როზარიო დოუსონი - "დედამ მასწავლა, მეამაყა ჩემი სხეულით"

როზარიო დოუსონი - "დედამ მასწავლა, მეამაყა ჩემი სხეულით"

ამერიკელი მსახიობი, მომღერალი და მწერალი როზარიო დოუსონი მაყურებელმა ბოლოს "ტრანსში" იხილა. თუმცა ბევრმა არ იცის, რომ ამ სურათის რეჟისორი დენი ბოილი კარგა ხანს როზარიოს ბოიფრენდიც იყო. წყვილი ახლახან დაშორდა ერთმანეთს და როზარიოს გული ამჟამად თავისუფალია.

მამა-მამობილი

როზარიო დოუსონი 1979 წელს დაიბადა ნიუ-იორკში, მწერლის, პუერტორიკოელებისა და აფრო-კუბელების მემკვიდრე იზაბელ ჩელესტეს ოჯახში. ის რომ დაიბადა, დედამისი სულ რაღაც 17 წლის იყო, მისი ბიოლოგიური მამა პატრიკ ჰარისი კი სულაც არ აპირებდა ურთიერთობების გაოფიციალურებას. ერთ წელიწადში იზაბელი ირლანდიელ კონსტრუქტორ გრეგ დოუსონს გაჰყვა ცოლად, რომელმაც გოგონა იშვილა და მამობა გაუწია. მსახიობმა მოგვიანებით არაერთხელ აღნიშნა, რომ სწორედ ეს კაცი იყო მისთვის ერთადერთი მამა. 1983 წელს მშობლებმა გოგონას უმცროსი ძმაც აჩუქეს.

სულ მალე ოჯახი მანჰეტენში გადაბარგდა, მიტოვებულ შენობაში, სადაც გამუდმებით გასდიოდა მილებს წყალი და სადენები იწვოდა. "თუ გინდათ, უკეთ იცხოვრო, ყველაფერი თქვენს ხელშია", - გამუდმებით უმეორებდნენ მშობლები შვილებს.

ბავშვობაშივე გამოჩნდა როზარიო საბავშვო სერიალის "სეზამის ქუჩის" ეპიზოდში, 15 წლისა კი ფოტოგრაფმა ლარი კლარკმა "აღმოაჩინა", რომელიც გოგონას შთამბეჭდავმა გარეგნობამ შთააგონა და როლი შესთავაზა პროექტში "ბავშვები". ამ სკანდალური ფილმის ეკრანებზე გამოსვლის შემდეგ მსახიობის კარიერა აღმა წავიდა, სხვადასხვა სურათში გამოჩნდა - დაბალბიუჯეტიანი ფილმებიდან ბლოკბასტერებამდე.

"დედამ მასწავლა, მეამაყა ჩემი სხეულით"

1999 წელს ცნობილ მუსიკოს პრინცს შეუერთდა და მათ ერთად შეასრულეს რამდენიმე ჰიტი. ამას ხელი შეუწყო როზარიოს მუსიკალურმა ნიჭმა - მსახიობი შესანიშნავად მღერის.

ამას მოჰყვა ედვარდ ნორტონის საყვარლის როლი სპაიკ ლის დრამაში "25-ე საათი", 2004 წელს კი იმპერატორ ალექსანდრეს მეუღლის როლი ერგო ოლივერ სტოუნის ამავე სახელწოდების ისტორიულ ექშენში. პარალელურად როზარიო თეატრის სცენაზეც გამოდიოდა.

როზარიოს ყველაზე ცნ­ო­ბილ პროექტებს შორის არის "ცოდვების ქალაქი", "სიკვდილის მტკიცებულება" და "ტრანსი". სამივე ფილმში მსახიობი თამამად მონაწილეობს შიშველ სცენებში. ცოტა ხნის წინ კი აღიარა, რომ დედამ ასწავლა საჯაროდ გახდა და ამისთვის მას მადლობა გადაუხადა.

იხილეთ სტატიის სრული ვერსია

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება