საპატრიარქოს ცნობით, 6 მაისს მიცვალებულთა საფლავზე გასვლის აკრძალვა არ არსებობს

საპატრიარქოს ცნობით, 6 მაისს მიცვალებულთა საფლავზე გასვლის აკრძალვა არ არსებობს

გიორგობის დღესასწაულის გამო, 6 მაისს მიცვალებულთა საფლავზე გასვლასთან დაკავშირებით აკრძალვა არ არსებობს. როგორც "ინტერპრესნიუსს" საპატრიარქოდან აცნობეს, მართლმადიდებლური წესით, მიცვალებულთა მოსახსენიებლად და საფლავზე გასასვლელად ბრწყინვალე შვიდეულის შემდეგი სამშაბათია დადგენილი.

აღდგომის შემდეგ ორშაბათს კი, კათოლიკოს-პატრიარქმა მრევლს საფლავებზე გასვლის კურთხევა იმის გამო მისცა, რომ აღდგომა გლოვის დღედ არ აქციონ.

"საერო კალენდრით, აღდგომის შემდეგი დღე დასვენებაა. იმისთვის, რომ აღდგომა გლოვის დღედ არ ექციათ, ორშაბათი კი დასვენების დღეა, პატრიარქმა მრევლს კურთხევა მისცა საფლავებზე აღგომის შემდეგ დღეს გასულიყვნენ. წელს მიცვალებულთა საფლავებზე გასვლის დღე წმ. გიორგის დღესასწაულს ემთხვევა. არანაირი აკრძალვა არ არსებობს, რომ გიორგობის გამო მოსახლეობა თავისი მიცვალებულების საფლავებზე არ გავიდეს", - აცხადებენ საპატრიარქოში.

"ინტერპრესნიუსი"

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"