თეა წულუკიანი - ორივე ჯგუფს ჰქონდა უფლება, გამოეხატა პროტესტი

თეა წულუკიანი - ორივე ჯგუფს ჰქონდა უფლება, გამოეხატა პროტესტი

საქართველოს იუსტიციის მინისტრი, თეა წულუკიანი იმედოვნებს, რომ საზოგადოების დაპირისპირებული მხარეები უკეთ გაიგებენ, რომ რუსთაველის გამზირზე შეკრებილ ჯგუფებს არსებობის უფლება აქვთ.

ამის შესახებ თეა წულუკიანმა ჟურნალისტებს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციის კომენტირებისას განუცხადა. მისი თქმით, აქციაზე შეკრებილ ორივე ჯგუფს პროტესტისა და აზრის გამოხატვის თანაბარი უფლება აქვს და ეს კონსტიტუციაშიც წერია.

"ორივე ჯგუფს ჰქონდა უფლება გამოეხატა აზრი, პროტესტი, მისაღები თუ მიუღებელი. მთავარი აქ იყო ის, რომ პოლიციამ უკიდურესი დაძაბულობის მიუხედავად მოახერხა მაქსიმალურად, რომ დაპირისპირებულ ჯგუფებს შორის შეტაკება არ მომხდარიყო. ეს იყო დღეს მთავარი მიზანი და ეს მიზანი მიღწეულია, მომავლში კი მე იმედი მაქვს, რომ საზოგადოების დაპირისპირებული მხარეები უკეთ გაიგებენ იმას, რომ ერთ ჯგუფსაც და მეორე ჯგუფსაც აქვს არსებობის უფლება, ერთი ძალიან მარტივი მიზეზის გამო, ერთი და მეორე ჯგუფიც არიან ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები, ადამიანები და ყველანი ვართ ერთი და იმავე საზოგადოების წევრები", - განაცხადა თეა წულუკიანმა.

"ინტერპრესნიუსი"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ