ტალახში სირბილით ათიათასობით გირვანქა სტერლინგი შეგროვდა

ტალახში სირბილით ათიათასობით გირვანქა სტერლინგი შეგროვდა

დიდ ბრიტანეთში, ესექსის საგრაფოში ყოველწლიური ტალახში რბოლა გაიმართა. ტრადიციულ გასართობ ღონისძიებაში მონაწილეობის სურვილი 300-მდე მოხალისემ გამოთქვა. კომიკურ კოსტუმებში გამოწყობილი მონაწილეები თავგადასავლის საძიებლად მდინარე ბლეკუოტერის ნაპირებთან შავ ლაფში გადაეშვნენ. ტალახის მასაში ქალაქ მელდონის ტერიტორიაზე მათ 457-მეტრიანი მარშრუტის გავლა მოუხდათ.

ამ უჩვეულო სანახაობის მიზანი საქველმოქმედო თანხის შეგროვებაა - ტალახიანმა რბოლამ ორგანიზატორებს ათეულობით ათასი გირვანქა სტერლინგი მოუტანა.

დიდ ბრიტანეთში უჩვეულო სანახაობები ხშირად იმართება. მათ შორისაა "გაზონსაკრეჭებით რბოლა", რომელიც გასულ წელს მეთორმეტედ ჩატარდა.

მომზადებულია bbc.co.uk-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს