რობინ უილიამსი კიმ კარდაშიანს "პლაგიატში" ადანაშაულებს

რობინ უილიამსი კიმ კარდაშიანს "პლაგიატში" ადანაშაულებს

კომიკოსი მსახიობი რობინ უილიამსი Met Gala-ზე რეალითი შოუს ვარსკვლავის, კიმ კარდაშიანის ჩაცმულობას გამოეხმაურა და "კაბის პლაგიატში" დაადანაშაულა.

61 წლის მსახიობი თვლის, რომ კიმის კაბა, რომელიც ვარსკვლავს Met Gala -ზე ეცვა, ძალიან ჰგავს მის კოსტუმს ფილმიდან "მისის დაუტფაირი". ამის დასამტკიცებლად რობინმა მიკრობლოგ "ტვიტერზე" მისი და კიმის ფოტო განათავსა და შემდეგი წარწერაც გაუკეთა: "ვფიქრობ, მე უფრო მიხდებოდა!".

ფილმში რობინი სასოწარკვეთილი მამის როლს ასრულებს, რომელიც ქალის ფორმაშია გადაცმული, რათა თავი ძიძად გაასაღოს და ბავშვებთან მეტი დრო გაატაროს.

კიმისა და რობინის კაბებში მსგავსება ტონალობებშია. კიმს Met Gala-თვის სამოსი Givenchy-ს დიზაინერმა შეურჩია. მართალია მოდის კრიტიკოსებმა კიმის არჩევანი არ მოიწონეს, თუმცა დიზაინერმა აღნიშნა, რომ კიმი ყველაზე ლამაზი ფეხმძიმე ქალია, რომელთანაც ოდესმე უმუშავია.

"ილაპარაკონ, რაც უნდათ. ფეხმძიმობა მსოფლიოში ყველაზე არაჩვეულებრივი რამაა...კიმის გადაწყვეტილება იდეალური იყო. ის ყველაზე ლამაზი ფეხმძიმე ქალია, რომლისთვისაც ოდესმე  მიმუშავია", - განაცხადა დიზაინერმა.

მომზადებულია dailymail.co.uk-ის მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება