ნაომი კემპბელი და ვლადიმირ დორონინი დაშორდნენ

ნაომი კემპბელი და ვლადიმირ დორონინი დაშორდნენ

სუპერმოდელი ნაომი კემპბელი რუს მილიარდერ ვლადიმირ დორონინს 5 წლიანი ურთიერთობის შემდეგ დაშორდა.

წყვილი საზოგადოების წინაშე ბოლოს მარტში მაიამის სანაპიროზე გამოჩნდა, მას შემდეგ პაპარაცები უშედეგოდ ცდილობენ მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი წყვილის  გადაღებას.

"ნაომი და ვლადი ერთად აღარ არიან. მილიარდერი ნიუ-იორკში უცნობ ქერათმიან ლამაზმანთან შევნიშნეთ. მათი რომანი ბიზნეს შეთანხმებას უფრო ჰგავს, ვიდრე სიყვარულს", - განუცხადა ნაომის ახლო მეგობარმა ჟურნალ Page Six-ს.

შეგახსენებთ, წყვილმა ერთმანეთი 2008 წელს გაიცნო. დორონინი 24 წლის განმავლობაში იყო დაქორწინებული. მისი ყოფილი მეუღლე, ეკატერინე დღემდე აცხადებს, რომ მისი ოჯახის დანგრევის მთავარი მიზეზი ნაომია. დორონინსა და ეკატერინეს 16 წლის ქალიშვილი, კატია ჰყავთ.

მომზადებულია Page Six-ის მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება