გურჯაანში 10 წლის მოზარდის გაუპატიურებაში ბრალდებული დააკავეს. როგორც "ინტერპრესნიუსს" გურჯაანის პროკურატურის პროკურორმა, თინათინ ზუბაშვილმა განუცხადა, ბრალდებული პირი შინაგან საქმეთა სამინისტროს ადგილობრივი სამმართველოს თანამშრომლებმა დღეს დააკავეს.
მას ბრალი სსკ 138-ე მუხლის მეხუთე ნაწილით ოფიციალურად უახლოეს პერიოდში წარედგინება, რაც 14 წლამდე ასაკის მოზარდზე სექსუალურ ძალადობას გულისხმობს და 20 წლამდე პატიმრობით ისჯება.
10 წლის ბიჭის გაუპატიურების ფაქტი გურჯაანის ერთ-ერთ სოფელში მარტის თვეში მოხდა.