ხის ფესვი, რომელსაც ხიდად იყენებენ

ხის ფესვი, რომელსაც ხიდად იყენებენ

ინდონეზიის ორ პროვინციას ხის ფესვი აკავშირებს. ეს ძველი ხის ფესვი ხალხისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობისაა, მისი წყალობით ისინი ერთი სოფლიდან მეორეში გადადიან. ხის ფესვი 30 მეტრიან ხიდს ქმნის.

ხის ფესვებისგან ხიდი ადგილობრივმა პაკიჰ სოჰანმა 1890 წელს ააგო, რათა მოსწავლეებისთვის სკოლისკენ მიმავალი გზა გაეადვილებინა.

ფესვი მდინარეზეა გაწოლილი და მასზე გადასვლა განსაკუთრებით საშიში წვიმიან ამინდშია, რადგანაც დიდი შანსია, ფეხი დაგიცდეთ და მდინარეში ჩავარდეთ. ხიდი შედარებით უსაფრთხო რომ იყოს, ადგილობრივებმა ფესვებზე ხის ფიცრები განათავსეს და ერთგვარი საცალფეხო ბილიკი შექმნეს. რამდენიმე წლის წინ სოფელში ახალი ხიდიც ააშენეს, მაგრამ ადგილობრივებს და განსაკუთრებით მოხუცებს მაინც ძველი, სახიფათო ხიდი ურჩევნიათ. ხის ფესვი პოპულარულია ტურისტებშიც. მას, ვინც ინდონეზიაში ყოფილა, ადგილობრივი ტურისტული სააგენტო ამ ხიდის მონახულებას ურჩევს.

იხილეთ ფოტოგალერეა

მომზადებულია odditycentral.com-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს