სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
"ვანო მისმა მოადგილე ჯანაშვილმა მოატყუა"
"ვანო მისმა მოადგილე ჯანაშვილმა მოატყუა"

"მათე მო­ტორ­სის" დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი და ხელ­მძღვა­ნე­ლი გელა ბარ­კა­ლა­ია იმ პრი­ვი­ლე­გი­რე­ბულ ადა­მი­ან­თა რი­ცხვში იყო, რო­მელ­საც ბიზ­ნე­სის წარ­მო­ე­ბის­თვის ყვე­ლა გზა ხსნი­ლი ჰქონ­და. ისიც ამა­ყობ­და ნა­ცი­ო­ნა­ლებ­თან მე­გობ­რო­ბით, მარ­შალ გე­ლო­ვა­ნის გამ­ზირ­ზე, სა­კუ­თარ ოფის­თან, ყვა­ვი­ლე­ბით ხუ­თი­ა­ნიც კი ამო­ატ­ვიფვ­რი­ნა. ერთ დღეს მისი და ძვე­ლი მე­გობ­რე­ბის გზე­ბი გა­ი­ყა­რა. ბარ­კა­ლა­ია და­ა­კა­ვეს და სო­ლი­დუ­რი თან­ხა გა­და­ახ­დე­ვი­ნეს.

გელა ბარ­კა­ლა­ია: - უცხო­ე­თი­დან სა­ხელ­მწი­ფო სტრუქ­ტუ­რე­ბის­თვის ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბი შე­მოგ­ვყავ­და, სა­ქარ­თვე­ლოს მთელ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე გვქონ­და ფი­ლი­ა­ლე­ბი და ბიზ­ნე­სი გა­მარ­თუ­ლი იყო. სა­ხელ­მწი­ფო მან­ქა­ნე­ბის 99%-ის შე­კე­თე­ბაც ჩემს ფირ­მა­ში ხდე­ბო­და. არც ვანო მე­რა­ბიშ­ვილ­სა და არც ერთ პო­ლი­ცი­ელს არა­სო­დეს უთ­ქვამს, სა­ბუ­რავს უფა­სოდ წა­ვი­ღებ, ან მან­ქა­ნა უფა­სოდ გა­მი­რე­ცხეო. 5 000-მდე მან­ქა­ნას ვემ­სა­ხუ­რე­ბო­დი, აქე­დან 50% "პი­კა­პის" ტი­პის მან­ქა­ნე­ბი იყო, რი­თაც სპეც­რაზ­მი გა­და­ად­გილ­დე­ბო­და.

6 წელი გრძელ­დე­ბო­და ასე. 2009 წელს კი სა­გა­და­სა­ხა­დო ისე შე­მო­ვი­და, თით­ქოს ბინ ლა­დენ­თან ვყო­ფი­ლი­ყა­ვით შეკ­რუ­ლე­ბი.

- არ წახ­ვე­დით მე­გო­ბარ მი­ნის­ტრთან სი­ტუ­ა­ცი­ის გა­სარ­კვე­ვად?

- ვა­ნოს მო­ად­გი­ლეს­თან, შალ­ვა ჯა­ნაშ­ვილ­თან მი­ვე­დი და ვუ­თხა­რი, გა­მა­გე­ბი­ნე, რა ხდე­ბა-მეთ­ქი. დამ­პირ­და, გა­ვარ­კვე­ვო. მე­სა­მე შეხ­ვედ­რა­ზე გა­მო­მი­ცხა­და, ჩემ­თან არ მოხ­ვი­დეო. ამ და­ვა­ში 500 000-ლა­რი­ა­ნი ჯა­რი­მა გა­მო­მი­წე­რეს, მერე კი­დევ და­ა­მა­ტეს და 800 000-მდე ავი­და. სი­ტუ­ა­ცი­ის გა­სარ­კვე­ვად ფი­ნანსთა მი­ნის­ტრ კახა ბა­ინ­დუ­რაშ­ვილ­თან მი­ვე­დი, მი­თხრა, წე­სი­ე­რად გე­მუ­შა­ვაო. არა­და, ამ ფაქ­ტამ­დე ერთი კვი­რით ადრე მი­თხრა, შენ­ნა­ი­რი გა­დამ­ხდე­ლი არ მყავ­სო. ამ სა­უ­ბარს მოჰ­ყვა მას­თან და­პი­რის­პი­რე­ბა და თან­ხაც მი­ლი­ო­ნამ­დე ავი­და. არ გა­და­ვი­ხა­დე. ბა­ინ­დუ­რაშ­ვი­ლის ხალ­ხი მე­უბ­ნე­ბო­და, ხმა­უ­რი არ ატე­ხო და ისე მო­გიგ­ვა­რებთ ყვე­ლა­ფერს, ოღონდ ვა­ნომ და ადე­იშ­ვილ­მა არ გა­ი­გო­ნო. მე­ხუ­თე დღეს მო­ვი­და მათი წარ­მო­მად­გე­ნე­ლი და მი­თხრა, ყვე­ლა­ფე­რი მოგ­ვა­რე­ბუ­ლია და სა­ხელ­მწი­ფოს მხო­ლოდ ერთი ცალი "ნი­სან კაშ­კაი" სა­ჩუქ­რად გა­და­ე­ციო (60 000 ლა­რის ღი­რე­ბუ­ლე­ბის). ჩემი წარ­მო­მად­გე­ნე­ლი გა­ვუშ­ვი რუს­თავ­ში მან­ქა­ნის გა­და­სა­ფორ­მებ­ლად, თურ­მე მთე­ლი გე­ნინ­სპექ­ცია იქ დახ­ვდა. უთხრეს, ამ დო­კუ­მენტს მო­ა­წე­რე ხე­ლიო, ისიც ადგა და მო­ა­წე­რა, ბე­ჭე­დიც და­არ­ტყა. მოკ­ლედ, მო­ტყუ­ე­ბით მო­ა­წე­რი­ნეს ხელი. აღ­მოჩ­ნდა, რომ ამ დო­კუ­მენ­ტით მან­ქა­ნა კერ­ძო პირს, ფი­ნან­სუ­რის ერთ-ერთ თა­ნამ­შრო­მელს ვი­თომ აჩუ­ქა

იხი­ლეთ ინ­ტერ­ვი­უს სრუ­ლი ვერ­სია

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

"ვანო მისმა მოადგილე ჯანაშვილმა მოატყუა"

"ვანო მისმა მოადგილე ჯანაშვილმა მოატყუა"

"მათე მოტორსის" დამფუძნებელი და ხელმძღვანელი გელა ბარკალაია იმ პრივილეგირებულ ადამიანთა რიცხვში იყო, რომელსაც ბიზნესის წარმოებისთვის ყველა გზა ხსნილი ჰქონდა. ისიც ამაყობდა ნაციონალებთან მეგობრობით, მარშალ გელოვანის გამზირზე, საკუთარ ოფისთან, ყვავილებით ხუთიანიც კი ამოატვიფვრინა. ერთ დღეს მისი და ძველი მეგობრების გზები გაიყარა. ბარკალაია დააკავეს და სოლიდური თანხა გადაახდევინეს.

გელა ბარკალაია: - უცხოეთიდან სახელმწიფო სტრუქტურებისთვის ავტომობილები შემოგვყავდა, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე გვქონდა ფილიალები და ბიზნესი გამართული იყო. სახელმწიფო მანქანების 99%-ის შეკეთებაც ჩემს ფირმაში ხდებოდა. არც ვანო მერაბიშვილსა და არც ერთ პოლიციელს არასოდეს უთქვამს, საბურავს უფასოდ წავიღებ, ან მანქანა უფასოდ გამირეცხეო. 5 000-მდე მანქანას ვემსახურებოდი, აქედან 50% "პიკაპის" ტიპის მანქანები იყო, რითაც სპეცრაზმი გადაადგილდებოდა.

6 წელი გრძელდებოდა ასე. 2009 წელს კი საგადასახადო ისე შემოვიდა, თითქოს ბინ ლადენთან ვყოფილიყავით შეკრულები.

- არ წახვედით მეგობარ მინისტრთან სიტუაციის გასარკვევად?

- ვანოს მოადგილესთან, შალვა ჯანაშვილთან მივედი და ვუთხარი, გამაგებინე, რა ხდება-მეთქი. დამპირდა, გავარკვევო. მესამე შეხვედრაზე გამომიცხადა, ჩემთან არ მოხვიდეო. ამ დავაში 500 000-ლარიანი ჯარიმა გამომიწერეს, მერე კიდევ დაამატეს და 800 000-მდე ავიდა. სიტუაციის გასარკვევად ფინანსთა მინისტრ კახა ბაინდურაშვილთან მივედი, მითხრა, წესიერად გემუშავაო. არადა, ამ ფაქტამდე ერთი კვირით ადრე მითხრა, შენნაირი გადამხდელი არ მყავსო. ამ საუბარს მოჰყვა მასთან დაპირისპირება და თანხაც მილიონამდე ავიდა. არ გადავიხადე. ბაინდურაშვილის ხალხი მეუბნებოდა, ხმაური არ ატეხო და ისე მოგიგვარებთ ყველაფერს, ოღონდ ვანომ და ადეიშვილმა არ გაიგონო. მეხუთე დღეს მოვიდა მათი წარმომადგენელი და მითხრა, ყველაფერი მოგვარებულია და სახელმწიფოს მხოლოდ ერთი ცალი "ნისან კაშკაი" საჩუქრად გადაეციო (60 000 ლარის ღირებულების). ჩემი წარმომადგენელი გავუშვი რუსთავში მანქანის გადასაფორმებლად, თურმე მთელი გენინსპექცია იქ დახვდა. უთხრეს, ამ დოკუმენტს მოაწერე ხელიო, ისიც ადგა და მოაწერა, ბეჭედიც დაარტყა. მოკლედ, მოტყუებით მოაწერინეს ხელი. აღმოჩნდა, რომ ამ დოკუმენტით მანქანა კერძო პირს, ფინანსურის ერთ-ერთ თანამშრომელს ვითომ აჩუქა

იხილეთ ინტერვიუს სრული ვერსია

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა