ჟურნალი Elle გარეკანს ჭარბწონიან მოდელს უთმობს

ჟურნალი Elle გარეკანს ჭარბწონიან მოდელს უთმობს

2012 წლიდან მოდაში ჭარბწონიანი ქალებია და პრესტიჟული სამოდელო სააგენტოებიც პუტკუნა გოგონებისთვის კასტინგს ატარებენ.

Cosmopolitan-ისა და Vogue-ს შემდეგ მოდის ერთ-ერთი მთავარი მეტრის, ჟურნალ Elle-ს ჯერი დადგა. ჟურნალ Elle-ს დანართის, Elle Quebec-ის მაისის თვის გარეკანზე 26 წლის ფრანგი მოდელი, ჯასტინ ლეგალტი დაბეჭდეს. ჯასტინის სიმაღლე 175 სანტიმეტრია და 42 ზომა სამოსს იცვამს.

"ჩემი დღის რეჟიმი სხვა მოდელების მსგავსია, მხოლოდ იმ განსხვავებით, რომ მათთან შედარებით გემრიელ კერძებზე უარს არ ვამბობ. მეც ვზრუნავ ტანადობასა და კანზე", - ამბობს ის.

მომზადებულია Elle Quebec-ის მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება