მაილი საირუსი: "იმას გავაკეთებ, რაც მომინდება"

მაილი საირუსი: "იმას გავაკეთებ, რაც მომინდება"

ჟურნალ Elle-სთვის მიცემულ ინტერვიუში მაილი საირუსმა განაცხადა, რომ ამიერიდან მისი პირადი ცხოვრება ნაკლებად ხელმისაწვდომი გახდება ჟურნალისტებისთვის, მაგრამ ვარსკვლავურ ცხოვრებაზე მომღერალსა და მსახიობს არაფერი უთქვამს. ამის დამამტკიცებელ საბუთად მაილის ახალი და საკმაოდ თამამი ფოტოსესიაც შეიძლება ჩაითვალოს, რომელიც მაილიმ  ჟურნალ V Magazine-სთვის გადაიღო.

საირუსმა არა მხოლოდ ინტიმურ პოზებში იპოზიორა, არამედ გამოცემას ვრცელი ინტერვიუც მისცა, სადაც მის პირად ცხოვრებაზე და ახალ იმიჯზე ისაუბრა.

"არ შემიძლია ყოველთვის ვიჯდე სახლში ბოიფრენდთან ერთად. ჩვენ ვმუშაობთ. ყოველ კვირას ვკითხულობ ახალ ნიუსს: "ნუთუ ისინი დაშორდნენ? ჩვენ ვერ ვხედავთ მათ საერთო ფოტოს". არ მაქვს იმის დრო, რომ ყოველ დილით ჩემს ბიჭთან ერთად ყავის დასალევად ვიარო. ძალიან მინდა, მაგრამ არ გამოდის. მთელს დღეს სტუდიაში ვატარებ. იქიდან 5 საათზე ვბრუნდები, ლიამი კი თავის სამსახურში 6 საათზე მიდის. სტუდია ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ამ ჩანაწერში ძალიან ბევრი ჩავდე და ის ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია", - განაცხადა მაილიმ.

ახალ იმიჯზე საუბრისას მაილიმ აღნიშნა, რომ სტილს ხშირად შეიცვლის:

"ხშირად შეცვლას ვაპირებ, ვაპირებ, რომ მრავალფეროვანი ვიყო. გავაკეთებ იმას, რაც მომინდება. არ ვაპირებ წარსულში დაბრუნებას" - აღნიშნა მან.

იხილეთ ფოტოგალერეა

იხილეთ ვიდეო

მომზადებულია V Magazine-ის მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება