სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
სპეცრაზმელების სკანდალური ფოტოები, რომლებიც ბაჩო ახალაიას წამებაში ადანაშაულებენ
სპეცრაზმელების სკანდალური ფოტოები, რომლებიც ბაჩო ახალაიას წამებაში ადანაშაულებენ

ყო­ფი­ლი თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრის, ბაჩო ახა­ლა­ი­ას მე­უღ­ლე ანი ნა­და­რე­იშ­ვი­ლი "ფე­ის­ბუქ­ში" სა­კუ­თარ გვერ­დზე იმ სპეც­რაზ­მე­ლე­ბის სკან­და­ლურ ფო­ტო­ებს აქ­ვეყ­ნებს, რომ­ლე­ბიც ბაჩო ახა­ლა­ი­ას წა­მე­ბა­სა და არა­ა­და­მი­ა­ნურ მო­პყრო­ბა­ში ადა­ნა­შა­უ­ლე­ბენ.

"აი, რო­გორ ერ­თო­ბოდ­ნენ და­ზა­რა­ლე­ბუ­ლე­ბი თურ­ქეთ­ში ქა­ლაქ ან­ტა­ლი­ა­ში 5 ვარ­სკვლა­ვი­ან სას­ტუმ­რო­ში, "რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ის კურ­სზე" რო­მელ­ზეც "წა­მე­ბულ" სპეც­რაზ­მე­ლებს ექი­მე­ბი და ცო­ლე­ბი ჰყავ­დათ წაყ­ვა­ნი­ლი, ვი­ნა­ი­დან თურ­მე და­მო­უ­კი­დებ­ლად გა­და­ად­გი­ლე­ბა არ შე­ეძ­ლოთ :))))))

(ეგ "ოდ­ნოკ­ლას­ნი­კე­ბი" დაგ­ღუ­პავთ თქვენ :))))

ეხლა ბა­ჩოს სა­სა­მარ­თლო პრო­ცეს­ზე იკი­თხე­ბა და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი მა­მუ­კა ჟვა­ნია (შსს სპეც­ნა­ზე­ლი), რო­მე­ლიც ყვე­ბა, რომ მას ჰქონ­და ნეკ­ნი გაბ­ზა­რუ­ლი და ფეხი მო­ტე­ხი­ლი. შვი­დი­ვე და­ზა­რა­ლე­ბულს ჩა­უ­რი­ცხეს 10 ათა­სი ლარი და თურ­ქეთ­ში გა­უშ­ვეს რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ის კურ­სზე, კი­თხვა­ზე თუ რა­ტომ ჰყავ­დათ ცო­ლე­ბი წაყ­ვა­ნი­ლი, უპა­სუ­ხეს, რომ მათ და­მო­უ­კი­დებ­ლად გა­და­ად­გი­ლე­ბა უჭირ­დათ და ცო­ლებს უნდა მი­ე­ხე­დათ მათ­თვის, ასე­ვე თბი­ლი­სი­დან თან წაყ­ვა­ნი­ლი ჰყავ­დათ ექი­მი და წა­ღე­ბუ­ლი ჰქონ­დათ წამ­ლე­ბი. ამ სუ­რათ­ზე, რო­მე­ლიც არის გა­და­ღე­ბუ­ლი თურ­ქეთ­ში, "ნეკნ­გაბ­ზა­რულ" და "ფეხ­მო­ტე­ხილ" მა­მუ­კა ჟვა­ნი­ას თა­ვი­სი მე­უღ­ლე, რო­მე­ლიც წაყ­ვა­ნი­ლი ჰყავ­და იმის­თვის რომ მო­ე­ა­რა და­ინ­ვა­ლი­დე­ბუ­ლი ქმრის­თვის და და­მე­თან­ხმე­ბით, რომ არც თუ ისე­თი მსუ­ბუ­ქი წო­ნი­საა, ხელ­ში ჰყავს ატა­ცე­ბუ­ლი. და­ნარ­ჩე­ნი თვი­თონ გან­სა­ჯეთ... ", - წერს ნა­და­რე­იშ­ვი­ლი.

დღეს დი­ლი­დან თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლო­ში ბაჩო ახ­ლა­ი­ას სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სი მიმ­დი­ნა­რე­ობს. ბრალ­დე­ბის მხა­რემ პრო­ცეს­ზე შვი­დი სპეც­რაზ­მე­ლის საქ­მე­ზე მოწ­მე­ე­ბი წა­რად­გი­ნა. სა­უ­ბა­რია შსს სპეც­რაზ­მე­ლებ­ზე, რომ­ლე­ბიც ბაჩო ახა­ლი­ას წა­მე­ბა­სა და არა­ა­და­მი­ა­ნურ მო­პყრო­ბა­ში ადა­ნა­შუ­ლე­ბენ. დღეს ამ საქ­მე­ზე ოთხი მოწ­მე უნდა და­ი­კი­თხოს. დაც­ვის მხა­რემ სხდო­მა­ზე სკან­და­ლუ­რი ფო­ტო­მა­სა­ლა წა­რად­გი­ნა. ჩვე­ნე­ბებ­ში და­ზა­რა­ლებ­ლე­ბი წერ­დნენ, რომ ბაჩო ახა­ლა­ი­ას მიერ მათ წა­მე­ბის შემ­დეგ ორი თვის გან­მავ­ლო­ბა­ში გა­და­ად­გი­ლე­ბა უჭირ­დათ, აღე­ნიშ­ნე­ბო­დათ მო­ტე­ხი­ლო­ბე­ბი და ტვი­ნის შერ­ყე­ვა. ფო­ტო­ებ­ზე კი, რო­მე­ლიც დღეს დაც­ვის მხა­რემ გა­ავ­რცე­ლა და­ზა­რა­ლე­ბუ­ლად ცნო­ბი­ლი სპეც­რაზ­მე­ლე­ბი, დაც­ვის მხა­რის მტკი­ცე­ბით, წვრთნე­ბი­დან შვი­დი დღის შემ­დეგ თურ­ქე­თის ხუთ ვარ­სკლა­ვი­ან სას­ტუმ­რო­ებ­ში არი­ან გა­და­ღე­ბუ­ლე­ბი, სა­დაც მათ ძა­ლა­დო­ბის არა­ნა­ი­რი კვა­ლი არ აღე­ნიშ­ნე­ბათ. ბაჩო ახა­ლა­ი­ას ინ­ტე­რე­სე­ბის დამ­ცვე­ლის გოგა ონი­ა­ნის გან­ცხა­დე­ბით, სპეც­რაზ­მე­ლებს ბაჩო ახა­ლა­ი­ას წი­ნა­აღ­მდეგ ჩვე­ნე­ბის მი­ცე­მა ვანო მე­რა­ბიშ­ვი­ლის მო­ად­გი­ლემ აი­ძუ­ლა და სა­ნაც­ვლოდ ისი­ნი შალ­ვა ჯა­ნაშ­ვილ­მა თურ­ქეთ­ში და­სას­ვე­ნებ­ლად გა­უშ­ვა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

სპეცრაზმელების სკანდალური ფოტოები, რომლებიც ბაჩო ახალაიას წამებაში ადანაშაულებენ

სპეცრაზმელების სკანდალური ფოტოები, რომლებიც ბაჩო ახალაიას წამებაში ადანაშაულებენ

ყოფილი თავდაცვის მინისტრის, ბაჩო ახალაიას მეუღლე ანი ნადარეიშვილი "ფეისბუქში" საკუთარ გვერდზე იმ სპეცრაზმელების სკანდალურ ფოტოებს აქვეყნებს, რომლებიც ბაჩო ახალაიას წამებასა და არაადამიანურ მოპყრობაში ადანაშაულებენ.

"აი, როგორ ერთობოდნენ დაზარალებულები თურქეთში ქალაქ ანტალიაში 5 ვარსკვლავიან სასტუმროში, "რეაბილიტაციის კურსზე" რომელზეც "წამებულ" სპეცრაზმელებს ექიმები და ცოლები ჰყავდათ წაყვანილი, ვინაიდან თურმე დამოუკიდებლად გადაადგილება არ შეეძლოთ :))))))

(ეგ "ოდნოკლასნიკები" დაგღუპავთ თქვენ :))))

ეხლა ბაჩოს სასამართლო პროცესზე იკითხება დაზარალებული მამუკა ჟვანია (შსს სპეცნაზელი), რომელიც ყვება, რომ მას ჰქონდა ნეკნი გაბზარული და ფეხი მოტეხილი. შვიდივე დაზარალებულს ჩაურიცხეს 10 ათასი ლარი და თურქეთში გაუშვეს რეაბილიტაციის კურსზე, კითხვაზე თუ რატომ ჰყავდათ ცოლები წაყვანილი, უპასუხეს, რომ მათ დამოუკიდებლად გადაადგილება უჭირდათ და ცოლებს უნდა მიეხედათ მათთვის, ასევე თბილისიდან თან წაყვანილი ჰყავდათ ექიმი და წაღებული ჰქონდათ წამლები. ამ სურათზე, რომელიც არის გადაღებული თურქეთში, "ნეკნგაბზარულ" და "ფეხმოტეხილ" მამუკა ჟვანიას თავისი მეუღლე, რომელიც წაყვანილი ჰყავდა იმისთვის რომ მოეარა დაინვალიდებული ქმრისთვის და დამეთანხმებით, რომ არც თუ ისეთი მსუბუქი წონისაა, ხელში ჰყავს ატაცებული. დანარჩენი თვითონ განსაჯეთ... ", - წერს ნადარეიშვილი.

დღეს დილიდან თბილისის საქალაქო სასამართლოში ბაჩო ახლაიას სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. ბრალდების მხარემ პროცესზე შვიდი სპეცრაზმელის საქმეზე მოწმეები წარადგინა. საუბარია შსს სპეცრაზმელებზე, რომლებიც ბაჩო ახალიას წამებასა და არაადამიანურ მოპყრობაში ადანაშულებენ. დღეს ამ საქმეზე ოთხი მოწმე უნდა დაიკითხოს. დაცვის მხარემ სხდომაზე სკანდალური ფოტომასალა წარადგინა. ჩვენებებში დაზარალებლები წერდნენ, რომ ბაჩო ახალაიას მიერ მათ წამების შემდეგ ორი თვის განმავლობაში გადაადგილება უჭირდათ, აღენიშნებოდათ მოტეხილობები და ტვინის შერყევა. ფოტოებზე კი, რომელიც დღეს დაცვის მხარემ გაავრცელა დაზარალებულად ცნობილი სპეცრაზმელები, დაცვის მხარის მტკიცებით, წვრთნებიდან შვიდი დღის შემდეგ თურქეთის ხუთ ვარსკლავიან სასტუმროებში არიან გადაღებულები, სადაც მათ ძალადობის არანაირი კვალი არ აღენიშნებათ. ბაჩო ახალაიას ინტერესების დამცველის გოგა ონიანის განცხადებით, სპეცრაზმელებს ბაჩო ახალაიას წინააღმდეგ ჩვენების მიცემა ვანო მერაბიშვილის მოადგილემ აიძულა და სანაცვლოდ ისინი შალვა ჯანაშვილმა თურქეთში დასასვენებლად გაუშვა.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს