შვილმა ბიოლოგიური დედა Facebook-ით იპოვა

შვილმა ბიოლოგიური დედა Facebook-ით იპოვა

აშშ-ის შტატ პენსილვანიაში მცხოვრებმა დონა შეერმა ბიოლოგიური დედა Facebook-ში იპოვა.

სოციალური ქსელის მეშვეობით დონამ დედა 37 წლის შემდეგ პირველად გაიცნო. ქალი დედას რამდენიმე წელი უშედეგოდ ეძებდა. მან მშობლის ქალიშვილობის გვარი იცოდა და საბედნიეროდ, ის სწორედ ამ გვარით იყო ქსელში დარეგისტრირებული. დონას დედა დიანა გლადვინ გილია.

თავდაპირველად დონა დედას Facebook-ში მეგობრებში დამატებას სთხოვდა. ქალს პროფილი უცხო ადამიანებისთვის დახურული ჰქონდა და მისთვის შეტყობინების გაგზავნა შეუძლებელი იყო. დიანა უცნობ ადამიანს არ ამატებდა, დონა კი დედას 1 წლის განმავლობაში სისტემატურად უგზავნიდა თხოვნას მეგობრობაზე. მათ ერთმანეთი გაიცნეს და მას შემდეგ სისტემატურად ხვდებიან.

"მთელი ცხოვრება ისეთი გრძნობა მქონდა, რომ რაღაც მაკლდა. დავოჯახდი, მოსიყვარულე მეუღლე და კარგი შვილი მყავს, ახლა დედაც გავიცანი და ცხოვრებაში პირველად შემიძლია ვთქვა, რომ სრულყოფილად ბედნიერი ვარ", - ამბობს დონა.

დიანამ ქალიშვილი მისი გაჩენისთანავე გააშვილა. მაშინ ახალგაზრდა დედა მხოლოდ 16 წლის იყო.

მომზადებულია yahoo.com-ის მიხედვით.

იხილეთ ვიდეო

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს