ფასდაკლებების ვებ-გვერდი HotSale.ge და ბავშვთა გასართობი ცენტრი "ბაო-ბაბი" მომხმარებელს ერთობლივ აქციას სთავაზობენ.
შეთავაზებაში შედის:
ერთი ბავშვის 2-საათიანი გართობა + უამრავი პრიზი ბავშვთა გასართობ ცენტრ "ბაო-ბაბი"-ში 3 ლარად 5 ლარის ნაცვლად.
საქართველოში ყველაზე დიდი საბავშვო ცენტრი "ბაო-ბაბი" გთავაზობთ საუკეთესო გართობას ბავშვებისთვის და დასვენებას მშობლებისთვის: უზარმაზარი ამერიკული ლაბირინთი, მრავალფეროვანი სასრიალოები, მომგებიანი სათამაშო აპარატები, ბურთების აუზი და კაფე, სადაც მშობლებს შეუძლიათ დაისვენონ კომფორტულად.
"გათამაშება გაიმართება კვირას, 19 მაისს 18:00 საათზე. ბავშვები გაერთობიან სრულიად უფასოდ.
შემდეგ კი სხვადასხვა კომპანიები დაასაჩუქრებენ ბავშვებსა და მათ მშობლებს", - აცხადებენ ცენტრში.
19 მაისამდე მისული ყველა მომხმარებელი კუპონს გადაცვლის ბილეთში, გართობის შემდეგ კი ამ ბილეთს ჩააგდებს სპეციალურ ყუთში.
გათამაშების დღეს წამყვანი დაასაჩუქრებს ბავშვებსა და დედებს სხვადასხვა საჩუქრებით.
მომხმარებლებს დაასაჩუქრებენ: Palitra L, Smartbuyer.ge, Crystal, Vintage club, Kids Salon და სხვა უამრავი კომპანია.
გასართობ ცენტრში აუცილებლად უნდა წარადგინოთ ამობეჭდილი კუპონი. კუპონის რაოდენობა ერთ მომხმარებელზე მაქსიმუმ ორია. მომსახურების მიღება შესაძლებელია შეძენისთანავე 30 მაისის ჩათვლით.
რა? სად? რა ფასად?
გაიგეთ ”რადიო მარკეტში”
ყოველ სამუშაო დღეს 10:50 და 11:50 საათზე
რადიო ”პალიტრის” ეთერში - FM 103.9