გათავისუფლებული სტუდენტები პოლიციის მხრიდან ძალის გადამეტების ფაქტებზე საუბრობენ. როგორც აქციის რამდენიმე მონაწილემ "ინტერპრესნიუსთან" საუბრისას აღნიშნა, დაკავების პროცესში მათ მიმართ ადგილი ჰქონდა როგორც სიტყვიერი შეურაცხყოფის, ასევე, ფიზიკური ძალის გადამეტების ფაქტებს პოლიციელების მხრიდან. მათივე თქმით, დაკავების შემდეგ მათზე ძალადობას ადგილი არ ჰქონია.
თუმცა, სტუდენტების თქმით, პოლიცია განსაკუთრებით აგრესიული იყო რუსთაველის გამზირზე, სადაც "სრულიად მშვიდობიანი და თავისუფალი აქციის დარბევა მოხდა". სტუდენტების თქმით, ის ვერსია, თითქოს ახალგაზრდების დაკავება მოყვა მათი მხრიდან კანონის დარღვევას, არ არის რეალური, რადგან აქციაში მონაწილეთა რაოდენობა საკმაოდ დიდი იყო, ისინი ვერ ეტეოდნენ ტროტუარზე, რის გამოც მოხდა სავალი ნაწილი გადაკვეთა.
"გარდა ამისა, იყო ისეთი შემთხვევებიც, როდესაც მხოლოდ იმის გამო დააკავეს არაერთი ახლგაზრდა, რომ მათ სიტყვიერად მოითხოვეს შს მინისტრის გადადგომა", - ამტკიცებენ ახალგაზრდული ორგანიზაციის წარმომადგენლები.
ამ დროისთვის შსს-თან იმყოფება რამდენიმე ათეული აქციის მონაწილე, მათ შორის ისინიც, ვინც უკვე გაათავისუფლეს.