რობერტ პატინსონი და კრისტენ სტიუარტი საფრანგეთში ერთად ცხოვრობენ

რობერტ პატინსონი და კრისტენ სტიუარტი საფრანგეთში ერთად ცხოვრობენ

ცოლ-ქმრის ჩხუბი სულელს მართალი ეგონაო, - ჰოლივუდის ახალგაზრდა ვარსკვლავები კრისტენ სტიუარტი და რობერტ პატინსონი საფრანგეთში ერთად გაემგზავრნენ. ყვითელი პრესა ცოტა ხნის წინ წყვილის დაშორების შესახებ წერდა, ამ დღეებში კი ცნობილი გახდა, რომ ისინი ერთად გაემგზავრნენ კანის 66-ე კინოფესტივალზე.

"ბინდის" ვარსკვლავებმა სასტუმრო "დიუ კაპში" 7 000 ევროს ღირებულების ნომერი დაიქირავეს და ერთად ყოფნის სიამოვნებას საქმესაც უთავსებენ. მსახიობები პიკასოსა და რენუარის მუზეუმის მონახულებას და ადგილობრივ მეღვინეებთან სტუმრობას აპირებენ.

კრისტენმა პატინსონს შარშან რეჟისორ რუპერტ სანდერსთან უღალატა, თუმცა რობერტმა პარტნიორს ყველაფერი აპატია. წყვილი რამდენიმეთვიანი განშორების შემდეგ შერიგდა.

მომზადებულია 7days.ru-ს მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება