე ვარ ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც ასეთ შემ­თხვე­ვა­ში აუ­ცი­ლებ­ლად შე­ას­რუ­ლებს თა­ვის სი­ტყვას! თუმ­ცა, ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში ასე­თი რამ ჯერ არ მომ­ხდა­რა.

- ოჯა­ხუ­რი ან სხვა სა­ხის პრობ­ლე­მა სა­მუ­შა­ო­ზე თუ აი­სა­ხე­ბა ხოლ­მე?

- როცა ეთერ­ში ვარ, პრობ­ლე­მებ­ზე ვე­ღარ ვფიქ­რობ, თუმ­ცა ზოგ­ჯერ, შე­იძ­ლე­ბა რა­ღაც შე­მე­ტყოს კი­დეც; ხან­და­ხან გან­წყო­ბას ის თემა მიქ­მნის, რო­მელ­საც ვამ­ზა­დებ.

- პო­ლი­ტი­კურ თე­მებ­ზე თუ იმუ­შა­ვებ­დით?

- თუ ეს სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის სარ­გებ­ლის მომ­ტა­ნი იქ­ნე­ბა, შე­საძ­ლე­ბე­ლია, ვი­მუ­შაო კი­დეც. რო­გორც ჟურ­ნა­ლისტს, პო­ლი­ტი­კა­ზე გა­და­ცე­მის გა­კე­თე­ბა ნაკ­ლე­ბად მა­ინ­ტე­რე­სებს, მაგ­რამ იმ­დე­ნად პო­ლი­ტი­ზი­რე­ბულ გა­რე­მო­ში ვცხოვ­რობთ, რომ ვერ ვი­ტყვი, ქვე­ყა­ნა­ში მიმ­დი­ნა­რე პრო­ცე­სე­ბი სა­ერ­თოდ არ მა­ღელ­ვებს-მეთ­ქი.

- რა მი­გაჩ­ნი­ათ ზო­გა­დად, ქა­ლის მთა­ვარ მი­სი­ად?

- ვფიქ­რობ, არას­წო­რია იმის თქმა, რომ ქა­ლის ერ­თა­დერ­თი მი­სია - დე­დო­ბაა. ეს არა­კო­რექ­ტუ­ლიც კი არის. მთა­ვა­რია, რაში იპო­ვი შვე­ბას. ქა­ლი­სა და კა­ცის უფ­ლე­ბე­ბის გა­თა­ნაბ­რე­ბაც არას­წო­რად მი­მაჩ­ნია. ზოგ­ჯერ ვფიქ­რობ, მინ­და კი ასე­თი რამ?!

- ბევ­რი შვი­ლის ყო­ლას აპი­რებთ?

- იმ­დენს ვი­ყო­ლი­ებთ, რამ­დენ­საც ღმერ­თი მოგ­ვცემს...

შო­რე­ნა ლა­ბა­ძე

ჟურ­ნა­ლი "გზა"

(გა­მო­დის ხუთ­შა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

ანი გიუნტერი - ”არასწორია იმის თქმა, რომ ქალის ერთადერთი მისია - დედობაა”

ანი გიუნტერი - ”არასწორია იმის თქმა, რომ ქალის ერთადერთი მისია - დედობაა”

ცნობილ ტელესახეს - ანი გიუნტერს 2 მცირეწლოვანი შვილი ხელს არ უშლის, რომ საქმიანი და წარმატებული იყოს. ამაში დიდი წვლილი მის მეუღლეს - კახა არაბიძეს მიუძღვის, რომელსაც მიაჩნია, რომ ანი აუცილებლად, ყოველთვის პროფესიულად აქტიური უნდა იყოს.

- როგორ აღმოჩნდით ტელევიზიაში?

- გონებაში ბავშვობიდან მქონდა ჩაბეჭდილი, რომ აუცილებლად, წარმატებული ადამიანი უნდა გავმხდარიყავი. ვფიქრობ, კიდევ უფრო მეტის მიღწევა შემიძლია. მოგეხსენებათ, პროფესიით მევიოლინე ვარ. 5 წლიდან კონცერტებში ვმონაწილეობდი, მუდმივად ყურადღების ცენტრში ვიყავი. მოგვიანებით, ნერვიულობის ნიადაგზე, სცენაზე გასვლის წინ ხელის კანკალი დამჩემდა. წარმოიდგინეთ, დღეში 4-5 საათს ვუკრავდი, კონცერტზე კი ისე ვერ გავდიოდი, როგორც შემეძლო... მერე, ცხენიდან გადმოვარდნის შემდეგ თითი დამიზიანდა, დაკვრას ვეღარ ვახერხებდი და შევისვენე. ახლა მეცადინეობის გაგრძელებას ვაპირებ... რაც შეეხება ტელევიზიას, სერიალი "მუსკულები" წარმატებული პროექტი იყო და სწორედ მასში მონაწილეობის შემდეგ გავხდი პოპულარული. შემდეგ იყო შემოთავაზებაsalesland.ge - ფასდაკლებების სამყარო! "პირველი სტერეოდან", სადაც ჩემი პირველი ეთერი სასაცილო გამოვიდა, რადგან "ესემესები" უნდა წამეკითხა, იქ კი მხოლოდ იმას მწერდნენ: რა ლამაზი, რა საყვარელი ხარო. შემდეგ გაჩნდა დილის გადაცემის ფორმატი, სადაც ერთხელ ნინო არაზაშვილი მოვიწვიეთ. ჰოდა, დაახლოებით 5 თვეში მე და ნინო უკვე სხვა ტელევიზიაში, ოღონდ - ისევ დილის გადაცემის ეთერში შევხვდით ერთმანეთს. ტელევიზიამ მასწავლა, რომ გუნდური წარმატება გაცილებით უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე პიროვნული.

- რა როლი ითამაშა გარეგნულმა მონაცემებმა თქვენს წარმატებაში?

- თავდაპირველად, ჩემით სწორედ გარეგნობის გამო დაინტერესდნენ; ვერ ვიტყვი: შალვა რამიშვილმა სერიალში იმიტომ ამიყვანა, რომ ვიოლინოზე კარგად ვუკრავდი-მეთქი (იცინის). თუმცა, ყოველთვის ვიბრძოდი იმისთვის, რომ არავის ეთქვა: ამ გოგოს წინსვლა მხოლოდ მისი გარეგნობის დამსახურებააო.

- ზოგიერთი მსახიობი, ტელეწამყვანი ამბობს, რომ საკუთარი სილამაზე ხშირად ხელს უშლის...

- (მაწყვეტინებს) თავიდან, როცა ტელევიზიაში დავიწყე მუშაობა, მხოლოდ ასეთ კომპლიმენტს მეუბნებოდნენ: "როგორი ლამაზი ხარ!" არადა, როგორია: გადავყვებოდი ხოლმე სიუჟეტზე მუშაობას და ამის შემდეგ, გარეგნობას მიფასებდნენ. რა თქმა უნდა, ამის გამო გული მწყდებოდა... სისულელეა იმაზე ფიქრი, რომ ვიღაცას ჩემი შურს და ამიტომ ამბობს: წარმატებას მხოლოდ გარეგნული სილამაზისsalesland.ge - ფასდაკლებებისsalesland.ge - ფასდაკლებების სამყარო! სამყარო! წყალობით მიაღწიაო. არ მაქვს იმის ამბიცია, ვფიქრობდე, რომ ვინმეს შეიძლება ჩემი შურდეს. მე საზოგადოების ნაწილი ვარ და ვერასოდეს მოვიქცევი ისე, თითქოს ხალხის აზრი არ მაინტერესებდეს.

- თქვენი გამოცდილებით, რამდენად აფერხებს ქალის წარმატებას ოჯახის შექმნა?

- ქმარი სულ იმას მეჩიჩინება, - უფრო მეტი პოტენციალი გაქვს, ვიდრე ამჟღავნებო, მაგრამ მე მიმაჩნია, რომ სანამ ჩემი შვილები პატარები არიან, მათთან უფრო მეტ დროს უნდა ვატარებდე, ვიდრე სამსახურში. შვილების გაზრდაში დედამთილი და დამხმარე ქალი მიწყობენ ხელს, მაგრამ ვიცი, რომ პატარებს ყველაზე მეტად, დედის სითბო სჭირდებათ. მე დილის 7 საათზე გავდივარ სახლიდან და ხშირად, ბავშვებს მეუღლეს ვუტოვებ; ამაშიც არის რაღაც კარგი - მამასა და შვილებს შორის არაჩვეულებრივი ურთიერთობა დამყარდა.

- მეუღლემ ასეთი არჩევანის წინაშე რომ დაგაყენოთ: ან დიასახლისობა, ან საქმიანი ცხოვრება, - რომელს აირჩევთ?

- ქალი ასეთი არჩევნის წინაშე რომ არ დადგეს, ვიდრე გათხოვდება, მანამ უნდა გაიგოს მომავალი მეორე ნახევრის მოსაზრება ამ საკითხზე...

- მაგრამ ხშირად, საქმრო საცოლეს ყველაფრის უფლებას აძლევს, მისი შერთვის შემდეგ კი ცდილობს, გარკვეულ ჩარჩოებში მოაქციოს...

- სამწუხაროდ, ასეც ხდება, მაგრამ ამ შემთხვევაში, უკვე ტყუილთან გვაქვს საქმე და ეს უფრო დიდი პრობლემაა, ვიდრე მხოლოდ სამსახურში წასვლა ან არწასვლა...

- სამსახურის გარეშე რომ დარჩეთ, დეპრესიაში ჩავარდებით?

- ღმერთმა დამიფაროს ამისგან, მაგრამ თუ მსგავსი რამ მოხდება, ზუსტად ვიცი, სხვა სამსახურს ვიშოვი. თუ ენა იცი და კომუნიკაბელური ხარ, მუშაობის დაწყება არ გაგიჭირდება...

- რამდენად უფრთხილდებით დროსა და ფულს?

- დროისა და ფულის სწორი განაწილება ოჯახსა და სამსახურშიც საჭიროა. დრო ხომ ფულია. თანხას უსარგებლო ნივთში არ დავხარჯავ, მაგრამ ბავშვების ან მეგობრების გამო ბოლო "კაპიკსაც" გავანიავებ. საერთოდ, ფულის შენახვა, დაზოგვა არ შემიძლია.

- თუ გიფიქრიათ, რომელი უფრო მეტად ჭარბობს თქვენში - დედა თუ საქმიანი ქალბატონი?

- რამდენად წარმატებული დედა ვარ, ამას მაშინ გავიგებ, როცა შვილები გაიზრდებიან. მათ არ ვათამამებ, პირიქით - ზოგჯერ სიმკაცრესაც ვიჩენ, რათა აქედანვე იცოდნენ, რისი გაკეთება შეიძლება და რისი - არა. ერთხელ შევამჩნიე, მაღაზიაში გამყიდველები გაკვირვებით მიყურებდნენ, რადგან ვიდექი და ბავშვს მშვიდად ვუხსნიდი, რომ სათამაშოს ფული არ მქონდა. იმწუთას ფული მართლა არ მქონდა და შვილმაც დამიჯერა; ტირილი და ყვირილი არ აუტეხავს იმიტომ, რომ იცის, არასოდეს მოვატყუებ. წარმატებული დედობა არ ნიშნავს მხოლოდ იმას, რომ შვილს ყველაფერს უსრულებდე.

- გენატრებათ თუ არა ის პერიოდი, როცა გათხოვილი არ იყავით?

- არანაირად! მე და ჩემი მეგობრები ხშირად ვამბობთ: "რას ვაკეთებდით, როცა ბავშვებიsalesland.ge - ფასდაკლებებისsalesland.ge - ფასდაკლებების სამყარო! სამყარო! არ გვყავდა?" ახლა, როცა ვიცი, რომ მყავს მეუღლე და შვილები, რატომ უნდა მენატრებოდეს ძველი დრო, მით უმეტეს, რომ ახლაც არაფერში ვარ შეზღუდული. კახა ჩემს სამეგობრო წრეს კარგად იცნობს და შინ ღამის 2 საათზეც რომ დავბრუნდე, მისთვის ეს პრობლემა არ არის.

- წარმატებული რომ იყოს ადამიანი, რა თვისებები უნდა ჰქონდეს?

- შრომისუნარიანობა, მიზანდასახულობა, კომუნიკაბელურობა, ჯანსაღი ამბიცია. ჩემი მეუღლე ხშირად აღნიშნავს, რომ საკმარისი ამბიცია არ მაქვს. ზარმაცი არ ვარ, მაგრამ ერთდროულად ბევრ საქმეს მაინც არ ვკიდებ ხელს. ამ ეტაპზე მირჩევნია, ბევრი თავისუფალი დრო მქონდეს საკუთარი თავისა და შვილებისთვის, ვიდრე გადაღებიდან გადაღებაზე გავრბოდე და პატარებს ყურადღება მოვაკლო...

- რა ნიშნავს თქვენთვის განტვირთვა, დასვენება?

- აქტიური დასვენება მომწონს, მაგრამ საუკეთესო განტვირთვად კლასიკური მუსიკის მოსმენა მიმაჩნია. ახლა მუსიკათერაპიის შესახებაც ვამზადებ თემას. ცხოვრების წესიდან გამომდინარე, პრეზენტაციებზე, კონცერტებზე სიარული არ მაკლია, მაგრამ მოვახერხე და აღდგომას დასავლეთში წავედი - პასიურად დავისვენე. ოჯახურ გარემოში ყოფნა დიდ სიამოვნებას მანიჭებს.

- თუ ყოფილა შემთხვევა, როცა რაიმე მიზეზის გამო გითქვამთ: "სამსახურში აღარ წავალ!"

- მე ვარ ადამიანი, რომელიც ასეთ შემთხვევაში აუცილებლად შეასრულებს თავის სიტყვას! თუმცა, ჩემს ცხოვრებაში ასეთი რამ ჯერ არ მომხდარა.

- ოჯახური ან სხვა სახის პრობლემა სამუშაოზე თუ აისახება ხოლმე?

- როცა ეთერში ვარ, პრობლემებზე ვეღარ ვფიქრობ, თუმცა ზოგჯერ, შეიძლება რაღაც შემეტყოს კიდეც; ხანდახან განწყობას ის თემა მიქმნის, რომელსაც ვამზადებ.

- პოლიტიკურ თემებზე თუ იმუშავებდით?

- თუ ეს საზოგადოებისთვის სარგებლის მომტანი იქნება, შესაძლებელია, ვიმუშაო კიდეც. როგორც ჟურნალისტს, პოლიტიკაზე გადაცემის გაკეთება ნაკლებად მაინტერესებს, მაგრამ იმდენად პოლიტიზირებულ გარემოში ვცხოვრობთ, რომ ვერ ვიტყვი, ქვეყანაში მიმდინარე პროცესები საერთოდ არ მაღელვებს-მეთქი.

- რა მიგაჩნიათ ზოგადად, ქალის მთავარ მისიად?

- ვფიქრობ, არასწორია იმის თქმა, რომ ქალის ერთადერთი მისია - დედობაა. ეს არაკორექტულიც კი არის. მთავარია, რაში იპოვი შვებას. ქალისა და კაცის უფლებების გათანაბრებაც არასწორად მიმაჩნია. ზოგჯერ ვფიქრობ, მინდა კი ასეთი რამ?!

- ბევრი შვილის ყოლას აპირებთ?

- იმდენს ვიყოლიებთ, რამდენსაც ღმერთი მოგვცემს...

შორენა ლაბაძე

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები