ვინი პუჰის შექმნის ისტორიაზე ფილმს გადაიღებენ

ვინი პუჰის შექმნის ისტორიაზე ფილმს გადაიღებენ

ბრიტანული კინოკომპანია Pinewood Studios და პროდიუსერი დემიან ჯონსი ახალ ფილმზე მუშაობენ, რომელიც ინგლისელ მწერალს ალან ალექსანდრ მილნის მიეძღვნება.

ისტორიული დრამა სახელწოდებით "ნახვამდის კრისტოფერ რობინ" მწერლის ცხოვრების 1918-1930 წლებზე მოგვითხრობს.

სიუჟეტი მილნის და მისი შვილის, რობინის საკმაოდ რთული ურთიერთობის ირგვლივ ვითარდება. შეგახსენებთ, რომ ზღაპრის პერსონაჟ ვინი პუჰის შექმნა ალანს სწორედ მისმა შვილმა შთააგონა.

ფილმის გადაღება 2014 წელს დაიწყება.

მომზადებულია popcornnews.ru-ს მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება