სოფი ლორენის სექსუალობის საიდუმლო

სოფი ლორენის სექსუალობის საიდუმლო

სოფი ლორენის ფრთიანი ფრაზები სილამაზის, მოდის და საკუთარი თავის შესახებ.

ცხოვრების შესახებ: "წლების შემდეგაც კი, საკუთარი თავის შესწავლის პროცესში ვარ. უკეთესია შეისწავლო ცხოვრება და დაუშვა შეცდომები, ვიდრე საერთოდ არ გარისკო. შეცდომა - ეს არის საფასური, რომელსაც ჩვენ ვიხდით სრულყოფილების მისაღწევად".

სილამაზის შესახებ: "სილამაზე შიგნიდან მოდის და თქვენს თვალებში ირეკლება. ეს არ არის რაიმე ფიზიკური"

საკვების შესახებ: "ყველაფერს, რასაც ჩემი ცქერისას ხედავთ, სპაგეტის უნდა ვუმადლოდე"

მუშაობის შესახებ: "წარმატება პროფესიაში საკუთარი თავის ღრმა რწმენას მოითხოვს. აი, რატომაა, რომ არც თუ ნიჭიერი ადამიანები, რომლებსაც ძლიერი შინაგანი ენერგია აქვთ, უფრო ხშირად აღწევენ წარმატებას, ვიდრე ძალიან ნიჭიერი ადამიანები"

სექსუალურობის შესახებ: "ჩემი აზრით, სექსუალურობა შიგნიდან მოდის. ის ან არის შენში, ან არა. დიდ მკერდს ან თეძოებს და დაბერილ ტუჩებს არ აქვთ სექსუალურობასთან არაფერი საერთო"

საკუთარი თავის შესახებ: "მე დავდივარ ჟირაფივით დიდი კისრით და ფეხებით. ეს საკმაოდ სულელი ცხოველია"

თვალების შესახებ: "თუ არ გიტირიათ, თქვენი თვალები ვერ იქნება ლამაზი"

ახალგაზრდობის შესახებ: ”არსებობს ახალგაზრობის წყარო: ეს თქვენი გონებაა, თქვენი ნიჭი, შემოქმედება, რომელიც შეგაქვთ თქვენი და თქვენი საყვარელი ადამიანების ცხოვრებაში. როდესაც ისწავლით ამ წყაროდან დალევას, მაშინ დაამარცხებთ ასაკს"

კერპების შესახებ: "სექს-სიმბოლო ვერ გახდები, სექს-სიმბოლოდ უნდა დაიბადო. თუ ასეთად გაჩნდით, მაშინ სექს-სიმბოლოდ დარჩებით 100 წლის ასაკშიც კი".

მომზადებულია lady.ru-ს მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება