ამერიკელი კანონმდებლები პრინტერზე დაბეჭდილმა პისტოლეტებმა შეაშინა

ამერიკელი კანონმდებლები პრინტერზე დაბეჭდილმა პისტოლეტებმა შეაშინა

კოდი უილსონის მიერ 3D პრინტერზე დაბეჭდილმა პისტოლეტმა ამერიკელი კანონმდებლები საგონებელში ჩააგდო. პალსტმასის Liberator-ის დამზადების სიმარტივემ და მისი მეტალო-დეტექტორებით აღმოჩენის შეუძლებლობამ, კონგრესმენების მკაცრი რეაქცია გამოიწვია. მათი თქმით, თავისი არსებობით, ამგვარი პისტოლეტი ცეცხლსასროლი იარაღის შესახებ 1988 წელს მიღებულ კანონს ეწინააღმდეგება.

3D პრინტერებზე იარაღის დამზადება ამერიკაში გასული წლის აგვისტოში დაიწყეს. პროფესიით იურისტი კოდი უილსონი რამდენიმე მეგობართან ერთად ცეცხლსასროლი იარაღის 3D პრინტერებზე დაბეჭდვას შეეცადა. წარმატების შემთხვევაში, ხელმისაწვდომობის მიზნით, უილსონი შესაბამისი ნახაზების ინტერნეტში განთავსებას აპირებდა.

ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში უილსონისა და მისი მეგობრების საქმიანობის შესახებ არაფერი იცოდნენ. სანამ მიმდინარე წლის 1 მაისს სამყაროს 3D პრინტერზე დაბეჭდილი პისტოლეტი Liberator არ მოევლინა. პლასტმასის პისტოლეტი 9x17 მმ-ის კალიბრის ვაზნას იყენებს.

16 დეტალისგან შემდგარ პისტოლეტს მხოლოდ ერთი მეტალის დეტალი - ლურსმნისგან დამზადებული ნემსა აქვს. მსგავსი პისტოლეტის დამზადება პლასტმასზე მომუშავე ნებისმიერ 3D პრინტერზე შეიძლება. მისი ლულა 10-11 გასროლაზეა გათვლილი, რის შემდეგაც შეცვლას საჭიროებს. ყოველი გასროლის შემდეგ პისტოლეტის ხელახალი დატენვაა საჭირო.

Liberator-ის შექმნის შემდეგ, უილსონმა კანონმდებლებს 1988 წელს მიღებული აქტის გადახედვისკენ მოუწოდა. ეს დოკუმენტი კრძალავს ისეთი ცეცხლსასროლი იარაღის ყიდვა-გაყიდვას და წარმოებას, რომლის აღმოჩენაც შეუძლებელია მეტალო-დეტექტორებითა და აეროპორტებში არსებული რენტგენო-სკანერებით. ისრაელის ხელისუფლების აზრით, 3D პრინტერებზე დამზადებული პლასტმასის პისტოლეტების მასიური გავრცელების შემთხვევაში, ქვეყანაში არსებული უსაფრთხოების ზომები და იარაღთან დაკავშირებული პრაქტიკულად ყველა კანონი გამოუსადეგარი გახდება.

2013 წლის 8 მაისს იარაღით ვაჭრობის კონტროლის სამმართველომ უოლსონს ინტერნეტში განთავსებული პისტოლეტის ნახაზების წაშლა მოსთხოვა. თუმცა იქამდე გამომგონებელმა თავის მიზანს მიაღწია. ინტერნეტში დადებული ნახაზები და 3D მოდელები ასობით მომხმარებელმა ნახა. 11 მაისს უოლსონის ნახაზებით 3D პრინტერზე დაბეჭდილი პისტოლეტით "შეიარაღებული" ბრიტანული გაზეთ Mail On Sunday-ის კორესპონდენტებმა პიკის საათისას ლონდონიდან პარიზში მატარებელით იმგზავრეს. არც გამგზავრების და არც ჩასვლის წერტილებში, უსაფრთოების სამსახურმა იარაღი ვერ დააფიქსირა. პისტოლეტის დაბეჭდვა-აწყობას ბრიტანელებმა 36 საათი მოანდომეს.

ამერიკელი კანონმდებლების შიში გაზვიადებულია. 3D პრინტერები ძალიან ძვირი ღირს. რაც მათ გავრცელებას ზღუდავს. თუმცა ამავდროულად, თანამედროვე ტექნოლოგიების სწრაფი განვითარება უახლოეს პერიოდში ალბათ ამ ტექნოლოგიებსაც ხელმისაწვდომს გახდის.

მოამზადა ნუკრი მგელაძემ lenta.ru-ის მიხევით.

"ტელეფონი დავამტვრიე, ჩემები რომ დამირეკავდნენ, რუსს არ ეთქვა: აქ ბევრი მკვდარია, თქვენ რომელი გინდათო..." - შინდისის ბრძოლას გადარჩენილის ნაამბობი

83 წლის მამაკაცი, რომელიც კახეთში პოლიციელებს თავს დაესხა, გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა

"დღეს გულისამაჩუყებელი ამანათი მივიღეთ..." - უცნობი ამერიკელი ჯარისკაცის წერილი ავღანეთში დაღუპულ ქართველ მებრძოლზე