სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
გია ნოდია - დღეს სამარცხვინო დღეა ქართული ეკლესიის ისტორიაში
გია ნოდია - დღეს სამარცხვინო დღეა ქართული ეკლესიის ისტორიაში

პო­ლი­ტო­ლო­გი გია ნო­დია დღე­ვან­დელ აქ­ცი­ას "ფე­ის­ბუ­ქით" ეხ­მა­უ­რე­ბა. პო­ლი­ტო­ლო­გი მი­იჩ­ნევს, რომ დღე­ვან­დე­ლი დღე სა­მარ­ცხვი­ნოა ქარ­თუ­ლი ეკ­ლე­სი­ის ის­ტო­რი­ა­ში.

"ეს ის შემ­თხვე­ვაა, რო­დე­საც მთავ­რო­ბას ვერ და­ა­კის­რებ მთა­ვარ პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას მომ­ხდარ­ზე: ზო­გა­დად, ის ყვე­ლა­ფერ­ზე აგებს პა­სუხს, მაგ­რამ ამ შემ­თხვე­ვა­ში ის ეცა­და თა­ვი­სი ფუნ­ქცი­ის შეს­რუ­ლე­ბას, ოღონდ ძალა და/ან კომ­პე­ტენ­ცია არ ეყო (შდრ. 8 თე­ბერ­ვა­ლი, როცა შეგ­ნე­ბუ­ლად აცე­მი­ნა ოპო­ზი­ცია). დი­დია ცთუ­ნე­ბა გა­ვამ­ტყუ­ნოთ ზო­გა­დად სა­ზო­გა­დო­ე­ბა და ვი­ლა­პა­რა­კოთ მის "ვე­ლუ­რო­ბა­ზე". კი, ეს იყო მა­სობ­რი­ვი ვე­ლუ­რო­ბის დე­მონ­სტრა­ცია, მაგ­რამ გარ­კვე­ულ კონ­ტექ­სტში ყვე­ლა სა­ზო­გა­დო­ე­ბა შე­იძ­ლე­ბა გა­ვე­ლურ­დეს. სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ზე ლა­პა­რა­კი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის გა­დღაბ­ნაა. დღეს, უპირ­ვე­ლეს ყოვ­ლი­სა, შავი და სა­მარ­ცხვი­ნო დღეა კონ­კრე­ტუ­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის - ქარ­თუ­ლი ეკ­ლე­სი­ის ის­ტო­რი­ა­ში. ის მოგ­ვევ­ლი­ნა, რო­გორც ვე­ლუ­რო­ბის და არა ცი­ვი­ლი­ზა­ცი­ის წამ­ხა­ლი­სე­ბე­ლი ძალა...

ნე­ბის­მი­ე­რი გა­მო­ნათ­ქვა­მი (კერ­ძოდ, წუ­ლუ­კი­ა­ნის), რომ პო­ლი­ცი­ამ შე­ას­რუ­ლა თა­ვი­სი ფუნ­ქცია, რა თქმა უნდა, სა­მარ­ცხვი­ნოა. ეცა­და, კი ბა­ტო­ნო, ესეც და­ვუ­ფა­სოთ (სამ­წუ­ხა­როდ, სა­ქარ­თვე­ლო­ში ამა­საც არ ვე­ლით ხში­რად), მაგ­რამ არ გა­მო­უ­ვი­და. იმ­დე­ნის შნო უნდა ჰქონ­დეთ, რომ შავ­ზე თეთ­რი არ თქვან...

ახლა ამ მთავ­რო­ბის აპო­ლო­გე­ტად არ გა­მო­მიყ­ვა­ნოთ. ლგბტ უფ­ლე­ბე­ბის დაც­ვა ამ შემ­თხვა­ში, პრაქ­ტი­კუ­ლად, შე­ტა­კე­ბის თა­ვი­დან აცი­ლე­ბას ნიშ­ნავს, მაგ­რამ ფაქ­ტია, რომ ვერ შეძ­ლეს, და ამ აშა­კა­რა ფაქ­ტის აღი­ა­რე­ბაც კი უნ­დათ...", - წერს ნო­დია.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

გია ნოდია - დღეს სამარცხვინო დღეა ქართული ეკლესიის ისტორიაში

გია ნოდია - დღეს სამარცხვინო დღეა ქართული ეკლესიის ისტორიაში

პოლიტოლოგი გია ნოდია დღევანდელ აქციას "ფეისბუქით" ეხმაურება. პოლიტოლოგი მიიჩნევს, რომ დღევანდელი დღე სამარცხვინოა ქართული ეკლესიის ისტორიაში.

"ეს ის შემთხვევაა, როდესაც მთავრობას ვერ დააკისრებ მთავარ პასუხისმგებლობას მომხდარზე: ზოგადად, ის ყველაფერზე აგებს პასუხს, მაგრამ ამ შემთხვევაში ის ეცადა თავისი ფუნქციის შესრულებას, ოღონდ ძალა და/ან კომპეტენცია არ ეყო (შდრ. 8 თებერვალი, როცა შეგნებულად აცემინა ოპოზიცია). დიდია ცთუნება გავამტყუნოთ ზოგადად საზოგადოება და ვილაპარაკოთ მის „ველურობაზე“. კი, ეს იყო მასობრივი ველურობის დემონსტრაცია, მაგრამ გარკვეულ კონტექსტში ყველა საზოგადოება შეიძლება გაველურდეს. საზოგადოებაზე ლაპარაკი პასუხისმგებლობის გადღაბნაა. დღეს, უპირველეს ყოვლისა, შავი და სამარცხვინო დღეა კონკრეტული ორგანიზაციის - ქართული ეკლესიის ისტორიაში. ის მოგვევლინა, როგორც ველურობის და არა ცივილიზაციის წამხალისებელი ძალა...

ნებისმიერი გამონათქვამი (კერძოდ, წულუკიანის), რომ პოლიციამ შეასრულა თავისი ფუნქცია, რა თქმა უნდა, სამარცხვინოა. ეცადა, კი ბატონო, ესეც დავუფასოთ (სამწუხაროდ, საქართველოში ამასაც არ ველით ხშირად), მაგრამ არ გამოუვიდა. იმდენის შნო უნდა ჰქონდეთ, რომ შავზე თეთრი არ თქვან...

ახლა ამ მთავრობის აპოლოგეტად არ გამომიყვანოთ. ლგბტ უფლებების დაცვა ამ შემთხვაში, პრაქტიკულად, შეტაკების თავიდან აცილებას ნიშნავს, მაგრამ ფაქტია, რომ ვერ შეძლეს, და ამ აშაკარა ფაქტის აღიარებაც კი უნდათ...", - წერს ნოდია.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს