შსს "ლაბორატორია 1918"-ის წევრების დაკავებასთან დაკავშირებით კომენტარს აკეთებს

შსს "ლაბორატორია 1918"-ის წევრების დაკავებასთან დაკავშირებით კომენტარს აკეთებს

შინაგან საქმეთა სამინისტრო სტუდენტური ორგანიზაცია "ლაბორატორია 1918"-ის წევრების დაკავებასთან დაკავშირებით კომენტარს აკეთებს.

როგორც "ინტერპრესნიუსს" საპატრულო პოლიციის სამმართველოს უფროსის მოადგილე ლაშა ჯოხაძემ განუცხადა, სტუდენტებმა, სამართალდამცველების არაერთგზის მოწოდების მიუხედავად, რამდენიმე ადგილზე გზა გადაკეტეს.

"როგორც ცნობილია, სტუდენტებმა უნივერსიტეტის მეორე კორპუსთან დაახლოებით ორსაათნახევრის წინ აქცია გამართეს. შემდეგ მათ მსვლელობით, ვარაზისხევის გავლით, თამარ მეფის გამზირისკენ გადაინაცვლეს, ეტაპობრივად კი გზებს კეტავდნენ. ჩვენ არაერთხელ მოვუწოდეთ, რომ გზა არ გადაეკეტათ, თუმცა ამას ყურადღება არ მიაქციეს. პირიქით, დიდი აგრესიით გამოირჩეოდნენ. აღმაშენებლის გამზირზე კი, მოქალაქეს ავტომანქანა დაუზიანეს. აქ კიდევ ერთხელ დავუწყეთ ხვეწნა-მუდარა, რომ საზოგადოებრივი წესრიგი დაეცვათ, მაგრამ ჩვენს ნათქვამს ყურადღება ისევ არ მიაქციეს", - განაცხადა ლაშა ჯოხაძემ.

მისივე განმარტებით, დაკავებულია რამდენიმე პირი, რომლებსაც სხვადასხვა მუხლით გათვალისწინებული დანაშაული ედებათ ბრალათ.

ფოტო გამოყენებულია ჟურნალ ”ლიბერალის” ვებ-გვერდიდან

"ინტერპრესნიუსი"

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"