ჯონ ბონ ჯოვი: "მამისთვის ქალიშვილის ნარკომანობაზე უარესი რა უნდა იყოს"

ჯონ ბონ ჯოვი: "მამისთვის ქალიშვილის ნარკომანობაზე უარესი რა უნდა იყოს"

მუსიკოსმა ჯონ ბონ ჯოვიმ ჟურნალისტებთან საკუთარი შვილის პრობლემებზე ისაუბრა. შარშან მისი 19 წლის ქალიშვილი სტეფანი ნიუ-იორკის კოლეჯში უგონო მდგომარეობაში იპოვეს - გოგონამ ჰეროინის ზედმეტი დოზა მიიღო. ჯონის თქმით, ეს "მისთვის, როგორც მამისთვის, ყველაზე საშინელი გადასატანი იყო".

"არ ვიცი, ამაზე საშინელი რაღა უნდა მოხდეს. ეს საშინელი, ტრაგიკული გაკვეთილი იყო. ღმერთს ყოველ დღე მადლობას ვეუბნები, რომ სტეფანი გამოაჯანმრთელა და ყველაფერი კარგად აქვს. სტეფანი მთელი ეს დრო ჩემს სახლში მკურნალობდა", - განაცხადა ვარსკვლავმა.

ვარსკვლავს სტეფანის გარდა, კიდევ სამი შვილი: ჯესი, ჰარლი და რომეო ჰყავს.

მომზადებულია thesun.co.uk-ის მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება