როდესაც კერძო საკუთრება მქონდა, მაშინ არ ვრევდი ჩემი ოჯახის წევრებს და ახლა როგორ შეიძლება სახელმწიფო საკუთრებაში რაიმე ჩემი ოჯახის წევრებით გადავწყვიტო?!, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ბიძინა ივანიშვილმა "გურია ნიუსთან" ინტერვიუში განაცხადა, როდესაც ჟურნალისტმა პრემიერს უთხრა - გურიაში ამბობენ, რომ საკადრო პოლიტიკაში ივანიშვილის ძმა ერევა.
პრემიერის განცხადებით, ეს გამორიცხულია, რადგან ის ამ საკითხში ძალიან მკაცრია.
"ტყუილად ნუ მიყრიან ასეთ ჭორებს. ჯერ ერთი, ოჯახში ამ საქმეში არავინ ერევა. თუ ჩაერევა, ჩემს მეუღლეს აქვს საშუალება, მაგრამ თვითონ არ უნდა პრინციპულად. სხვა არ არსებობს - ძმა, დედა, მამა, ეს გამორიცხულია. მე ოჯახური ბიზნესი არასდროს მომწონდა. ადრე ჰქონდათ მცდელობები, ბიზნესის დროს და ადრევე აღკვეთილი მქონდა ეს. ამის მსგავსი მცდელობაც არ აქვთ", - დასძინა ივანიშვილმა.