ადვოკატი გოგიტა გაბაიძე ადასტურებს, რომ ვანო მერაბიშვილის სახლიდან ფული ამოღებულია, - ამის შესახებ ჟურნალისტებს გოგიტა გაბაიძემ ვანო მერაბიშვილის სახლიდან გამოსვლისას განუცხადა.
ადვოკატმა მერაბიშვილის სახლის დატოვებისას სხვა კომენტარის გაკეთებაზე ჟურნალისტებს უარი განუცხადა და მხოლოდ ის აღნიშნა, რომ ჩხრეკა ისევ მიმდინარეობს. მისივე თქმით, ის ჩხრეკის ადგილზე ცოტა ხანში ისევ მიბრუნდება.
გავრცელებული ინფორმაციით, ვანო მერაბიშვილის სახლიდან ასეულობით ათასი ევროა ამოღებული.