სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
ქართლოს ნატროშვილისთვის მტკივნეული შეკითხვა და ჩვენთან განდობილი "პრეზიდენტის" დიეტა
ქართლოს ნატროშვილისთვის მტკივნეული შეკითხვა და ჩვენთან განდობილი "პრეზიდენტის" დიეტა

პრო­ფე­სი­ით იუ­რის­ტი გახ­ლავთ. ამ­ჟა­მად მა­გის­ტრა­ტუ­რის პირ­ველ კურ­სზე სწავ­ლობს. "კო­მე­დი შო­უ­ში" შემ­თხვე­ვით მოხ­ვდა. პრე­ზი­დენ­ტის ახალ პა­რო­დისტს - ქარ­თლოს ნატ­როშ­ვილს მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის მა­ნე­რე­ბი კარ­გად აქვს შეს­წავ­ლი­ლი და "ერუ­დი­ტის" შე­კი­თხვებ­ზეც ძი­რი­თა­დად, პრე­ზი­დენ­ტის ხმით მპა­სუ­ხობ­და. როცა სწო­რი პა­სუ­ხი არ იცო­და, ისე იქ­ცე­ო­და, რო­გორც მისი აზ­რით, ბა­ტო­ნი მი­ხე­ი­ლი იქ­ცე­ვა ხოლ­მე არა­სა­სურ­ვე­ლი შე­კი­თხვე­ბის მოს­მე­ნი­სას...

პრე­ამ­ბუ­ლის მა­გი­ერ

ქარ­თლო­სი გვან­ცა ადა­მი­ას ნა­თე­სა­ვი გახ­ლავთ. ამ გო­გო­ნას ამ­ბა­ვი თით­ქმის მთელ­მა სა­ქარ­თვე­ლომ შე­ი­ტყო. ის თა­ნა­კურ­სელ­მა ბიჭ­მა - ვანო ღონ­ღა­ძემ უნი­ვერ­სი­ტე­ტის მე­სა­მე სარ­თუ­ლი­დან გად­მო­აგ­დო. რო­გორც ამ­ბო­ბენ, გვან­ცა­ზე უი­მე­დოდ შეყ­ვა­რე­ბუ­ლი გახ­ლდათ და გვან­ცა­სა და ქარ­თლო­სის (რომ­ლე­ბიც ნა­თე­სა­ვე­ბი არი­ან) ერ­თად გა­და­ღე­ბუ­ლი ფო­ტოს გამო იეჭ­ვი­ა­ნა... ბუ­ნებ­რი­ვია, ქარ­თლოსს გო­გო­ნას ჯან­მრთე­ლო­ბის შე­სა­ხებ ვკი­თხე.

ქარ­თლოს ნატ­როშ­ვი­ლი:

- გვან­ცა კარ­გად არის. რამ­დე­ნი­მე დღის წინ პა­ლა­ტა­ში ვი­ნა­ხუ­ლე. ვი­სა­უბ­რეთ, 5 წლის წი­ნან­დე­ლი ამ­ბე­ბიც კი გა­ვიხ­სე­ნეთ...

- იმ ინ­ცი­დენტზე რა თქვა?

- ამ თე­მა­ზე ჯერ­ჯე­რო­ბით არ ვე­ლა­პა­რა­კე­ბით... უკვე შინ გა­წე­რეს. წო­ლი­თი რე­ჟი­მი აქვს და­ნიშ­ნუ­ლი...

- გვან­ცას გა­მო­ჯან­მრთე­ლე­ბას ვუ­სურ­ვებთ! შენ კი მი­თხა­რი, - წიგ­ნე­ბის კი­თხვა გიყ­ვარს?

- ვერ გე­ტყვი, რომ თავ­გა­დაკ­ლუ­ლი მკი­თხვე­ლი ვარ, მაგ­რამ ხან­და­ხან ვკი­თხუ­ლობ.

- წიგ­ნის სა­კი­თხა­ვად გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი გა­რე­მო გჭირ­დე­ბა?

- არა. შუა ბა­ზარ­ში ვერ წა­ვი­კი­თხავ, მაგ­რამ სო­ფელ­ში როცა ჩავ­დი­ვარ, ოთახ­ში არ "გა­მო­ვიმ­წყვდე­ვი" ხოლ­მე - წიგნს ეზო­ში ვკი­თხუ­ლობ. შე­იძ­ლე­ბა, იქ ძაღ­ლის ყე­ფაც ის­მო­დეს, ეს ხელს არ მიშ­ლის.

- რა სა­ხის ლი­ტე­რა­ტუ­რა გი­ტა­ცებს?

- ნე­ბის­მი­ერ წიგნს და­ვავ­ლებ ხოლ­მე ხელს, დე­ტექ­ტი­ვი იქ­ნე­ბა თუ სიყ­ვა­რუ­ლის რო­მან­ტი­კუ­ლი ამ­ბა­ვი,

- ყვე­ლა­ფერს ვკი­თხუ­ლობ.

- სკო­ლა­ში რო­გო­რი მოს­წავ­ლე იყა­ვი?

- ვერ ვი­ტყვი, რომ ფრი­ა­დო­სა­ნი, ორო­სა­ნი ან სტა­ბი­ლუ­რი სა­მო­სა­ნი ვი­ყა­ვი. უფრო "კარ­გო­სა­ნი" გახ­ლდით. როცა ხუ­თი­ა­ნებს მი­წერ­დნენ, "მსუ­ქა­ნი" ხუ­თი­ა­ნე­ბი იყო (იღი­მის)!

- აზარ­ტუ­ლი ადა­მი­ა­ნი ხარ?

- ზო­მი­ე­რად.

- ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლუ­რი თა­მა­შე­ბი თუ გიყ­ვარს?

- არ ვიცი. ამ მხრივ გა­მოც­დი­ლე­ბა არ მაქვს. ძი­რი­თა­დად, ასე­თი თა­მა­შე­ბის­თვის თვალ­ყუ­რის მი­დევ­ნე­ბით ვტკბე­ბი...

- სე­რი­ო­ზულ ქვეყ­ნებ­ში არ­სე­ბუ­ლი სა­სა­ცი­ლო კა­ნო­ნე­ბის შე­სა­ხებ თუ გსმე­ნია?

- კი, კი, რა­ღა­ცას ყური მოვ­კა­რი: კა­ტის ან ქათ­მის მკვლე­ლო­ბის­თვის სას­ჯე­ლი რომ აქვთ და­წე­სე­ბუ­ლი, ხომ? ეს კა­ნო­ნი სა­ქარ­თვე­ლოს არ მო­ერ­გე­ბა! ვი­ღა­ცამ ინ­და­უ­რი მოკ­ლას და ამის გამო დავ­სა­ჯოთ? კი, ბა­ტო­ნო, მაგ­რამ მა­შინ იმით უნდა დავ­სა­ჯოთ, რომ სუფ­რა იკის­როს!..

- თუ იცი, რო­მელ ქვე­ყა­ნა­ში არ შე­იძ­ლე­ბა ღო­რის­თვის "ნა­პო­ლე­ო­ნის" და­ძა­ხე­ბა?

- სა­დაც უნდა იყოს, მაგ კა­ნონს ვგმობ! ღორს რაც გინ­და, ის და­უ­ძა­ხე! ძა­ლი­ან გთხოვთ, რა: ამ შე­კი­თხვის პა­სუ­ხი კი არ უნდა ვე­ძე­ბოთ, არა­მედ, სა­დაც ეს კა­ნო­ნი არ­სე­ბობს, იმ ქვე­ყა­ნას უნდა ვუ­თხრათ, რომ ღორს ის და­უ­ძა­ხონ, რაც სურთ! ჩვენ­თან ღორს გინ­და, შალ­ვა და­უ­ძა­ხე, გინ­და - მიშა! მა­გა­ლი­თი ჩვე­ნი ქვეყ­ნი­დან აი­ღონ...

- "ბა­ტო­ნო პრე­ზი­დენ­ტო", თქვე­ნი ტაქ­ტი­კა გა­სა­გე­ბია: სწო­რი პა­სუ­ხი არ გაქვთ და ცდი­ლობთ, არ შე­იმ­ჩნი­ოთ...

- რა­საკ­ვირ­ვე­ლია! რო­მე­ლი ქვე­ყა­ნაა, აბა, მი­თხა­რით?.. ისე, ნა­პო­ლე­ო­ნი საფ­რან­გეთ­თან ასო­ცირ­დე­ბა.

- დიახ, სწო­რი პა­სუ­ხია - საფ­რან­გე­თი. და­ა­სა­ხე­ლე კუნ­ძუ­ლი წყნარ ოკე­ა­ნე­ში, სა­დაც უც­ნო­ბი წარ­მო­შო­ბის ქვის გი­გან­ტუ­რი სკულპ­ტუ­რე­ბია აღ­მო­ჩე­ნი­ლი. ამ კუნ­ძულს ქრის­ტი­ა­ნუ­ლი დღე­სას­წა­უ­ლის სა­ხე­ლი ეწო­დე­ბა. რა ჰქვია მას?

- (ფიქ­რობს)...

- მი­გა­ნიშ­ნებ: ეს დღე­სას­წა­უ­ლი ქრის­ტი­ა­ნულ­მა სამ­ყა­რომ სულ ახ­ლა­ხან იზე­ი­მა.

- აა, გა­სა­გე­ბია: აღ­დგო­მის კუნ­ძუ­ლი, ხომ?

- მარ­თა­ლი ხარ. XVIII სა­უ­კუ­ნე­ში გერ­მა­ნი­ა­ში უჩ­ვე­უ­ლო ნი­ჭის მქო­ნე ბავ­შვი და­ი­ბა­და, რო­მე­ლიც 4 წლის ასაკ­ში გარ­და­იც­ვა­ლა. შემ­დგომ­ში ამ ბავ­შვის სა­ხე­ლი ნი­ჭი­ე­რე­ბის გან­მსა­ზღვრე­ლი გახ­და. რა ერ­ქვა მას?

- (ფიქ­რობს)...

- დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, სწო­რი პა­სუ­ხი იცით, "ბა­ტო­ნო პრე­ზი­დენ­ტო"...

- თუ ვიცი, მა­შინ ჩა­წე­რეთ, რაც არის!

- ვუნ­დერ­კინ­დი.

- რას ლა­პა­რა­კობ, მარ­თლა?! კი, XVIII სა­უ­კუ­ნის ბო­ლოს იყო ეს (იცი­ნის)... სამ­მა ჭიქა კო­ნი­აკ­მა რა მიყო?!

- სად და­ლი­ეთ?

- ძმა­კაც­თან.

- რამე აღ­ნიშ­ნეთ?

- არა. არა! მიშა ხომ უც­ბად, მო­უ­ლოდ­ნე­ლად გა­დაჰ­კრავს ხოლ­მე (იცი­ნის)!

- ადა­მი­ა­ნის რო­მელ გრძნო­ბას უწო­და შექ­სპირ­მა "მწვა­ნეთ­ვა­ლე­ბა ურჩხუ­ლი" - შურს, ეჭ­ვი­ა­ნო­ბას თუ სიყ­ვა­რულს?

- სიყ­ვა­რუ­ლი არ იყო... უფრო შური მგო­ნია.

- ცდე­ბი. შექ­სპირ­მა "მწვა­ნეთ­ვა­ლე­ბა ურჩხუ­ლი" ეჭ­ვი­ა­ნო­ბას უწო­და. რო­მე­ლი პრო­ფე­სი­ის ადა­მი­ა­ნებს უწო­დებ­დნენ ძვე­ლი ბერ­ძნე­ბი "დრო­ის გა­დამ­ცე­მებს"?

- 2 სა­ვა­რა­უ­დო პა­სუ­ხი მა­ინც მი­თხა­რი.

- კარ­გი: ის­ტო­რი­კო­სებს თუ ას­ტრო­ნო­მებს?

- ის­ტო­რი­კო­სებს.

- მე­ო­რე მსოფ­ლიო ომის დროს, რო­მელ­მა ქარ­თველ­მა მებ­რძოლ­მა და­იმ­სა­ხუ­რა იტა­ლი­ის ეროვ­ნუ­ლი გმი­რის წო­დე­ბა (რეზო თა­ბუ­კაშ­ვილ­მა ამ მოვ­ლე­ნას ფილ­მი - "ალ­პუ­რი ვარ­სკვლა­ვი" მი­უ­ძღვნა)?

- რას ლა­პა­რა­კობ?! მომ­კა­ლი და ყვე­ლა­ფერს "ჯა­რის­კა­ცის მამა" მირ­ჩევ­ნია! ქან­თა­რი­ამ რა­იხსტაგ­ზე დრო­შა რომ აღ­მარ­თა, ვიცი (ფიქ­რობს)... სწო­რი პა­სუ­ხი მი­თხა­რით.

- ფორე მო­სუ­ლიშ­ვი­ლი.

- ხომ შე­იძ­ლე­ბო­და, ასე­თი შე­კი­თხვა და­გეს­ვა: გა­მარ­ჯვე­ბის დრო­შა ვინ აი­ტა­ნა რა­იხსტაგ­ზეო? ქან­თა­რი­ას ხომ ვი­ტყო­დი ახლა! აუუ...

- ვინ არის კომ­პო­ზი­ტო­რი ილია ჭავ­ჭა­ვა­ძის ლექსზე შექ­მნი­ლი სიმ­ღე­რი­სა - "ჩემო კარ­გო ქვე­ყა­ნავ"?

- "ჩემო კარ­გო ქვე­ყა­ნავ, რა­ზედ მო­გი­წყე­ნია!..

აწ­მყო თუ არა გვწყა­ლობს, მო­მა­ვა­ლი ჩვე­ნია"... კომ­პო­ზი­ტო­რის სა­ხე­ლის პირ­ვე­ლი ასო მი­თხა­რი...

- ინი­ცი­ა­ლებს გე­ტყვი: რ. ლ.

- აუ, ვიცი, რაა!.. თქვენ "წა­ჭე­რა­ზე" ხართ! ჩემ­თან და­რეკ­ვა ბევ­რჯერ მო­გი­წევთ!..

- სწო­რი პა­სუ­ხია - რეზო ლა­ღი­ძე. შემ­დე­გი შე­კი­თხვა ასე­თია: მას შე­უძ­ლია, აღაგ­ზნოს ადა­მი­ა­ნის გო­ნე­ბა, რათა ფული გა­მოს­ძა­ლოს. ეს არის სა­ბაზ­რო ეკო­ნო­მი­კის ერთ-ერთი მა­მოძ­რა­ვე­ბე­ლი ძალა. ის გვხვდე­ბა ტე­ლე­ეკ­რან­ზე, ქუ­ჩა­ში, ჟურ­ნალ-გა­ზე­თებ­ში და ა.შ. რას ვგუ­ლის­ხმობ?

- რეკ­ლა­მას. რეკ­ლა­მა ყვე­ლა­ზე "მოძ­რავ" საქ­მეს აკე­თებს.

- რამ­დე­ნი ორ­ნიშ­ნა რი­ცხვი არ­სე­ბობს?

- 100. არა, მო­ი­ცა, ახ­ლა­ვე გე­ტყვი (მსჯე­ლობს, ით­ვლის)... 90?

- დიახ. ერთხელ გო­ე­თეს სახლ-მუ­ზე­უმ­ში დამ­თვა­ლი­ე­რე­ბელს სკა­მი უჩ­ვე­ნეს. იგი მი­ვი­და და დაჯ­და. მუ­ზე­უ­მის მეს­ვე­უ­რებ­მა შე­ახ­სე­ნეს, - ეს გო­ე­თეს სკა­მი­აო. რა უპა­სუ­ხა მათ სტუ­მარ­მა?

- არა უშავს, მოვა და ავ­დგე­ბიო. ეს ამ­ბა­ვი ერთხელ (მგო­ნი - ძმა­კა­ცის­გან) მო­ვის­მი­ნე.

- "ლამ­ბორ­ჯი­ნი", "ფი­ა­ტი", "ბენტლი", "ფერ­ა­რი" - ჩა­მოთ­ვლი­ლი ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბი­დან რო­მე­ლი არ არის იტა­ლი­ა­ში წარ­მო­ე­ბუ­ლი?

- "ბენტლი".

- სად აწარ­მო­ე­ბენ?

- თუ არ ვცდე­ბი, დიდ ბრი­ტა­ნეთ­ში.

- ნა­ყი­ნი სად გა­მო­ი­გო­ნეს?

- სხვა­თა შო­რის, ჩემს დე­დუ­ლეთ­ში, სო­ფელ ნო­სერ­ში ერთი ქარ­ხა­ნაა. თქვენს ჟურ­ნალ­ში ჩა­წე­რეთ, რომ 90-იან წლებ­ში ამ ქარ­ხა­ნა­ში უგემ­რი­ე­ლეს ნა­ყინს ამ­ზა­დებ­დნენ... კარ­გი, სი­მარ­თლე მი­თხა­რით - ნა­ყი­ნი სად გა­მო­ი­გო­ნეს?

- ჩი­ნეთ­ში.

- რო­გორ?! ჩი­ნუ­რი არა­ფე­რი ვარ­გა, კაცო, არც - ნა­ყი­ნი! ეს ჩი­ნე­ლე­ბი ყვე­ლა­ფერს იბ­რა­ლე­ბენ. ჩვე­ნი მშობ­ლე­ბიც ჩი­ნე­ლე­ბი ხომ არ არი­ან (იცი­ნის)?..

- რა ერ­ქვა მე­ფის რუ­სეთ­ში დე­პუ­ტა­ტის გა­სამ­რჯე­ლოს?

- ჯერ ერთი, ოკუ­პან­ტი ქვეყ­ნის შე­სა­ხებ კი­თხვას რომ მის­ვამთ, ეს ჩემ­თვის ძა­ლი­ან მტკივ­ნე­უ­ლია, მაგ­რამ გე­ტყვით (ფიქ­რობს)... არ ვიცი!

- ქარ­თლოს, წო­ნას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი პრობ­ლე­მა თუ გექ­მნე­ბა ხოლ­მე?

- ყო­ველ­თვის იდე­ა­ლურ ფორ­მა­ში ვარ. იდი­ო­ტურ დი­ე­ტებ­საც არ ვი­ცავ!

- "იდი­ო­ტუ­რი დი­ე­ტა" რას ნიშ­ნავს?

- სა­ღა­მოს 6 სა­ა­თის შემ­დეგ საჭ­მელს რომ არ მი­ირ­თმე­ვენ, მა­ნამ­დე კი - "სკდე­ბი­ან"! როცა 3 კი­ლო­თი მო­ვი­მა­ტებ, ვგრძნობ და "სა­გან­გე­ბო მდგო­მა­რე­ო­ბას" ვა­ცხა­დებ! გინ­დათ, "პრე­ზი­დენ­ტის" დი­ე­ტა გა­გან­დოთ? რუხი შოთი და მა­წო­ნი ნე­ბის­მი­ერ დროს მი­ირ­თვით, თუნ­დაც - ღა­მის 3 სა­ათ­ზე!

- ახლა იქ­ნებ, კი­დევ და­ფიქ­რდე და მი­პა­სუ­ხო: რა ერ­ქვა მე­ფის რუ­სეთ­ში დე­პუ­ტა­ტის გა­სამ­რჯე­ლოს?

- დი­ე­ტა (იცი­ნის)?

- დიახ. და­ბო­ლოს, და­ას­რუ­ლე ფრენ­სის ბე­კო­ნის გა­მო­ნათ­ქვა­მი: "ფული კარ­გი მსა­ხუ­რია, მაგ­რამ ცუდი..."

- უფ­რო­სი?

- "...ბა­ტო­ნი".

- მა­ინ­ცდა­მა­ინც კარ­გად ვერ გი­პა­სუ­ხე... ნე­ბის­მი­ერ დროს შე­გიძ­ლი­ათ, "პრე­ზი­დენ­ტთან" სა­ტე­ლე­ფო­ნო ზარი გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლოთ (იცი­ნის)!..

მო­ამ­ზა­და ეთო ყორ­ღა­ნაშ­ვილ­მა

ჟურ­ნა­ლი "გზა"

(გა­მო­დის ხუთ­შა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

ქართლოს ნატროშვილისთვის მტკივნეული შეკითხვა და ჩვენთან განდობილი "პრეზიდენტის" დიეტა

ქართლოს ნატროშვილისთვის მტკივნეული შეკითხვა და ჩვენთან განდობილი "პრეზიდენტის" დიეტა

პროფესიით იურისტი გახლავთ. ამჟამად მაგისტრატურის პირველ კურსზე სწავლობს. "კომედი შოუში" შემთხვევით მოხვდა. პრეზიდენტის ახალ პაროდისტს - ქართლოს ნატროშვილს მიხეილ სააკაშვილის მანერები კარგად აქვს შესწავლილი და "ერუდიტის" შეკითხვებზეც ძირითადად, პრეზიდენტის ხმით მპასუხობდა. როცა სწორი პასუხი არ იცოდა, ისე იქცეოდა, როგორც მისი აზრით, ბატონი მიხეილი იქცევა ხოლმე არასასურველი შეკითხვების მოსმენისას...

პრეამბულის მაგიერ

ქართლოსი გვანცა ადამიას ნათესავი გახლავთ. ამ გოგონას ამბავი თითქმის მთელმა საქართველომ შეიტყო. ის თანაკურსელმა ბიჭმა - ვანო ღონღაძემ უნივერსიტეტის მესამე სართულიდან გადმოაგდო. როგორც ამბობენ, გვანცაზე უიმედოდ შეყვარებული გახლდათ და გვანცასა და ქართლოსის (რომლებიც ნათესავები არიან) ერთად გადაღებული ფოტოს გამო იეჭვიანა... ბუნებრივია, ქართლოსს გოგონას ჯანმრთელობის შესახებ ვკითხე.

ქართლოს ნატროშვილი:

- გვანცა კარგად არის. რამდენიმე დღის წინ პალატაში ვინახულე. ვისაუბრეთ, 5 წლის წინანდელი ამბებიც კი გავიხსენეთ...

- იმ ინციდენტზე რა თქვა?

- ამ თემაზე ჯერჯერობით არ ველაპარაკებით... უკვე შინ გაწერეს. წოლითი რეჟიმი აქვს დანიშნული...

- გვანცას გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ! შენ კი მითხარი, - წიგნების კითხვა გიყვარს?

- ვერ გეტყვი, რომ თავგადაკლული მკითხველი ვარ, მაგრამ ხანდახან ვკითხულობ.

- წიგნის საკითხავად განსაკუთრებული გარემო გჭირდება?

- არა. შუა ბაზარში ვერ წავიკითხავ, მაგრამ სოფელში როცა ჩავდივარ, ოთახში არ "გამოვიმწყვდევი" ხოლმე - წიგნს ეზოში ვკითხულობ. შეიძლება, იქ ძაღლის ყეფაც ისმოდეს, ეს ხელს არ მიშლის.

- რა სახის ლიტერატურა გიტაცებს?

- ნებისმიერ წიგნს დავავლებ ხოლმე ხელს, დეტექტივი იქნება თუ სიყვარულის რომანტიკული ამბავი,

- ყველაფერს ვკითხულობ.

- სკოლაში როგორი მოსწავლე იყავი?

- ვერ ვიტყვი, რომ ფრიადოსანი, ოროსანი ან სტაბილური სამოსანი ვიყავი. უფრო "კარგოსანი" გახლდით. როცა ხუთიანებს მიწერდნენ, "მსუქანი" ხუთიანები იყო (იღიმის)!

- აზარტული ადამიანი ხარ?

- ზომიერად.

- ინტელექტუალური თამაშები თუ გიყვარს?

- არ ვიცი. ამ მხრივ გამოცდილება არ მაქვს. ძირითადად, ასეთი თამაშებისთვის თვალყურის მიდევნებით ვტკბები...

- სერიოზულ ქვეყნებში არსებული სასაცილო კანონების შესახებ თუ გსმენია?

- კი, კი, რაღაცას ყური მოვკარი: კატის ან ქათმის მკვლელობისთვის სასჯელი რომ აქვთ დაწესებული, ხომ? ეს კანონი საქართველოს არ მოერგება! ვიღაცამ ინდაური მოკლას და ამის გამო დავსაჯოთ? კი, ბატონო, მაგრამ მაშინ იმით უნდა დავსაჯოთ, რომ სუფრა იკისროს!..

- თუ იცი, რომელ ქვეყანაში არ შეიძლება ღორისთვის "ნაპოლეონის" დაძახება?

- სადაც უნდა იყოს, მაგ კანონს ვგმობ! ღორს რაც გინდა, ის დაუძახე! ძალიან გთხოვთ, რა: ამ შეკითხვის პასუხი კი არ უნდა ვეძებოთ, არამედ, სადაც ეს კანონი არსებობს, იმ ქვეყანას უნდა ვუთხრათ, რომ ღორს ის დაუძახონ, რაც სურთ! ჩვენთან ღორს გინდა, შალვა დაუძახე, გინდა - მიშა! მაგალითი ჩვენი ქვეყნიდან აიღონ...

- "ბატონო პრეზიდენტო", თქვენი ტაქტიკა გასაგებია: სწორი პასუხი არ გაქვთ და ცდილობთ, არ შეიმჩნიოთ...

- რასაკვირველია! რომელი ქვეყანაა, აბა, მითხარით?.. ისე, ნაპოლეონი საფრანგეთთან ასოცირდება.

- დიახ, სწორი პასუხია - საფრანგეთი. დაასახელე კუნძული წყნარ ოკეანეში, სადაც უცნობი წარმოშობის ქვის გიგანტური სკულპტურებია აღმოჩენილი. ამ კუნძულს ქრისტიანული დღესასწაულის სახელი ეწოდება. რა ჰქვია მას?

- (ფიქრობს)...

- მიგანიშნებ: ეს დღესასწაული ქრისტიანულმა სამყარომ სულ ახლახან იზეიმა.

- აა, გასაგებია: აღდგომის კუნძული, ხომ?

- მართალი ხარ. XVIII საუკუნეში გერმანიაში უჩვეულო ნიჭის მქონე ბავშვი დაიბადა, რომელიც 4 წლის ასაკში გარდაიცვალა. შემდგომში ამ ბავშვის სახელი ნიჭიერების განმსაზღვრელი გახდა. რა ერქვა მას?

- (ფიქრობს)...

- დარწმუნებული ვარ, სწორი პასუხი იცით, "ბატონო პრეზიდენტო"...

- თუ ვიცი, მაშინ ჩაწერეთ, რაც არის!

- ვუნდერკინდი.

- რას ლაპარაკობ, მართლა?! კი, XVIII საუკუნის ბოლოს იყო ეს (იცინის)... სამმა ჭიქა კონიაკმა რა მიყო?!

- სად დალიეთ?

- ძმაკაცთან.

- რამე აღნიშნეთ?

- არა. არა! მიშა ხომ უცბად, მოულოდნელად გადაჰკრავს ხოლმე (იცინის)!

- ადამიანის რომელ გრძნობას უწოდა შექსპირმა "მწვანეთვალება ურჩხული" - შურს, ეჭვიანობას თუ სიყვარულს?

- სიყვარული არ იყო... უფრო შური მგონია.

- ცდები. შექსპირმა "მწვანეთვალება ურჩხული" ეჭვიანობას უწოდა. რომელი პროფესიის ადამიანებს უწოდებდნენ ძველი ბერძნები "დროის გადამცემებს"?

- 2 სავარაუდო პასუხი მაინც მითხარი.

- კარგი: ისტორიკოსებს თუ ასტრონომებს?

- ისტორიკოსებს.

- მეორე მსოფლიო ომის დროს, რომელმა ქართველმა მებრძოლმა დაიმსახურა იტალიის ეროვნული გმირის წოდება (რეზო თაბუკაშვილმა ამ მოვლენას ფილმი - "ალპური ვარსკვლავი" მიუძღვნა)?

- რას ლაპარაკობ?! მომკალი და ყველაფერს "ჯარისკაცის მამა" მირჩევნია! ქანთარიამ რაიხსტაგზე დროშა რომ აღმართა, ვიცი (ფიქრობს)... სწორი პასუხი მითხარით.

- ფორე მოსულიშვილი.

- ხომ შეიძლებოდა, ასეთი შეკითხვა დაგესვა: გამარჯვების დროშა ვინ აიტანა რაიხსტაგზეო? ქანთარიას ხომ ვიტყოდი ახლა! აუუ...

- ვინ არის კომპოზიტორი ილია ჭავჭავაძის ლექსზე შექმნილი სიმღერისა - "ჩემო კარგო ქვეყანავ"?

- "ჩემო კარგო ქვეყანავ, რაზედ მოგიწყენია!..

აწმყო თუ არა გვწყალობს, მომავალი ჩვენია"... კომპოზიტორის სახელის პირველი ასო მითხარი...

- ინიციალებს გეტყვი: რ. ლ.

- აუ, ვიცი, რაა!.. თქვენ "წაჭერაზე" ხართ! ჩემთან დარეკვა ბევრჯერ მოგიწევთ!..

- სწორი პასუხია - რეზო ლაღიძე. შემდეგი შეკითხვა ასეთია: მას შეუძლია, აღაგზნოს ადამიანის გონება, რათა ფული გამოსძალოს. ეს არის საბაზრო ეკონომიკის ერთ-ერთი მამოძრავებელი ძალა. ის გვხვდება ტელეეკრანზე, ქუჩაში, ჟურნალ-გაზეთებში და ა.შ. რას ვგულისხმობ?

- რეკლამას. რეკლამა ყველაზე "მოძრავ" საქმეს აკეთებს.

- რამდენი ორნიშნა რიცხვი არსებობს?

- 100. არა, მოიცა, ახლავე გეტყვი (მსჯელობს, ითვლის)... 90?

- დიახ. ერთხელ გოეთეს სახლ-მუზეუმში დამთვალიერებელს სკამი უჩვენეს. იგი მივიდა და დაჯდა. მუზეუმის მესვეურებმა შეახსენეს, - ეს გოეთეს სკამიაო. რა უპასუხა მათ სტუმარმა?

- არა უშავს, მოვა და ავდგებიო. ეს ამბავი ერთხელ (მგონი - ძმაკაცისგან) მოვისმინე.

- "ლამბორჯინი", "ფიატი", "ბენტლი", "ფერარი" - ჩამოთვლილი ავტომობილებიდან რომელი არ არის იტალიაში წარმოებული?

- "ბენტლი".

- სად აწარმოებენ?

- თუ არ ვცდები, დიდ ბრიტანეთში.

- ნაყინი სად გამოიგონეს?

- სხვათა შორის, ჩემს დედულეთში, სოფელ ნოსერში ერთი ქარხანაა. თქვენს ჟურნალში ჩაწერეთ, რომ 90-იან წლებში ამ ქარხანაში უგემრიელეს ნაყინს ამზადებდნენ... კარგი, სიმართლე მითხარით - ნაყინი სად გამოიგონეს?

- ჩინეთში.

- როგორ?! ჩინური არაფერი ვარგა, კაცო, არც - ნაყინი! ეს ჩინელები ყველაფერს იბრალებენ. ჩვენი მშობლებიც ჩინელები ხომ არ არიან (იცინის)?..

- რა ერქვა მეფის რუსეთში დეპუტატის გასამრჯელოს?

- ჯერ ერთი, ოკუპანტი ქვეყნის შესახებ კითხვას რომ მისვამთ, ეს ჩემთვის ძალიან მტკივნეულია, მაგრამ გეტყვით (ფიქრობს)... არ ვიცი!

- ქართლოს, წონასთან დაკავშირებული პრობლემა თუ გექმნება ხოლმე?

- ყოველთვის იდეალურ ფორმაში ვარ. იდიოტურ დიეტებსაც არ ვიცავ!

- "იდიოტური დიეტა" რას ნიშნავს?

- საღამოს 6 საათის შემდეგ საჭმელს რომ არ მიირთმევენ, მანამდე კი - "სკდებიან"! როცა 3 კილოთი მოვიმატებ, ვგრძნობ და "საგანგებო მდგომარეობას" ვაცხადებ! გინდათ, "პრეზიდენტის" დიეტა გაგანდოთ? რუხი შოთი და მაწონი ნებისმიერ დროს მიირთვით, თუნდაც - ღამის 3 საათზე!

- ახლა იქნებ, კიდევ დაფიქრდე და მიპასუხო: რა ერქვა მეფის რუსეთში დეპუტატის გასამრჯელოს?

- დიეტა (იცინის)?

- დიახ. დაბოლოს, დაასრულე ფრენსის ბეკონის გამონათქვამი: "ფული კარგი მსახურია, მაგრამ ცუდი..."

- უფროსი?

- "...ბატონი".

- მაინცდამაინც კარგად ვერ გიპასუხე... ნებისმიერ დროს შეგიძლიათ, "პრეზიდენტთან" სატელეფონო ზარი განახორციელოთ (იცინის)!..

მოამზადა ეთო ყორღანაშვილმა

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება