სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
მოგზაურობის ხიბლი, შეჯიბრება გარუჯვაში და ქვეყანა, რომელიც "დედამიწურს" არ ჰგავს
მოგზაურობის ხიბლი, შეჯიბრება გარუჯვაში და ქვეყანა, რომელიც "დედამიწურს" არ ჰგავს

"სუ­ხიშ­ვი­ლე­ბის" მო­ცეკ­ვა­ვე თეა დარ­ჩია 27 წე­ლია, დრო­ის უმე­ტეს ნა­წილს მოგ­ზა­უ­რო­ბას უთ­მობს. იმ­დენ ქვე­ყა­ნა­ში ჰქო­ნია კონ­ცერ­ტი, ამ­ბობს, რომ და­მეთ­ვა­ლა, გი­ნე­სის რე­კორდსმე­ნი ვიქ­ნე­ბო­დიო. პირ­ველ მოგ­ზა­უ­რო­ბა­ზე, კუ­რი­ო­ზებ­ზე, სირ­თუ­ლე­ებ­სა და სა­სი­ა­მოვ­ნო მო­გო­ნე­ბებ­ზე თა­ვად გვიყ­ვე­ბა.

- გიყ­ვართ მოგ­ზა­უ­რო­ბა?

- კი, ძა­ლი­ან. წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში, "სუ­ხიშ­ვი­ლე­ბის" ან­სამ­ბლთან ერ­თად მოგ­ზა­უ­რო­ბის გარ­და, "ასა" პრო­ექ­ტში ვი­ყა­ვი ჩარ­თუ­ლი, რო­მე­ლიც ძა­ლი­ან მო­თხოვ­ნა­დი იყო. ხში­რად გვიწ­ვევ­დნენ სა­ზღვარ­გა­რეთ კერ­ძო ღო­ნის­ძი­ე­ბებ­სა და დიდ დღე­სას­წა­უ­ლებ­ზე. მოგ­ზა­უ­რო­ბა ყვე­ლა­ზე კარ­გი სა­შუ­ა­ლე­ბაა სა­კუ­თა­რი თა­ვის შე­მეც­ნე­ბის­თვის - ვინ ხარ, რას წარ­მო­ად­გენ, რა შე­გიძ­ლია... შე­იძ­ლე­ბა მთე­ლი ცხოვ­რე­ბა იმოგ­ზა­უ­რო, მაგ­რამ ვე­რა­ფერ­მა მო­ახ­დი­ნოს შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა, ვე­რა­ფე­რი ის­წავ­ლო ან სა­ერ­თოდ არ მოგ­ზა­უ­რობ­დე და სუ­ლით იყო მოგ­ზა­უ­რი, ყვე­ლა­ფე­რი იცო­დე და გეს­მო­დეს.

- პირ­ვე­ლი მოგ­ზა­უ­რო­ბა რო­გორ გახ­სენ­დე­ბათ?

- ან­სამ­ბლში 15 წლი­სა მი­ვე­დი. აუ­ცი­ლე­ბე­ლი იყო, ერთი წელი სტა­ჟი­ო­რი ყო­ფი­ლი­ყა­ვი და ამის შემ­დეგ გამ­ხდა­რი­ყა­ვი სრულ­ფა­სო­ვა­ნი წევ­რი, თუ ამას ინე­ბებ­დნენ ნინო რა­მიშ­ვი­ლი და თენ­გიზ სუ­ხიშ­ვი­ლი. მა­ნამ, სა­ნამ სტა­ჟი­ო­რი ვი­ყა­ვი, თვე-ნა­ხევ­რის მან­ძილ­ზე ვი­მოგ­ზა­უ­რეთ შუა აზი­ა­ში. ეს ძა­ლი­ან კარ­გი სა­შუ­ა­ლე­ბა იყო იმის­თვის, რომ შევრწყმო­დი დიდი ტრა­დი­ცი­ე­ბის მქო­ნე ან­სამ­ბლს. დიდი გა­მოც­დი­ლე­ბა შე­ვი­ძი­ნე. მა­შინ, როცა სუ­ხიშ­ვი­ლე­ბის სრულ­ფა­სო­ვა­ნი წევ­რი გავ­ხდი, ერთი თვით საფ­რან­გეთ­ში წა­ვე­დი. არას­დროს და­მა­ვი­წყდე­ბა კონ­გრე­სე­ბის სა­სახ­ლე­ში გა­მარ­თუ­ლი კონ­ცერ­ტი. ვი­მოგ­ზა­უ­რეთ ნი­ცა­ში, მონ­ტე-კარ­ლო­ში, მარ­სელ­ში, მო­ნა­კო­სა და კან­ში. იქი­დან ისე­თი ემო­ცი­ე­ბი­თა და შთა­ბეჭ­დი­ლე­ბე­ბით დავ­ბრუნ­დი, ერთი კვი­რა ხმას ვერ ვი­ღებ­დი. დიდი კონ­ტრას­ტი იყო საბ­ჭო­თა სა­ქარ­თვე­ლოს ყო­ფა­სა და საფ­რან­გეთს შო­რის. თუ ელე­მენ­ტა­რუ­ლი სი­ლა­მა­ზის აღ­ქმის უნა­რი მქონ­და, ეს სე­რი­ო­ზულ დეპ­რე­სი­ას გა­მო­იწ­ვევ­და. იქ ვნა­ხე, რას ნიშ­ნავს ცხოვ­რე­ბა, რას ნიშ­ნავს სი­ლა­მა­ზე, რა არის თა­ვი­სუფ­ლე­ბა. ენით აღუ­წე­რე­ლი სით­ბო და სიყ­ვა­რუ­ლი მო­დი­ო­და ან­სამ­ბლის წევ­რე­ბის მი­მართ იქა­უ­რი ემიგ­რან­ტე­ბის­გან. ხში­რად ელ­ჩებს უთ­ქვამთ, - ჩა­მო­დი­ხართ და 2 სა­ათ­ში აკე­თებთ ისეთ საქ­მეს, რა­საც ჩვენ წლო­ბით ვა­კე­თებთ და მა­ინც ბო­ლომ­დე არ გა­მოგ­ვდი­სო. იქ, სა­დაც სი­ტყვე­ბის ნაც­ვლად მხო­ლოდ ცეკ­ვა, პლას­ტი­კა, მუ­სი­კა, ფე­რე­ბი, ემო­ცი­აა ჩა­დე­ბუ­ლი, - დიპ­ლო­მა­ტია, თარ­ჯი­მა­ნი და ა.შ. აღარ არის სა­ჭი­რო. სა­კუ­თა­რი მხრე­ბით ატა­რებ სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხელს. ადა­მი­ა­ნი ხარ და შე­იძ­ლე­ბა ცეკ­ვის ხა­სი­ათ­ზე არ იყო ან ავად გახ­დე. ჩვენ­თვის ადა­მი­ა­ნუ­რი სნე­უ­ლე­ბე­ბი მი­უ­ღე­ბე­ლი იყო. თამ­რი­კო ელი­ო­ზიშ­ვი­ლი, "ქარ­თუ­ლის" ფან­ტას­ტი­კუ­რი მო­ცეკ­ვა­ვე, კუნთგახ­ლე­ჩი­ლი ცეკ­ვავ­და. სამი თვე ისე იცეკ­ვა, ეს ამ­ბა­ვი არა­ვის გა­უ­გია.

- და­გით­ვლი­ათ, რამ­დენ ქვე­ყა­ნა­ში ხართ ნამ­ყო­ფი?

- რომ და­მეთ­ვა­ლა, რამ­დენ ქვე­ყა­ნა­ში ვარ ნამ­ყო­ფი და რამ­დენ ად­გი­ლას მაქვს ნა­ცეკ­ვი, ალ­ბათ გი­ნე­სის რე­კორ­დე­ბის წიგნ­ში მოვ­ხვდე­ბო­დი. 27 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში, მხო­ლოდ ოთხჯერ, ოთხ-ოთხი თვით ვი­ყა­ვი დეკ­რეტ­ში. და­ნარ­ჩე­ნი დრო თით­ქმის სულ მოგ­ზა­უ­რო­ბას ეთ­მო­ბო­და. ჩხო­რო­წყუ­ში ვი­ცეკ­ვებ­დით თუ "ლა სკა­ლა­ში", ზუს­ტად ერ­თნა­ი­რი თავ­გან­წირ­ვით ვმუ­შა­ობ­დით ყველ­გან.

- რო­მელ­მა ქვე­ყა­ნამ მოგ­ხიბ­ლათ ყვე­ლა­ზე მე­ტად?

- ია­პო­ნია სა­ერ­თოდ სხვა სამ­ყა­როა. ავ­სტრა­ლია კი სა­სუ­ფე­ვე­ლია დე­და­მი­წა­ზე. უამ­რა­ვი ოქ­როს­ფე­რი პლა­ჟია, ულა­მა­ზე­სი ბუ­ნე­ბა - ცხო­ვე­ლე­ბით. ძა­ლი­ან მიყ­ვარს ინ­გლი­სი ორ­სარ­თუ­ლი­ა­ნი ავ­ტო­ბუ­სე­ბით, წი­თე­ლი ტე­ლე­ფო­ნის ჯი­ხუ­რე­ბით. თა­ვი­სი ხიბ­ლი აქვს იქა­ურ კლი­მატს. სულ ცრის, უცებ მზე გა­მო­ა­ნა­თებს და მთე­ლი მო­სახ­ლე­ო­ბა ბა­ლახ­ზე წევს და ირუ­ჯე­ბა. შთამ­ბეჭ­და­ვია ამე­რი­კა თა­ვი­სი მას­შტა­ბე­ბით, უკი­დე­გა­ნო სივ­რცე­ე­ბი­თა და კონ­ტრას­ტუ­ლი პე­ი­ზა­ჟე­ბით. აზია ზღაპ­რუ­ლი, იდუ­მა­ლი და მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნია. ახა­ლი ზე­ლან­დია სას­წა­უ­ლია, გე­გო­ნე­ბა, რომ დე­და­მი­წა­ზე არ ხარ.

- ძა­ლი­ან ბევ­რი ოც­ნე­ბობს ია­პო­ნი­ა­ში მოხ­ვედ­რა­ზე. რით გა­მო­არ­ჩევთ ამ ქვე­ყა­ნას?

- 17 წლის ვი­ყა­ვი, სა­ქარ­თვე­ლოს კულ­ტუ­რის დღე­ებ­ზე ია­პო­ნი­ა­სა და ფი­ლი­პი­ნებ­ზე რომ გა­ვემ­გზავ­რეთ. "სუ­ხიშ­ვი­ლე­ბი­დან" ერთი გოგო, ოც ბი­ჭთან ერ­თად ვი­ყა­ვი. ჩვენ­თან ერ­თად იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ რეზო თა­ბუ­კაშ­ვი­ლი, მა­ნა­ნა თო­და­ძე, მაია თო­მა­ძე, გია ფა­რა­დაშ­ვი­ლი... რეზო თა­ბუ­კაშ­ვილს უნ­დო­და ფილ­მის გა­და­ღე­ბა, რო­გორ აკე­თებ­დნენ ფი­ლი­პი­ნებ­ზე ხე­ლით უსის­ხლო ოპე­რა­ცი­ებს. სამ­წუ­ხა­როდ, ამ ფილ­მის და­მონ­ტა­ჟე­ბა არ დას­ცალ­და. ვიცი, რომ მის შვი­ლიშ­ვილს იქ გა­და­ღე­ბუ­ლი მა­სა­ლა შე­ნა­ხუ­ლი აქვს. ვინ­მემ ხელი რომ მოჰ­კი­დოს და და­ა­მუ­შა­ოს, ძა­ლი­ან სე­რი­ო­ზულ ფილ­მს აჩუ­ქებს ქარ­თველ სა­ზო­გა­დო­ე­ბას. პირ­ვე­ლი სას­წა­უ­ლი, რო­მე­ლიც მე შე­ვიგ­რძე­ნი, იყო ის, რომ ტო­კი­ო­ში დი­ლით გავფრინ­დით და დი­ლით ჩავფრინ­დით - მზეს და­ვე­წი­ეთ. ფრე­ნა ათ სა­ათს გაგ­რძელ­და და მთე­ლი ამ დრო­ის გან­მავ­ლო­ბა­ში რეზო თა­ბუ­კაშ­ვი­ლი თა­ვის ამ­ბებს მიყ­ვე­ბო­და. მეტ­სა­ხე­ლი შე­მარ­ქვა - "ჭყინ­ტის" მე­ძახ­და. 10 სა­ა­თი თვა­ლი არ მოგ­ვი­ხუ­ჭავს, მიყ­ვე­ბო­და, რო­გორ უყ­ვარ­და მე­უღ­ლე, რო­გორ გა­იც­ნო, რო­გორ ცხოვ­რობ­დნენ ტკბი­ლად, რო­გორ იღებ­და ფილ­მებს. დღემ­დე ვნა­ნობ, ჩამ­წე­რი რომ არ მქონ­და და ეს ყვე­ლა­ფე­რი არ ჩა­ვი­წე­რე. მიკ­ვირს, რო­გორ არ და­ე­ზა­რა ამ­ხე­ლა ადა­მი­ანს 17 წლის "ლა­წი­რა­კის­თვის" მთე­ლი თა­ვი­სი ცხოვ­რე­ბის მო­ყო­ლა. ტო­კი­ო­ში რომ ჩავფრინ­დით, ძა­ლი­ან მკაც­რად შეგ­ვა­მოწ­მეს, ლა­მის სის­ხლის ანა­ლი­ზე­ბიც კი აგ­ვი­ღეს. ვი­კი­თხე, ია­პო­ნე­ლებს რა­ტომ არ ამოწ­მებთ-მეთ­ქი? მი­თხრეს, - ია­პო­ნე­ლე­ბი ია­პო­ნი­ა­ში და­ნა­შა­ულს არ სჩა­დი­ა­ნო. რო­გო­რი პატ­რი­ო­ტე­ბი არი­ან, რო­გორ უყ­ვართ თა­ვი­სი ქვე­ყა­ნა, წარ­მო­გიდ­გე­ნი­ათ? შემ­შურ­და მათი. ფი­ლი­პი­ნებ­ზე რეზო თა­ბუ­კაშ­ვილ­მა გა­და­ი­ღო, რო­გორ ამო­აჭ­რეს თა­თუ­ზა ყუ­რაშ­ვილს ხე­ლი­დან კვერ­ცხი­სო­დე­ნა ცხიმგრო­ვა. გან­ცვიფ­რე­ბუ­ლი რეზო მიყ­ვე­ბო­და, რომ ახალ­გაზ­რდა ბიჭ­მა, ცხიმგრო­ვის ად­გი­ლი თა­თუ­ზას საჩ­ვე­ნე­ბე­ლი თი­თით გა­უჭ­რა, ბა­ტონ რე­ზოს კი იმ მო­მენ­ტში შო­კის­გან კა­მე­რა გა­უ­თი­შია, თუმ­ცა მისი ოპე­რა­ტო­რი იღებ­და. ექიმ­მა პარკში ჩა­უ­დო ამო­ღე­ბუ­ლი ცხიმგრო­ვა, ხე­ლით­ვე შე­უკ­რა ჭრი­ლო­ბა და პა­ტა­რა რა­ღაც და­აკ­რო. თა­თუ­ზას უკი­თხავს: - ხვალ კონ­ცერ­ტი მაქვს და შევ­ძლებ დაკ­ვრა­სო? - თუ გინ­და, ახ­ლა­ვე და­უ­კა­რიო. ბა­ტონ­მა რე­ზომ მი­თხრა, ფი­ლი­პი­ნებ­ზე ასე­თი სას­წა­უ­ლე­ბი რომ არ­სე­ბობ­და, ვი­ცო­დი, მაგ­რამ ამ შემ­თხვე­ვამ­დე ეჭვი მა­ინც მე­პა­რე­ბო­დაო. მარ­ჯნის ულა­მა­ზე­სი პლა­ჟე­ბი ვნა­ხე. დი­ლით წყა­ლი თუ სა­ცხოვ­რე­ბელ სახ­ლებ­თან იყო მო­სუ­ლი, შუ­ა­დღეს მიქ­ცე­ვა ხდე­ბო­და და პლაჟ­ზე მარ­ჯა­ნი წით­ლად ანა­თებ­და.

- ალ­ბათ უამ­რა­ვი კუ­რი­ო­ზიც გა­დაგხდე­ნი­ათ.

- ფი­ლი­პი­ნებ­ში, მე და მა­ნა­ნა თო­და­ძე, ერთ ნო­მერ­ში ვცხოვ­რობ­დით. ერ­თმა­ნეთს გა­რუ­ჯვა­ში ვე­ჯიბ­რე­ბო­დით. ხორ­ბლის­ფე­რი კანი მაქვს, მა­ნა­ნა კი თოვ­ლი­ვით თეთ­რია. ფი­ლი­პი­ნე­ბი ეკ­ვა­ტორ­ზე მდე­ბა­რე­ობს, მზე პერ­პენ­დი­კუ­ლა­რუ­ლად ეცე­მა და ადა­მი­ა­ნი უც­ბად იწ­ვე­ბა. ამას არ ვაკ­ვირ­დე­ბო­დი, გა­და­რე­უ­ლი ვი­ყა­ვი მზე­სა და წყალ­ზე. გა­რუ­ჯვის დროს მა­ნა­ნამ მი­თხრა, ვერ ვარ კარ­გა­დო. ვთხო­ვე, ნო­მერ­ში ასუ­ლი­ყო და შე­ჯიბ­რე­ბა შე­ე­წყვი­ტა. არ და­მი­ჯე­რა. ორი სა­ა­თის მერე მი­თხრა, ნო­მერ­ში და­ვის­ვე­ნე­ბო. ცოტა ხან­ში მეც ავ­ყე­ვი. ვხე­დავ, ლო­გინ­ში წევს, ბრო­წე­უ­ლი­ვით წი­თე­ლი და კან­კა­ლებს. მე­სა­მე ხა­რის­ხის დამ­წვრო­ბა მი­ი­ღო. კონ­ცერ­ტზე მა­ინც წა­მო­ვი­და, თუმ­ცა სიმ­ღე­რის დროს გული წა­უ­ვი­და. მა­შინ ძა­ლი­ან ვი­ნერ­ვი­უ­ლე. ერთ კუ­რი­ოზ­საც მო­გიყ­ვე­ბით: იცით ალ­ბათ, ზო­გი­ერთ აუზ­ში არის მო­წყო­ბი­ლო­ბე­ბი, სა­ი­და­ნაც წყლის მეშ­ვე­ო­ბით პირ­და­პირ აუზ­ში ვარ­დე­ბი. სად გვქონ­და მა­შინ სა­ქარ­თვე­ლო­ში ასე­თი აუ­ზე­ბი? ვუ­ყუ­რებ­დი, ბავ­შვე­ბი ზოგი თა­ვით, ზო­გიც - ტა­ნით მოს­რი­ა­ლებ­და. ვფიქ­რობ­დი, ამ­ხე­ლა გოგო სად ავი­დე, ხალ­ხი რომ წავა, მერე ჩა­მოვსრი­ალ­დე­ბი-მეთ­ქი. "სას­რი­ა­ლო­ზე" პა­ტა­რა ონ­კა­ნი იყო, რო­მე­ლიც უნდა მო­მეშ­ვა, წყა­ლი წა­მო­ვი­დო­და და აუზ­ში ჩა­მას­რი­ა­ლებ­და. მე ეს არ ვი­ცო­დი და ცხელ, გა­ვარ­ვა­რე­ბულ პლასტმას­ზე ჭრი­ალ-ჭრი­ა­ლით ჩა­მოვსრი­ალ­დი. წყლამ­დე სიმ­წრით ჩა­ვაღ­წიე. მწა­რედ მახ­სენ­დე­ბა, 4 დღე ვე­ღარ ვჯდე­ბო­დი, ყვე­ლა­ფე­რი მტკი­ო­და. ამ­დე­ნი მოგ­ზა­უ­რო­ბის შემ­დეგ მივ­ხვდი, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ზე მა­გა­რი ქვე­ყა­ნა არ არ­სე­ბობს. ქარ­თვე­ლებ­ზე კარ­გი ხალ­ხი და ჩვენ­ზე მად­ლი­ა­ნი მიწა არ არ­სე­ბობს. ის, რაც სხვა­გან გან­გაც­ვიფ­რებს და აღ­გაფრ­თო­ვა­ნებს, შე­გიძ­ლია აქაც შექ­მნა. უამ­რა­ვი შან­სი მქონ­და, სხვა ქვე­ყა­ნა­ში დავ­რჩე­ნი­ლი­ყა­ვი და ძა­ლი­ან კარ­გად მე­ცხოვ­რა. მად­ლო­ბა ღმერ­თს, გო­ნე­ბა გა­მი­ნათ­და და ასე­თი არ­ჩე­ვა­ნი არ გა­ვა­კე­თე.

- სა­ჩუქ­რე­ბი ჩა­მო­გაქვთ ხოლ­მე?

- შო­პინგსა და სა­ჩუქ­რე­ბის ჩა­მო­ტა­ნა­ზე ვგიჟ­დე­ბი. სია მი­მაქვს ჩა­მო­წე­რი­ლი, სა­ზღვარ­გა­რე­თი­დან ვის რა უნდა ჩა­მო­ვუ­ტა­ნო. ბევ­რი სი­ა­მოვ­ნე­ბა მო­მიკ­ლია იმის­თვის, რომ სა­ჩუქ­რე­ბი მე­ყი­და და გა­მე­ხა­რე­ბი­ნა ისი­ნი, ვინც აქ მე­ლოდ­ნენ.

- მე­უღ­ლე რო­გორ ეგუ­ე­ბო­და თქვენს "ჩე­მოდ­ნებ­ზე ცხოვ­რე­ბას"?

- ჩემი მე­უღ­ლე მო­ცეკ­ვა­ვეა. წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ერ­თად ვმოგ­ზა­უ­რობ­დით. შემ­დეგ ჯან­მრთე­ლო­ბის პრობ­ლე­მე­ბი შე­ექ­მნა და ცეკ­ვა ვე­ღარ გა­აგ­რძე­ლა. სიყ­ვა­რუ­ლი იცით, რა არის? როცა შენს ხარ­ჯზე აკე­თებ იმას, რაც შენს საყ­ვა­რელ ადა­მი­ანს ბედ­ნი­ე­რე­ბის­თვის სჭირ­დე­ბა. ჩემ­მა მე­უღ­ლემ სწო­რედ ეს გა­ა­კე­თა. ეს ად­ვი­ლი არ ყო­ფი­ლა ჩემ­თვის, ჩემი მე­უღ­ლი­სა და შვი­ლე­ბის­თვის. უფ­რო­სი ქა­ლიშ­ვი­ლი, მა­რი­ა­მი მე­უბ­ნე­ბო­და, არას­დროს ჩემს შვი­ლებს იმ ტკი­ვილს არ მი­ვა­ყე­ნებ, რაც შენ მო­მა­ყე­ნე გა­ნუ­წყვე­ტე­ლი მოგ­ზა­უ­რო­ბე­ბით, მთე­ლი ცხოვ­რე­ბა მე­ნატ­რე­ბო­დიო. ხე­ლოვ­ნე­ბა მსხვერ­პლს მო­ი­თხოვს. სხვა­ნა­ი­რად ვერ მო­ვიქ­ცე­ო­დი. ჩემი შვი­ლი "სუ­ხიშ­ვი­ლებ­ში" ცეკ­ვავს. ცოტა ხნის წინ მი­თხრა, - ადრე თუ შენი არ მეს­მო­და, ახლა ყვე­ლა­ფერს ვხვდე­ბიო. მად­ლო­ბა ღმერ­თს, რომ ჩემი ოჯა­ხი შე­ნარ­ჩუნ­და, გა­ი­ზარ­და და გაძ­ლი­ერ­და.

ჟანა გო­გი­ნაშ­ვი­ლი

ჟურ­ნა­ლი "გზა"

(გა­მო­დის ხუთ­შა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

მოგზაურობის ხიბლი, შეჯიბრება გარუჯვაში და ქვეყანა, რომელიც "დედამიწურს" არ ჰგავს

მოგზაურობის ხიბლი, შეჯიბრება გარუჯვაში და ქვეყანა, რომელიც "დედამიწურს" არ ჰგავს

"სუხიშვილების" მოცეკვავე თეა დარჩია 27 წელია, დროის უმეტეს ნაწილს მოგზაურობას უთმობს. იმდენ ქვეყანაში ჰქონია კონცერტი, ამბობს, რომ დამეთვალა, გინესის რეკორდსმენი ვიქნებოდიო. პირველ მოგზაურობაზე, კურიოზებზე, სირთულეებსა და სასიამოვნო მოგონებებზე თავად გვიყვება.

- გიყვართ მოგზაურობა?

- კი, ძალიან. წლების განმავლობაში, "სუხიშვილების" ანსამბლთან ერთად მოგზაურობის გარდა, "ასა" პროექტში ვიყავი ჩართული, რომელიც ძალიან მოთხოვნადი იყო. ხშირად გვიწვევდნენ საზღვარგარეთ კერძო ღონისძიებებსა და დიდ დღესასწაულებზე. მოგზაურობა ყველაზე კარგი საშუალებაა საკუთარი თავის შემეცნებისთვის - ვინ ხარ, რას წარმოადგენ, რა შეგიძლია... შეიძლება მთელი ცხოვრება იმოგზაურო, მაგრამ ვერაფერმა მოახდინოს შთაბეჭდილება, ვერაფერი ისწავლო ან საერთოდ არ მოგზაურობდე და სულით იყო მოგზაური, ყველაფერი იცოდე და გესმოდეს.

- პირველი მოგზაურობა როგორ გახსენდებათ?

- ანსამბლში 15 წლისა მივედი. აუცილებელი იყო, ერთი წელი სტაჟიორი ყოფილიყავი და ამის შემდეგ გამხდარიყავი სრულფასოვანი წევრი, თუ ამას ინებებდნენ ნინო რამიშვილი და თენგიზ სუხიშვილი. მანამ, სანამ სტაჟიორი ვიყავი, თვე-ნახევრის მანძილზე ვიმოგზაურეთ შუა აზიაში. ეს ძალიან კარგი საშუალება იყო იმისთვის, რომ შევრწყმოდი დიდი ტრადიციების მქონე ანსამბლს. დიდი გამოცდილება შევიძინე. მაშინ, როცა სუხიშვილების სრულფასოვანი წევრი გავხდი, ერთი თვით საფრანგეთში წავედი. არასდროს დამავიწყდება კონგრესების სასახლეში გამართული კონცერტი. ვიმოგზაურეთ ნიცაში, მონტე-კარლოში, მარსელში, მონაკოსა და კანში. იქიდან ისეთი ემოციებითა და შთაბეჭდილებებით დავბრუნდი, ერთი კვირა ხმას ვერ ვიღებდი. დიდი კონტრასტი იყო საბჭოთა საქართველოს ყოფასა და საფრანგეთს შორის. თუ ელემენტარული სილამაზის აღქმის უნარი მქონდა, ეს სერიოზულ დეპრესიას გამოიწვევდა. იქ ვნახე, რას ნიშნავს ცხოვრება, რას ნიშნავს სილამაზე, რა არის თავისუფლება. ენით აღუწერელი სითბო და სიყვარული მოდიოდა ანსამბლის წევრების მიმართ იქაური ემიგრანტებისგან. ხშირად ელჩებს უთქვამთ, - ჩამოდიხართ და 2 საათში აკეთებთ ისეთ საქმეს, რასაც ჩვენ წლობით ვაკეთებთ და მაინც ბოლომდე არ გამოგვდისო. იქ, სადაც სიტყვების ნაცვლად მხოლოდ ცეკვა, პლასტიკა, მუსიკა, ფერები, ემოციაა ჩადებული, - დიპლომატია, თარჯიმანი და ა.შ. აღარ არის საჭირო. საკუთარი მხრებით ატარებ საქართველოს სახელს. ადამიანი ხარ და შეიძლება ცეკვის ხასიათზე არ იყო ან ავად გახდე. ჩვენთვის ადამიანური სნეულებები მიუღებელი იყო. თამრიკო ელიოზიშვილი, "ქართულის" ფანტასტიკური მოცეკვავე, კუნთგახლეჩილი ცეკვავდა. სამი თვე ისე იცეკვა, ეს ამბავი არავის გაუგია.

- დაგითვლიათ, რამდენ ქვეყანაში ხართ ნამყოფი?

- რომ დამეთვალა, რამდენ ქვეყანაში ვარ ნამყოფი და რამდენ ადგილას მაქვს ნაცეკვი, ალბათ გინესის რეკორდების წიგნში მოვხვდებოდი. 27 წლის განმავლობაში, მხოლოდ ოთხჯერ, ოთხ-ოთხი თვით ვიყავი დეკრეტში. დანარჩენი დრო თითქმის სულ მოგზაურობას ეთმობოდა. ჩხოროწყუში ვიცეკვებდით თუ "ლა სკალაში", ზუსტად ერთნაირი თავგანწირვით ვმუშაობდით ყველგან.

- რომელმა ქვეყანამ მოგხიბლათ ყველაზე მეტად?

- იაპონია საერთოდ სხვა სამყაროა. ავსტრალია კი სასუფეველია დედამიწაზე. უამრავი ოქროსფერი პლაჟია, ულამაზესი ბუნება - ცხოველებით. ძალიან მიყვარს ინგლისი ორსართულიანი ავტობუსებით, წითელი ტელეფონის ჯიხურებით. თავისი ხიბლი აქვს იქაურ კლიმატს. სულ ცრის, უცებ მზე გამოანათებს და მთელი მოსახლეობა ბალახზე წევს და ირუჯება. შთამბეჭდავია ამერიკა თავისი მასშტაბებით, უკიდეგანო სივრცეებითა და კონტრასტული პეიზაჟებით. აზია ზღაპრული, იდუმალი და მრავალფეროვანია. ახალი ზელანდია სასწაულია, გეგონება, რომ დედამიწაზე არ ხარ.

- ძალიან ბევრი ოცნებობს იაპონიაში მოხვედრაზე. რით გამოარჩევთ ამ ქვეყანას?

- 17 წლის ვიყავი, საქართველოს კულტურის დღეებზე იაპონიასა და ფილიპინებზე რომ გავემგზავრეთ. "სუხიშვილებიდან" ერთი გოგო, ოც ბიჭთან ერთად ვიყავი. ჩვენთან ერთად იმყოფებოდნენ რეზო თაბუკაშვილი, მანანა თოდაძე, მაია თომაძე, გია ფარადაშვილი... რეზო თაბუკაშვილს უნდოდა ფილმის გადაღება, როგორ აკეთებდნენ ფილიპინებზე ხელით უსისხლო ოპერაციებს. სამწუხაროდ, ამ ფილმის დამონტაჟება არ დასცალდა. ვიცი, რომ მის შვილიშვილს იქ გადაღებული მასალა შენახული აქვს. ვინმემ ხელი რომ მოჰკიდოს და დაამუშაოს, ძალიან სერიოზულ ფილმს აჩუქებს ქართველ საზოგადოებას. პირველი სასწაული, რომელიც მე შევიგრძენი, იყო ის, რომ ტოკიოში დილით გავფრინდით და დილით ჩავფრინდით - მზეს დავეწიეთ. ფრენა ათ საათს გაგრძელდა და მთელი ამ დროის განმავლობაში რეზო თაბუკაშვილი თავის ამბებს მიყვებოდა. მეტსახელი შემარქვა - "ჭყინტის" მეძახდა. 10 საათი თვალი არ მოგვიხუჭავს, მიყვებოდა, როგორ უყვარდა მეუღლე, როგორ გაიცნო, როგორ ცხოვრობდნენ ტკბილად, როგორ იღებდა ფილმებს. დღემდე ვნანობ, ჩამწერი რომ არ მქონდა და ეს ყველაფერი არ ჩავიწერე. მიკვირს, როგორ არ დაეზარა ამხელა ადამიანს 17 წლის "ლაწირაკისთვის" მთელი თავისი ცხოვრების მოყოლა. ტოკიოში რომ ჩავფრინდით, ძალიან მკაცრად შეგვამოწმეს, ლამის სისხლის ანალიზებიც კი აგვიღეს. ვიკითხე, იაპონელებს რატომ არ ამოწმებთ-მეთქი? მითხრეს, - იაპონელები იაპონიაში დანაშაულს არ სჩადიანო. როგორი პატრიოტები არიან, როგორ უყვართ თავისი ქვეყანა, წარმოგიდგენიათ? შემშურდა მათი. ფილიპინებზე რეზო თაბუკაშვილმა გადაიღო, როგორ ამოაჭრეს თათუზა ყურაშვილს ხელიდან კვერცხისოდენა ცხიმგროვა. განცვიფრებული რეზო მიყვებოდა, რომ ახალგაზრდა ბიჭმა, ცხიმგროვის ადგილი თათუზას საჩვენებელი თითით გაუჭრა, ბატონ რეზოს კი იმ მომენტში შოკისგან კამერა გაუთიშია, თუმცა მისი ოპერატორი იღებდა. ექიმმა პარკში ჩაუდო ამოღებული ცხიმგროვა, ხელითვე შეუკრა ჭრილობა და პატარა რაღაც დააკრო. თათუზას უკითხავს: - ხვალ კონცერტი მაქვს და შევძლებ დაკვრასო? - თუ გინდა, ახლავე დაუკარიო. ბატონმა რეზომ მითხრა, ფილიპინებზე ასეთი სასწაულები რომ არსებობდა, ვიცოდი, მაგრამ ამ შემთხვევამდე ეჭვი მაინც მეპარებოდაო. მარჯნის ულამაზესი პლაჟები ვნახე. დილით წყალი თუ საცხოვრებელ სახლებთან იყო მოსული, შუადღეს მიქცევა ხდებოდა და პლაჟზე მარჯანი წითლად ანათებდა.

- ალბათ უამრავი კურიოზიც გადაგხდენიათ.

- ფილიპინებში, მე და მანანა თოდაძე, ერთ ნომერში ვცხოვრობდით. ერთმანეთს გარუჯვაში ვეჯიბრებოდით. ხორბლისფერი კანი მაქვს, მანანა კი თოვლივით თეთრია. ფილიპინები ეკვატორზე მდებარეობს, მზე პერპენდიკულარულად ეცემა და ადამიანი უცბად იწვება. ამას არ ვაკვირდებოდი, გადარეული ვიყავი მზესა და წყალზე. გარუჯვის დროს მანანამ მითხრა, ვერ ვარ კარგადო. ვთხოვე, ნომერში ასულიყო და შეჯიბრება შეეწყვიტა. არ დამიჯერა. ორი საათის მერე მითხრა, ნომერში დავისვენებო. ცოტა ხანში მეც ავყევი. ვხედავ, ლოგინში წევს, ბროწეულივით წითელი და კანკალებს. მესამე ხარისხის დამწვრობა მიიღო. კონცერტზე მაინც წამოვიდა, თუმცა სიმღერის დროს გული წაუვიდა. მაშინ ძალიან ვინერვიულე. ერთ კურიოზსაც მოგიყვებით: იცით ალბათ, ზოგიერთ აუზში არის მოწყობილობები, საიდანაც წყლის მეშვეობით პირდაპირ აუზში ვარდები. სად გვქონდა მაშინ საქართველოში ასეთი აუზები? ვუყურებდი, ბავშვები ზოგი თავით, ზოგიც - ტანით მოსრიალებდა. ვფიქრობდი, ამხელა გოგო სად ავიდე, ხალხი რომ წავა, მერე ჩამოვსრიალდები-მეთქი. "სასრიალოზე" პატარა ონკანი იყო, რომელიც უნდა მომეშვა, წყალი წამოვიდოდა და აუზში ჩამასრიალებდა. მე ეს არ ვიცოდი და ცხელ, გავარვარებულ პლასტმასზე ჭრიალ-ჭრიალით ჩამოვსრიალდი. წყლამდე სიმწრით ჩავაღწიე. მწარედ მახსენდება, 4 დღე ვეღარ ვჯდებოდი, ყველაფერი მტკიოდა. ამდენი მოგზაურობის შემდეგ მივხვდი, რომ საქართველოზე მაგარი ქვეყანა არ არსებობს. ქართველებზე კარგი ხალხი და ჩვენზე მადლიანი მიწა არ არსებობს. ის, რაც სხვაგან განგაცვიფრებს და აღგაფრთოვანებს, შეგიძლია აქაც შექმნა. უამრავი შანსი მქონდა, სხვა ქვეყანაში დავრჩენილიყავი და ძალიან კარგად მეცხოვრა. მადლობა ღმერთს, გონება გამინათდა და ასეთი არჩევანი არ გავაკეთე.

- საჩუქრები ჩამოგაქვთ ხოლმე?

- შოპინგსა და საჩუქრების ჩამოტანაზე ვგიჟდები. სია მიმაქვს ჩამოწერილი, საზღვარგარეთიდან ვის რა უნდა ჩამოვუტანო. ბევრი სიამოვნება მომიკლია იმისთვის, რომ საჩუქრები მეყიდა და გამეხარებინა ისინი, ვინც აქ მელოდნენ.

- მეუღლე როგორ ეგუებოდა თქვენს "ჩემოდნებზე ცხოვრებას"?

- ჩემი მეუღლე მოცეკვავეა. წლების განმავლობაში ერთად ვმოგზაურობდით. შემდეგ ჯანმრთელობის პრობლემები შეექმნა და ცეკვა ვეღარ გააგრძელა. სიყვარული იცით, რა არის? როცა შენს ხარჯზე აკეთებ იმას, რაც შენს საყვარელ ადამიანს ბედნიერებისთვის სჭირდება. ჩემმა მეუღლემ სწორედ ეს გააკეთა. ეს ადვილი არ ყოფილა ჩემთვის, ჩემი მეუღლისა და შვილებისთვის. უფროსი ქალიშვილი, მარიამი მეუბნებოდა, არასდროს ჩემს შვილებს იმ ტკივილს არ მივაყენებ, რაც შენ მომაყენე განუწყვეტელი მოგზაურობებით, მთელი ცხოვრება მენატრებოდიო. ხელოვნება მსხვერპლს მოითხოვს. სხვანაირად ვერ მოვიქცეოდი. ჩემი შვილი "სუხიშვილებში" ცეკვავს. ცოტა ხნის წინ მითხრა, - ადრე თუ შენი არ მესმოდა, ახლა ყველაფერს ვხვდებიო. მადლობა ღმერთს, რომ ჩემი ოჯახი შენარჩუნდა, გაიზარდა და გაძლიერდა.

ჟანა გოგინაშვილი

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

"დარწმუნებული ვარ, ბევრს არ მოგეწონებათ, თუმცა მე ძალიან მომწონს!" - მსახიობი ანი ბებია ულამაზეს ფოტოებს აქვეყნებს

“ბნელი 90-იანების დროს მე გავხდი ძალადობის მსხვერპლი" - ლელა წურწუმია

"პატიება უნდა ვიცოდეთ, ხალხო... მეგობრები არიან, უყვართ საქართველო და ქართველები" - რას ამბობს იმ ქალის დედა, რომელმაც პოზნერს საქართველოში უმასპინძლა