Facebook-ის აუდიტორია მცირდება

Facebook-ის აუდიტორია მცირდება

როგორც დამოუკიდებელმა კვლევებმა აჩვენა, სოციალური ქსელი "ფეისბუქის" აუდიტორია ერთი თვის განმავლობაში მილიონი მომხმარებლით შემცირდა. "ფეისბუქის" მომხმარებელთა ნაწილი ალტერნატიულ სოც-ქსელებში გადადის, ხალხი ახალ ონლაინ-პლატფორმებს ეძებს.

როგორც კომპანია SocialBakers-ის ანალიტიკოსები აცხადებენ, გასულ თვეს ყველაზე მსხვილმა სოციალურმა ქსელმა 6 მლნ მომხმარებელი დაკარგა, რაც აუდიტორიას 4%-ით ამცირებს. დიდ ბრიტანეთში ვარდნამ 4.5%-ს მიაწია. ნახევარი წლის განმავლობაში "ფეისბუქის" აუდიტორია აშშ-ში 9 მლნ ყოველთვიური მომხმარებლით, ხოლო დიდ ბრიტანეთში 2 მლნ ყოველთვიური მომხმარებლით შემცირდა.

სოც-ქსელის მომხმარებელთა რიგები შეთხელდა კანადაში, ესპანეთში, საფრანგეთში და გერმანიაში, სადაც Facebook-ი დიდი ხნის განმავლობაში ერთპიროვნულად ლიდერობდა.

ალტერნატიული სოციალური ქსელები, მაგალითად ფოტოების გაცვლის სერვისის მქონე "ინსტაგრამი" პირიქით - სულ უფრო მეტად პოპულარული ხდება. მისი აუდიტორია 18 თვის განმავლობაში 30 მლნ მომხმარებლამდე გაიზარდა.

ასევე გაიზარდა Path-ის მომხმარებელთა რიგები. ამ სოციალურ ქსელში კომუნიკაციის ერთადერთი საშუალება ფოტოებია. აქ ვერ მოუსმენთ მუსიკას, ვერ ნახავთ ვიდეოს და ვერ დაელაპარაკებით მეგობრებს ჩატის საშუალებით. ამ სოციალურმა ქსელმა ამუშავებიდან 1 კვირაში 1 მლნ მომხმარებელი შეიძინა, ხოლო დღეისთვის მათი რიცხვი 9 მლნ-ს უტოლდება.

Facebook-ის პოპულარობა იზრდება სამხრეთ ამერიკაში : ბრაზილიის ყოველთვიური აუდიტორია 6%-ით გაიზარდა.

ასევე მცირდება სოც-ქსელებში გატარებული დროის მოცულობა. 2012 წლის დეკემბერში დროის საშუალო მაჩვენებელი 121 წუთი იყო, თებერვალში კი 115 წუთამდე დაეცა.

მომზადებულია news.am-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს