როდის დაემართა ამნეზია გიორგი ქორქიას

როდის დაემართა ამნეზია გიორგი ქორქიას

ჟურნალისტობა გენში მაქვს, მამა, ბაბუა, დიდი ბაბუა ამ სფეროში მოღვაწეობდნენ, ამიტომ ჩემგან მათემატიკოსი რომ არ დადგებოდა, ისედაც ნათელი იყოო, - მითხრა გიორგი ქორქიამ. დღეს "რუსთავი 2"-ის ტელეწამყვანის ცხოვრების არაერთ უცნობ წელზე გიამბობთ. დახეული ჯინსები, წელამდე თმა, მუსიკოსობა, ავარია, ამნეზია, ეს მისი ცხოვრების ფრაგმენტებია.

დღეს ტელეჟურნალისტს ცხოვრებისეულ გამოცდილებაზე ვესაუბრეთ.

- თბილისში დავიბადე და გავიზარდე. მამაჩემი, გიორგი ქორქია, ჟურნალისტია, დედა - თამარ ყიფიანი, დიასახლისია. დიდი სიმკაცრით არ გამოირჩეოდნენ ჩემი მშობლები. სრული თავისუფლება მომცეს, უცბად დამოუკიდებელი გავხდი, პირველივე კურსიდან მუშაობა დავიწყე. რთულ პერიოდს დაემთხვა ჩემი სკოლისა და სტუდენტობის წლები. ყველას გვახსოვს, როგორ ვცხოვრობდით 80-90-იანი წლებში. ბაბუაც, ბიჭიკო ქორქია, ჟურნალისტი იყო, სპორტული ჟურნალისტი. მისი მეგობარი გახლდათ დოდო აბაშიძე. ერთხელ მახსოვს ძალიან შემაშინა. კარი რომ გავაღე, გრიმით დამხვდა. "დათა თუთაშხიას" გადაღებიდან მოვიდა პირდაპირ ჩოხით, წითელი თმით. 3 წლის ვიყავი, ისე შემეშინდა, ტირილი დავიწყე. ბიძაჩემის, შოთიკო ქორქიას გარემოცვა მახსოვს კიდევ ბავშვობიდან. ფანტასტიკურად მღეროდა და მღერის და მისი მეგობრები "ქართული ხმების" ბიჭები მოდიოდნენ ჩვენთან სახლში; დათო გოგიაშვილი, ზაურ ბოლქვაძე. ხშირად ვნახულობდი ნუკრი კაპანაძეს.

- ე.ი. მუსიკასაც ბავშვობიდან ეზიარე.

- ჰო, მუსიკას, მოქეიფე ტიპებს. ვიჯექი და პირდაღებული ვუსმენდი. ბევრ რამეს ვსწავლობდი მათგან.

- აგამღერეს?

- ვერა, იმიტომ რომ ხმა არ მაქვს. მსმენელი უკეთესი ვარ, თუმცა რაღაც დოზით მუსიკასთან შეხება მქონდა. ბაკურ ბურდულთან ვუკრავდი წლების განმავლობაში ბასგიტარაზე.

- მუსიკალური განათლება გაქვს?

- არანაირი. მოყვარულის დონეზე ვუკრავდი. უცბად გადავწყვიტეთ. დაკვრა თუ გინდა, გადმოდი, რეპეტიცია გვაქვსო, მითხრა. ერთი კვირა ვირეპეტიციეთ და კონცერტი ჩავატარეთ.

- მშობლებისგან ვის უფრო ჰგავხარ ხასიათით?

- ალბ­ათ ორივეს. ძალიან რბილი ხასიათი აქვს ორივეს. მეც მძიმე ვარ-მეთქი, ვერ ვიტყვი. მიუხედავად იმისა, რომ დედისერთა ვარ, ეგოისტობით არ გამოვირჩევი. ლაითად უყურებს ყველაფერს მამაჩემი, პრობლემებს არ ქმნის. მეც ასეთი ვარ.

- დედისერთობა მოგწონდა, არ აპროტესტებდი ამას?

- არა. არ მქონია პროტესტი, თუ მეყოლებოდა და ან ძმა, არც ამით ვიქნებოდი უკმაყოფილო.

- შენი მშობლები ერთად ცხოვრობენ?

- არა. პატარა ვიყავი, 10-11 წლის, ერთმანეთს რომ დასცილდნენ.

- იყო ეს სტრესი შენთვის?

- ალბათ იყო, ნებისმიერს ექნებოდა. საერთოდ, წარსულზე მაინცდამაინც ბევრს ვერ ვილაპარაკებ. ბევრი რამ არ მახსოვს, განსაკუთრებით ავარიის შემდეგ.

- რომელი ავარიის მერე?

- 25-26 წლის ასაკში ავარიაში მოვყევი და სკოლის, სტუდენტობისდროინდელი წლებიდან ბევრი რამ არ მახსოვს, ხალხიც კი დამავიწყდა, ვისაც ვიცნობდი. ტელევიზიიდან ვიყავით სადღაც წასულები... გადარჩენა-არგადარჩენაზე იყო ლაპარაკი. ისეთი რამ დამემართა, რომ ვერაფერს ვიხსენებდი. მერე ნელ-ნელა რაღაცები გავიხსენე.

- მამასთან ურთიერთობა გქონდა?

- რა თქმა უნდა. დღემდე მაქვს ურთიერთობა.

- დედა აღარ გათხოვილა?

- არა.

- მამაც არ დაოჯახებულა?

- კი, დაოჯახდა. ოღონდ ამ თემაზე ლაპარაკი არ მინდა.

იხილეთ ინტერვიუს სრული ვერსია

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები