წვიმიანი ამინდები დაახლოებით 10 დღის განმავლობაში შენარჩუნდება

წვიმიანი ამინდები დაახლოებით 10 დღის განმავლობაში შენარჩუნდება

დაახლოებით 10 დღის განმავლობაში საქართველოში არამდგრადი, წვიმიანი ამინდები იქნება. როგორც "ინტერპრესნიუსს" გარემოს ეროვნული სააგენტოს მონიტორინგისა და პროგნოზირების ცენტრიდან სვეტლანა ნიორაძემ აცნობა, ხვალ დასავლეთ საქართველოს უმეტეს და აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში გამოიდარებს, თბილისში კი იწვიმებს.

ხანმოკლე წვიმა შენარჩუნდება 10 მაისსაც, თუმცა, ჰაერის ტემპერატურა ამჟამად არსებულთან შედარებით მოიმატებს. ხვალ დასავლეთ საქართველოში ჰაერის ტემპერატურა 27 გრადუსი იქნება, 10 მაისს - 31 გრადუსი, ხოლო სანაპირო ზოლში - 20-22 გრადუსი.

აღმოსავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონებში კი 9-10 მაისს 18-23 გრადუსია მოსალოდნელი, 11 მაისს - 32 გრადუსი. 12 მაისს დასავლეთ საქართველოს უმეტეს და აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონებში ისევ წვიმა და ელჭექი იქნება. ცვალებადი ამინდები საქართველოში დაახლოებით 10 დღე გაგრძელდება.

"ინტერპრესნიუსი"

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"