ბრედლი კუპერის დედა შვილს საყვარელთან დაშორებას ურჩევს

ბრედლი კუპერის დედა შვილს საყვარელთან დაშორებას ურჩევს

ჰოლივუდის მსახიობი 38 წლის ბრედლი კუპერი 20 წლის ბრიტანელ მოდელს სუკი უოტერჰაუსთს ხვდება.

ბრედლის პარტნიორით აღფრთოვანებული არაა დედამისი გლორია, რომლის სიტყვასაც ვაჟისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს. კუპერი უკვე დაქორწინებასა და შვილებზე ფიქრობს, მაგრამ გლორიას თქმით, მის სარძლოს სიყვარული კი არა, მხოლოდ ფული და მომავალი დიდება აინტერესებს.

"ვინ არის სუკი? ბრედლისთან რომანმა პოპულარული გახადა, მასზე გათხოვების შემთხვევაში კი ჰოლივუდში წარმატებულ კარიერასაც აიწყობს. გლორია ამაზე ძალიან დარდობს და შვილს აფრთხილებს, რომ ის სუკისთვის მხოლოდ და მხოლოდ იღბლიანი ბილეთია შოუბიზნესში გზის გასაკვლევად. ბრედლი დედის აზრს ყოველთვის პატივს სცემდა და თუ გლორიამ ასეთი რიტორიკა განაგრძო, არავის გაუკვირდება, რომ კუპერი პარტნიორს სამუდამოდ დაშორდეს", - განაცხადა კუპერის ახლო მეგობარმა ჟურნალისტებთან საუბარში.

მომზადებულია showbizspy.com-ის მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება