"რუსთავი 2"-ის სამაუწყებლო ბადეში მალე შესაძლოა, ახალი იუმორისტული გადაცემა გამოჩნდეს. მართალია, ჯერ მხოლოდ გადაცემის "პილოტზე" მიდის მუშაობა, მაგრამ ხომ იცით, თქვენი ბუკლიკო ყოველთვის ჩქარობს და ცდილობს, ახალი ინფორმაცია პირველებმა თქვენ შეიტყოთ.
როგორც მითხრეს, ახალი შოუ "კაცების შოუს" მსგავსი იქნება. მას სამი წამყვანი - "კომედი ჯგუფიდან" განდევნილი ნიკა გრიგოლია, გამოცდილი "კავეენშიკი" და მსახიობი ნიკა რამიშვილი, იგივე დრუპი, და "პირველი არხის" გადაცემა "კედელის" ყოფილი ტელეწამყვანი სანდრო გაბისონია წაიყვანენ. შევიტყვე ისიც, რომ საცდელი გადაცემა, ე.წ. პილოტი, უკვე ჩაწერილია. ახლა ჯერი არხის ხელმძღვანელობაზეა, დაამტკიცებს თუ არა პროექტს.
ეს ყოველივე ნიკა გრიგოლიასთან გადავამოწმე.
- ნიკა, "რეიტინგიდან" გაწუხებ, იმ გადაცემაზე მინდა გკითხო, "რუსთავი 2"-ისთვის რომ ამზადებ.
- ნაადრევი ხომ არ არის ამ გადაცემაზე საუბარი, ჯერ მხოლოდ ვმუშაობთ იდეაზე. რამდენიმეჯერ შევცვალეთ გადაცემის სტილი, სპეციფიკა, ჯერ ვერაფერს გეტყვით.
- "კაცების შოუს" მსგავსი იქნებაო, გავიგე.
- არა, არა.