სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
რა შეიცვალა ნინო ჩხეიძის ცხოვრებაში არჩევნების შემდეგ
რა შეიცვალა ნინო ჩხეიძის ცხოვრებაში არჩევნების შემდეგ

ნინო ჩხე­ი­ძის "ფე­ის­ბუ­ქის" ერთ-ერთი სტა­ტუ­სი ამას წი­ნათ ინ­ტერ­ნეტ­სივ­რცე­ში სა­ჯა­რო გან­ხილ­ვის სა­გა­ნი გახ­და. ნინო წერ­და, რომ თუკი გარ­კვე­უ­ლი პე­რი­ო­დის წინ ის "ვიპ" პერ­სო­ნა იყო და თბი­ლი­სის მო­დის კვი­რე­უ­ლის ყვე­ლა ჩვე­ნე­ბა­ზე ეპა­ტი­ჟე­ბოდ­ნენ, ახლა მო­საწ­ვე­ვი მხო­ლოდ და­თუ­ნა სუ­ლი­კაშ­ვი­ლის­გან მი­ი­ღო. სა­ინ­ტე­რე­სო დე­ტა­ლი ისაა, რომ ნინო თა­ვად იყო თა­ვი­სი კომ­პა­ნი­ე­ბით ერთხელ ამ მო­დის კვი­რე­უ­ლის სპონ­სო­რი და მა­შინ, რა­საკ­ვირ­ვე­ლია, ორ­გა­ნი­ზა­ტო­რებს მის­თვის მო­საწ­ვე­ვე­ბი არ და­უ­შუ­რე­ბი­ათ. ნი­ნოს გარ­შე­მო კი­დევ ერთი აჟი­ო­ტა­ჟი მა­შინ ატყდა, როცა გა­ირ­კვა, რომ ვანო მე­რა­ბიშ­ვი­ლი ოჯა­ხით მის ბი­ნა­ში ცხოვ­რობს. ამ ყვე­ლაფ­რის შე­სა­ხებ ნი­ნომ "რე­ი­ტინგთან" გუ­ლახ­დი­ლად ისა­უბ­რა და არც ერთი შე­კი­თხვა უპა­სუ­ხოდ არ და­უ­ტო­ვე­ბია.

- ძა­ლი­ან სა­ხა­ლი­სო იყო შენი ბო­ლოდ­რო­ინ­დე­ლი სტა­ტუ­სი მო­დის კვი­რე­ულ­თან და­კავ­ში­რე­ბით. შენი "ვი­ა­ი­პო­ბა" ვე­ღარ იგ­რძე­ნი?

- გუ­ლით ვი­მა­ტებ ყვე­ლა მე­გო­ბარს სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში და მგო­ნია, რომ ყვე­ლა ისე­თი ადა­მი­ა­ნი მყავს "ფე­ის­ბუქ­ში", ვინც ჩემს დეპ­რე­სი­ას, ცუდ თუ კარგ ხა­სი­ათს ცუ­დად არ გა­მო­ი­ტანს სად­მე. იმა­ვე დღეს ჩემ­მა ამ სტა­ტუს­მა მო­ი­ა­რა ინ­ტერ­ნეტ­სივ­რცე, რო­გორც ტოპ­ნი­უს­მა (იღი­მის). მე დავ­წე­რე ის, რა­საც ვფიქ­რობ­დი. მერე ბევ­რმა ჩემ­მა მე­გო­ბარ­მა მკი­თხა, რა­ტომ და­წე­რეო, მაგ­რამ მი­ვიჩ­ნევ, რომ ახლა თა­მა­შის დრო არ არის. მრა­ვა­ლი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ყო­ველ­დღე ვი­ღაც გა­უ­გე­ბა­რი ადა­მი­ა­ნე­ბი მე­პა­ტი­ჟე­ბოდ­ნენ მო­დის კვი­რე­უ­ლებ­ზე, სა­კუ­თარ და­ბა­დე­ბის დღე­ებ­ზე. ჩემ­თვის ადა­მი­ა­ნებ­თან პი­რა­დი ურ­თი­ერ­თო­ბი­სას ვი­ღაც მთავ­რო­ბა­შია თუ არა, გა­დამ­წყვე­ტი მნიშ­ვნე­ლო­ბა არ აქვს. მი­ვიჩ­ნევ­დი, რომ რად­გან მე­პა­ტი­ჟე­ბოდ­ნენ, ჩემ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა მათ­თვის სა­ინ­ტე­რე­სო იყო. მე­გო­ნა, ალა­ლად მე­პა­ტი­ჟე­ბოდ­ნენ. აღ­მოჩ­ნდა, რომ 1-ლი ოქ­ტომ­ბრის მერე, ვი­საც მე­გობ­რად მი­იჩ­ნევ­დი, ვინც გე­პა­ტი­ჟე­ბო­და ყვე­ლა­ფერ­ზე, აღარ არის შენი მე­გო­ბა­რი და არ­სად გიწ­ვევს. შე­სა­ბა­მი­სად, მო­დის კვი­რე­ულ­ზეც არა­ვის მი­ვუწ­ვე­ვი­ვარ. არც ერთ ჩვე­ნე­ბა­ზე არ დამ­პა­ტი­ჟეს და­თუ­ნა სუ­ლი­კაშ­ვი­ლის გარ­და. ალ­ბათ დრომ აჩ­ვე­ნა ყვე­ლა­ფე­რი, და­თუ­ნას მო­უნ­და, რო­გორც მე­გო­ბარს, ჩემი და­პა­ტი­ჟე­ბა. პრობ­ლე­მა კი არ იყო მო­დის კვი­რე­ულ­ზე მოხ­ვედ­რა. რომ მნდო­მო­და, წა­ვი­დო­დი, უბ­რა­ლოდ, ძა­ლი­ან გა­მიკ­ვირ­და. სა­ინ­ტე­რე­სო ისიც არის, რომ ადრე რა­დიო "აფხა­ზე­თის ხმა" თბი­ლი­სის მო­დის კვი­რე­უ­ლის სპონ­სო­რი იყო (იღი­მე­ბა). ყვე­ლა­ნა­ი­რად გვერ­დში ვე­დე­ქით მის ორ­გა­ნი­ზა­ტო­რებს, სულ გვა­კავ­ში­რებ­და მე­გობ­რო­ბა.

- თაკო ჩხე­ი­ძე გიგ­ზავ­ნი­და მო­საწ­ვე­ვებს თუ დი­ზა­ი­ნე­რე­ბი?

- ვინც იყო ორ­გა­ნი­ზა­ტო­რი, ის მიგ­ზავ­ნი­და, ამი­ტო­მაც გა­მიკ­ვირ­და. არა, არც გა­მიკ­ვირ­და, ცოტა მე­წყი­ნა. მე ყო­ველ­თვის ზუს­ტად ვიცი, რო­გო­რი ურ­თი­ერ­თო­ბა მაქვს ადა­მი­ა­ნებ­თან.

- ეს იმას ხომ არ ნიშ­ნავს, რომ ძველ დროს და რა­ი­მე პრი­ვი­ლე­გი­ას მის­ტი­რი...

- რა თქმა უნდა, ძველ დროს არ მივ­ტი­რი. სა­ერ­თოდ, არ მა­ხა­სი­ა­თებს ასე­თი რამ. ჩემ­ზე, რო­გორც პი­როვ­ნე­ბა­ზე, ნინო ჩხე­ი­ძე­ზე არ აი­სა­ხე­ბა, ვინ არის მთავ­რო­ბა­ში. ჩემ­თვის მთა­ვა­რია მე­გობ­რო­ბა და ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი. არ მა­ინ­ტე­რე­სებს, ვინ სად იქ­ნე­ბა. არ მი­ვიჩ­ნევ, რომ რა­ი­მე ცუ­დის­კენ შე­იც­ვა­ლა. ვე­რა­ვის და­ვაბ­რა­ლებ ჩემს უმოქ­მე­დო­ბას. მე აქამ­დეც ვმუ­შა­ობ­დი და ამის შემ­დე­გაც ვი­მუ­შა­ვებ. მთავ­რო­ბის დამ­სა­ხუ­რე­ბით არა­ნა­ი­რი პრი­ვი­ლე­გია არ მქო­ნია, პრი­ვი­ლე­გია მქონ­და იმი­ტომ, რომ თა­ვად ვი­მუ­შა­ვე ბევ­რი. ეს ხალ­ხის დამ­სა­ხუ­რე­ბაა, რო­მელ­მაც დიდი სიყ­ვა­რუ­ლი და სით­ბო და­მა­ნახ­ვა. ჩემ­მა ხალ­ხმა მაგ­რძნო­ბი­ნა, რომ ერთი სიმ­ღე­რის შემ­დეგ მე­ო­რე და მე­სა­მე უნდა ჩა­მე­წე­რა. თუ ვი­მუ­შა­ვებ და გა­ვა­კე­თებ ისეთ სიმ­ღე­რას, რო­მე­ლიც ბევ­რს მო­ე­წო­ნე­ბა და რე­ი­ტინ­გუ­ლი იქ­ნე­ბა, აუ­ცი­ლებ­ლად და­მი­ფას­დე­ბა, დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ. თუ არ გა­ვა­კე­თებ, ფეხს ფეხ­ზე გა­და­ვი­დებ და და­ვე­ლო­დე­ბი პო­ლი­ტი­კურ ვი­თა­რე­ბას ან ზე­ცი­ურ მოვ­ლე­ნას, ეს არ იქ­ნე­ბა ჩემი მხრი­დან ჯან­სა­ღი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა. ასე­თი რამ არას­დროს გა­მი­კე­თე­ბია ჩემი კა­რი­ე­რის აწყო­ბი­სას და არც მო­მა­ვალ­ში გა­ვა­კე­თებ.

- შო­უ­ბიზ­ნე­სი სულ იყო გა­ყო­ფი­ლი ბოლო წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში "ამი­სი­ა­ნად" და "იმი­სი­ა­ნად"...

- მეც ვი­ყა­ვი მხარ­დამ­ჭე­რი და ამას არ უარ­ვყოფ. სა­ერ­თოდ, მი­ვიჩ­ნევ, რომ პო­ლი­ტი­კა შო­უ­ბიზ­ნეს­ში არ უნდა იჭ­რე­ბო­დეს. ყვე­ლას თა­ვი­სი მო­საზ­რე­ბა აქვს და ყვე­ლას შე­უძ­ლია, ეს პო­ზი­ცია ჯან­სა­ღად გა­მო­ხა­ტოს. ეს არ უნდა გა­და­ვი­დეს აგ­რე­სი­ა­ში, პა­თო­ლო­გი­ა­სა და ფა­ნა­ტიზ­მში. დე­ბა­ტებ­ში ჩა­რე­ვას არას­დროს მი­ვიჩ­ნევ­დი სა­ჭი­როდ, რად­გან არ მი­მაჩ­ნია თავი ისეთ კომ­პე­ტენ­ტურ ადა­მი­ა­ნად პო­ლი­ტი­კა­ში, რო­მე­ლიც უნდა ერე­ო­დეს ამ სფე­რო­ში. მე მაქვს ჩემი პო­ზი­ცია, მაგ­რამ არას­დროს გა­მი­ლან­ძღავს სხვა. სა­ერ­თოდ, პო­ლი­ტი­კა არ მა­ინ­ტე­რე­სებს. ეს რომ ჩემი საქ­მე იყოს, წა­ვი­დო­დი პო­ლი­ტი­კა­ში და გა­ვა­კე­თებ­დი ისეთ გათ­ვლებს, რო­გორ­საც კა­რი­ე­რის­თვის ვა­კე­თებ, პი­ა­რის კუ­თხით და სხვა მი­მარ­თუ­ლე­ბე­ბით, გა­მო­ვი­დო­დი ინ­ტერ­ვი­უ­ე­ბით, მაგ­რამ ეს არ არის ჩემი. მე არ ვღა­ლა­ტობ ჩემს პო­ზი­ცი­ას, მე­გობ­რებს, მენ­ტა­ლო­ბას. არას­წო­რია, რო­დე­საც ამ ყვე­ლა­ფერს ერ­თმა­ნეთ­ში ურე­ვენ. იყო მო­მენ­ტე­ბი, რო­დე­საც ჩემი კო­ლე­გე­ბი ერ­თმა­ნე­თის მი­მართ აგ­რე­სი­ით იყ­ვნენ გან­წყო­ბი­ლი, რაც მი­უ­ღებ­ლად მი­მაჩ­ნია. შენ შე­იძ­ლე­ბა ერთი მოგ­წონ­დეს, მე - მე­ო­რე, მაგ­რამ ერ­თმა­ნე­თის და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბას პა­ტი­ვი უნდა ვცეთ. ერ­თა­დერ­თი, ვი­სიც არ მეს­მის, ის ადა­მი­ა­ნე­ბი არი­ან, რომ­ლე­ბიც არ­ჩევ­ნე­ბის შემ­დეგ ამ­ბობ­დნენ, შევ­ცდი­თო.

არ უარ­ვყოფ, რომ ვი­ყა­ვი "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" გვერ­დით ყვე­ლა აქ­ცი­ა­ზე, რად­გან მჯე­რო­და, მჯე­რა და მწამს ამ ძა­ლის და მქონ­და ჩემი შე­ხე­დუ­ლე­ბე­ბი. ჩემ გარ­შე­მო იყო მრა­ვა­ლი ადა­მი­ა­ნი, რო­მელ­თაც ერთ კვი­რა­ში შე­იც­ვა­ლეს აზრი, არ­ჩევ­ნე­ბის შე­დე­გე­ბის მი­ხედ­ვით შე­იც­ვა­ლეს შე­ხე­დუ­ლე­ბე­ბი. ასე­თი ფე­რის­ცვა­ლე­ბე­ბის არ მჯე­რა. ეს იმას არ ნიშ­ნავს, რომ ჩა­ციკ­ლუ­ლი ვარ კონ­კრე­ტულ ძა­ლა­ზე და ვერ ვხე­დავ იმას, რაც ხდე­ბო­და და ხდე­ბა ცუდი. ყვე­ლა­ზე კრი­ტი­კუ­ლი იმ ადა­მი­ა­ნის მი­მართ ვარ, რო­მე­ლიც მიყ­ვარს. თუ ჩე­მი­ა­ნია ადა­მი­ა­ნი, მას ყო­ველ­თვის მი­ვუ­თი­თებ და ვე­ტყვი, თუკი რა­ი­მეს არას­წო­რად აკე­თებს. ყვე­ლას აქვს და­დე­ბი­თი და უარ­ყო­ფი­თი მხა­რე, მაგ­რამ ეს არ უნდა ნიშ­ნავ­დეს იმას, რომ უნდა გა­მოხ­ვი­დე და იყ­ვი­რო, შევ­ცდი, შევ­ცდი და ტყუ­ი­ლად ვა­რი­გებ­დი ხუ­თი­ა­ნი­ან მა­ი­სუ­რებ­სო. მთა­ვა­რია, ცხოვ­რე­ბა ადეკ­ვა­ტუ­რად აღიქ­ვა. სწო­რად აღ­ქმა ის არის, რომ მიხ­ვდე, სად არის კარ­გი მხა­რე და სად ცუდი. თუ მხო­ლოდ კარ­გს ხე­დავ, არას­წორ გზა­ზე ხარ და პი­რი­ქით. მე ორი­ვე მხა­რეს სწო­რად აღ­ვიქ­ვამ, ასე მგო­ნია.

იხი­ლეთ სტა­ტი­ის სრუ­ლი ვერ­სია

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

რა შეიცვალა ნინო ჩხეიძის ცხოვრებაში არჩევნების შემდეგ

რა შეიცვალა ნინო ჩხეიძის ცხოვრებაში არჩევნების შემდეგ

ნინო ჩხეიძის "ფეისბუქის" ერთ-ერთი სტატუსი ამას წინათ ინტერნეტსივრცეში საჯარო განხილვის საგანი გახდა. ნინო წერდა, რომ თუკი გარკვეული პერიოდის წინ ის "ვიპ" პერსონა იყო და თბილისის მოდის კვირეულის ყველა ჩვენებაზე ეპატიჟებოდნენ, ახლა მოსაწვევი მხოლოდ დათუნა სულიკაშვილისგან მიიღო. საინტერესო დეტალი ისაა, რომ ნინო თავად იყო თავისი კომპანიებით ერთხელ ამ მოდის კვირეულის სპონსორი და მაშინ, რასაკვირველია, ორგანიზატორებს მისთვის მოსაწვევები არ დაუშურებიათ. ნინოს გარშემო კიდევ ერთი აჟიოტაჟი მაშინ ატყდა, როცა გაირკვა, რომ ვანო მერაბიშვილი ოჯახით მის ბინაში ცხოვრობს. ამ ყველაფრის შესახებ ნინომ "რეიტინგთან" გულახდილად ისაუბრა და არც ერთი შეკითხვა უპასუხოდ არ დაუტოვებია.

- ძალიან სახალისო იყო შენი ბოლოდროინდელი სტატუსი მოდის კვირეულთან დაკავშირებით. შენი "ვიაიპობა" ვეღარ იგრძენი?

- გულით ვიმატებ ყველა მეგობარს სოციალურ ქსელში და მგონია, რომ ყველა ისეთი ადამიანი მყავს "ფეისბუქში", ვინც ჩემს დეპრესიას, ცუდ თუ კარგ ხასიათს ცუდად არ გამოიტანს სადმე. იმავე დღეს ჩემმა ამ სტატუსმა მოიარა ინტერნეტსივრცე, როგორც ტოპნიუსმა (იღიმის). მე დავწერე ის, რასაც ვფიქრობდი. მერე ბევრმა ჩემმა მეგობარმა მკითხა, რატომ დაწერეო, მაგრამ მივიჩნევ, რომ ახლა თამაშის დრო არ არის. მრავალი წლის განმავლობაში ყოველდღე ვიღაც გაუგებარი ადამიანები მეპატიჟებოდნენ მოდის კვირეულებზე, საკუთარ დაბადების დღეებზე. ჩემთვის ადამიანებთან პირადი ურთიერთობისას ვიღაც მთავრობაშია თუ არა, გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს. მივიჩნევდი, რომ რადგან მეპატიჟებოდნენ, ჩემთან ურთიერთობა მათთვის საინტერესო იყო. მეგონა, ალალად მეპატიჟებოდნენ. აღმოჩნდა, რომ 1-ლი ოქტომბრის მერე, ვისაც მეგობრად მიიჩნევდი, ვინც გეპატიჟებოდა ყველაფერზე, აღარ არის შენი მეგობარი და არსად გიწვევს. შესაბამისად, მოდის კვირეულზეც არავის მივუწვევივარ. არც ერთ ჩვენებაზე არ დამპატიჟეს დათუნა სულიკაშვილის გარდა. ალბათ დრომ აჩვენა ყველაფერი, დათუნას მოუნდა, როგორც მეგობარს, ჩემი დაპატიჟება. პრობლემა კი არ იყო მოდის კვირეულზე მოხვედრა. რომ მნდომოდა, წავიდოდი, უბრალოდ, ძალიან გამიკვირდა. საინტერესო ისიც არის, რომ ადრე რადიო "აფხაზეთის ხმა" თბილისის მოდის კვირეულის სპონსორი იყო (იღიმება). ყველანაირად გვერდში ვედექით მის ორგანიზატორებს, სულ გვაკავშირებდა მეგობრობა.

- თაკო ჩხეიძე გიგზავნიდა მოსაწვევებს თუ დიზაინერები?

- ვინც იყო ორგანიზატორი, ის მიგზავნიდა, ამიტომაც გამიკვირდა. არა, არც გამიკვირდა, ცოტა მეწყინა. მე ყოველთვის ზუსტად ვიცი, როგორი ურთიერთობა მაქვს ადამიანებთან.

- ეს იმას ხომ არ ნიშნავს, რომ ძველ დროს და რაიმე პრივილეგიას მისტირი...

- რა თქმა უნდა, ძველ დროს არ მივტირი. საერთოდ, არ მახასიათებს ასეთი რამ. ჩემზე, როგორც პიროვნებაზე, ნინო ჩხეიძეზე არ აისახება, ვინ არის მთავრობაში. ჩემთვის მთავარია მეგობრობა და ურთიერთობები. არ მაინტერესებს, ვინ სად იქნება. არ მივიჩნევ, რომ რაიმე ცუდისკენ შეიცვალა. ვერავის დავაბრალებ ჩემს უმოქმედობას. მე აქამდეც ვმუშაობდი და ამის შემდეგაც ვიმუშავებ. მთავრობის დამსახურებით არანაირი პრივილეგია არ მქონია, პრივილეგია მქონდა იმიტომ, რომ თავად ვიმუშავე ბევრი. ეს ხალხის დამსახურებაა, რომელმაც დიდი სიყვარული და სითბო დამანახვა. ჩემმა ხალხმა მაგრძნობინა, რომ ერთი სიმღერის შემდეგ მეორე და მესამე უნდა ჩამეწერა. თუ ვიმუშავებ და გავაკეთებ ისეთ სიმღერას, რომელიც ბევრს მოეწონება და რეიტინგული იქნება, აუცილებლად დამიფასდება, დარწმუნებული ვარ. თუ არ გავაკეთებ, ფეხს ფეხზე გადავიდებ და დაველოდები პოლიტიკურ ვითარებას ან ზეციურ მოვლენას, ეს არ იქნება ჩემი მხრიდან ჯანსაღი დამოკიდებულება. ასეთი რამ არასდროს გამიკეთებია ჩემი კარიერის აწყობისას და არც მომავალში გავაკეთებ.

- შოუბიზნესი სულ იყო გაყოფილი ბოლო წლების განმავლობაში "ამისიანად" და "იმისიანად"...

- მეც ვიყავი მხარდამჭერი და ამას არ უარვყოფ. საერთოდ, მივიჩნევ, რომ პოლიტიკა შოუბიზნესში არ უნდა იჭრებოდეს. ყველას თავისი მოსაზრება აქვს და ყველას შეუძლია, ეს პოზიცია ჯანსაღად გამოხატოს. ეს არ უნდა გადავიდეს აგრესიაში, პათოლოგიასა და ფანატიზმში. დებატებში ჩარევას არასდროს მივიჩნევდი საჭიროდ, რადგან არ მიმაჩნია თავი ისეთ კომპეტენტურ ადამიანად პოლიტიკაში, რომელიც უნდა ერეოდეს ამ სფეროში. მე მაქვს ჩემი პოზიცია, მაგრამ არასდროს გამილანძღავს სხვა. საერთოდ, პოლიტიკა არ მაინტერესებს. ეს რომ ჩემი საქმე იყოს, წავიდოდი პოლიტიკაში და გავაკეთებდი ისეთ გათვლებს, როგორსაც კარიერისთვის ვაკეთებ, პიარის კუთხით და სხვა მიმართულებებით, გამოვიდოდი ინტერვიუებით, მაგრამ ეს არ არის ჩემი. მე არ ვღალატობ ჩემს პოზიციას, მეგობრებს, მენტალობას. არასწორია, როდესაც ამ ყველაფერს ერთმანეთში ურევენ. იყო მომენტები, როდესაც ჩემი კოლეგები ერთმანეთის მიმართ აგრესიით იყვნენ განწყობილი, რაც მიუღებლად მიმაჩნია. შენ შეიძლება ერთი მოგწონდეს, მე - მეორე, მაგრამ ერთმანეთის დამოკიდებულებას პატივი უნდა ვცეთ. ერთადერთი, ვისიც არ მესმის, ის ადამიანები არიან, რომლებიც არჩევნების შემდეგ ამბობდნენ, შევცდითო.

არ უარვყოფ, რომ ვიყავი "ნაციონალური მოძრაობის" გვერდით ყველა აქციაზე, რადგან მჯეროდა, მჯერა და მწამს ამ ძალის და მქონდა ჩემი შეხედულებები. ჩემ გარშემო იყო მრავალი ადამიანი, რომელთაც ერთ კვირაში შეიცვალეს აზრი, არჩევნების შედეგების მიხედვით შეიცვალეს შეხედულებები. ასეთი ფერისცვალებების არ მჯერა. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩაციკლული ვარ კონკრეტულ ძალაზე და ვერ ვხედავ იმას, რაც ხდებოდა და ხდება ცუდი. ყველაზე კრიტიკული იმ ადამიანის მიმართ ვარ, რომელიც მიყვარს. თუ ჩემიანია ადამიანი, მას ყოველთვის მივუთითებ და ვეტყვი, თუკი რაიმეს არასწორად აკეთებს. ყველას აქვს დადებითი და უარყოფითი მხარე, მაგრამ ეს არ უნდა ნიშნავდეს იმას, რომ უნდა გამოხვიდე და იყვირო, შევცდი, შევცდი და ტყუილად ვარიგებდი ხუთიანიან მაისურებსო. მთავარია, ცხოვრება ადეკვატურად აღიქვა. სწორად აღქმა ის არის, რომ მიხვდე, სად არის კარგი მხარე და სად ცუდი. თუ მხოლოდ კარგს ხედავ, არასწორ გზაზე ხარ და პირიქით. მე ორივე მხარეს სწორად აღვიქვამ, ასე მგონია.

იხილეთ სტატიის სრული ვერსია

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება