განათლების მინისტრის მოადგილე, დავით ზურაბიშვილი "ფეიბუქში" საკუთარ "ამერიკულ ოცნებაზე" წერს და იმ ადამიანებს პასუხობს, რომლებიც "რუსეთის ნოსტალგიაზე" საუბრობენ.
"მოკლედ, გასული საუკუნის 70-იანი წლებია და ამ სიმღერას ვუსმენ ბაბინებიან მაგნიტოფონზე, სულ ახალი ჰიტია და თავი მგონია კიტრი როკ-კოლექციის ამბავში. ჰოდა, აბა რას ვიფიქრებდი, რომ ოცდაათი წლის შემდეგ, ამ ჯგუფის ლაივს დავესწრებოდი ნიუ-იორკში და ისე ჩაივლიდა მთელი კონცერტი, რომ მაინცა და მაინც თავის ყველაზე პოპულარულ "ვეშჩს" არ იმღერებდნენ? თუმცა მერე ისიც გავიგე, რომ რატომღაც ამ სიმღერას თურმე თითქმის არასდროს მღეროდნენ კონცერტებზე. რას ერჩოდნენ არ ვიცი, მაგრამ რას გაუგებ ამ კაპიტალისტებს?
აი ასეთი ამბებია, თქვენ კიდევ რუსეთის ნასტალგიაო და 37 მანეთიანი ბილეთებიო. ესაა ჩემი ესესერი, თუ გინდათ, თორემ მაგ პერიოდში სულ ორჯერ ვარ მოსკოვში ნამყოფი...", - წერს ზურაბიშვილი.