ბანგლადეშში დაღუპულთა რიცხვი ათასს აჭარბებს

ბანგლადეშში დაღუპულთა რიცხვი ათასს აჭარბებს

ბანგლადეშში, ფაბრიკის ჩამონგრევის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 1 021-ს მიაღწია. ამის შესახებ "ბიბისი" იუწყება. ადგილობრივი პოლიციის განცხადებით, შემთხვევის შედეგად 2 500 ადამიანი დაშავდა , 2 437 კი მაშველებმა გადაარჩინეს. დაღუპულთაგან უმრავლესობა ფაბრიკაში მომუშავე ქალბატონები არიან.

ჩამონგრეული ფაბრიკის ტერიტორიაზე სამაშველო ოპერაცია, სავარაუდოდ, დღეს დასრულდება.

ბანგლადეშის დედაქალაქ დაკასთან ახლოს მდებარე 8-სართულიანი შენობა, სადაც სამკერვალო ფაბრიკები იყო განთავსებული, 24 აპრილის ჩამოინგრა.

რამდენიმე დღის წინ ხანძარი გაჩნდა კიდევ ერთ სამკერვალო ფაბრიკაშიც, რომელსაც რვა ადამიანი ემსხვერპლა.

ბანგლადეში ტექსტილის წარმოების მხრივ, ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი ინდუსტრიული ზონაა მსოფლიოში. Rana Plaza-ს ჩამონგრეულ ფაბრიკაში საქონელი ძირითადად ცნობილი დასავლური კომპანიებისთვის იკერებოდა.

მომზადებულია bbc.co.uk-ის მიხედვით.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა