ვლადიმერ მაიაკოვსკის მუზა - ლილია ბრიკი

 ვლადიმერ მაიაკოვსკის მუზა - ლილია ბრიკი

ლიტერატორი, მოდელი, ვლადიმერ მაიაკოვსკის მუზა და თავისი თაობის კერპი - ეს გახლდათ ლილია ბრიკი, რომლის სახეც საზოგადოებრივ ჩარჩოებში არ ჯდებოდა. იგი აღაფრთოვანებდა და შოკში აგდებდა თაყვანისმცემლებს, მისი ცხოვრება ყოველთვის განსჯისა და განკითხვის საგანი იყო და დღემდე არ არსებობს მისი ბიოგრაფიის ერთმნიშვნელოვანი ვერსია.

სახელი პოეტ ლილი შენემანის პატივსაცემად დაარქვეს. ბრიკი ყოველთვის ილტვოდა ნიჭიერი და გამორჩეული ადამიანებისკენ - პოეტებისკენ, მხატვრებისკენ, მსახიობებისკენ. მისი მეგობარი იყო ფრანგი კუტიურიე ივ სენ-ლორანი, რომელიც შემდეგში იხსენებდა: "ლილი ბრიკთან ყველაფერზე გულახდილად შემიძლია ვილაპარაკო - სიყვარულსა და პატიოსნებაზე, ფერწერაზე, პოლიტიკაზე... რა თქმა უნდა, მოდაზეც".

თავისუფალი სიყვარულის მომხრე ლილია ბრიკი თავისი "გატაცებებით" მაიაკოვსკის ტანჯავდა, თანაც გამუდმებით ამბობდა: "ვალოდიასთვის ტანჯვა სასარგებლოა, იწვალებს, იდარდებს და კარგ ლექსს დაწერს". სამთა ცხოვრება - თავის ოფიციალურსა და სამოქალაქო ქმრებთან, უთვალავი საყვარელი და თაყვანისმცემელი ლილია ბრიკის ცხოვრების სტილი იყო. თავისი ცხოვრების გამორჩეულ კაცებზე ასე ამბობდა: "მე ყოველთვის მიყვარდა ერთი - ერთი ოსია, ერთი ვალოდია, ერთი ვიტალი და ერთი ვასია".

ბიოგრაფია

ლილია იურიევნა ბრიკი, ქალიშვილობაში ლილია კაგანი და ფრანგი მწერლის ელზა ტრიოლეს უფროსი და, 1891 წლის 4 აგვისტოს დაიბადა.

ლილიას მამა, იური კაგანი, მოსკოვის სასამართლო პალატის ნაფიცი მსაჯული იყო. დედამისი, ელენა, წარმოშობით რიგიდან იყო და მოსკოვის კონსერვატორია ჰქონდა დამთავრებული. ლილიამ გიმნაზიის დამთავრების შემდეგ გერიეს უმაღლეს მათემატიკურ კურსებზე ჩააბარა, შემდეგ მოსკოვის არქიტექტურის ინსტიტუტში გააგრძელა სწავლა. 1911 წელს მიუნხენში შვეგრელის სტუდიაში ძერწვას სწავლობდა.

ჯერ კიდევ გიმნაზიაში გაიცნო ლილიმ ოსიპ ბრიკი. 1912 წლის 26 მარტს წყვილი დაქორწინდა.

იხილეთ სტატიის სრული ვერსია

ახალგაზრდებისთვის საინტერესო ამბები!

შოთა რუსთაველის გაციფრულებული პორტრეტი და „ვეფხისტყაოსნით“ შთაგონებული კოლექცია

"ნინის კითხვის საათი" – "ბიბლუსის" პროექტი, რომელიც წელს ათასობით ბავშვს გააერთიანებს