კირა ნაითლი თხოვდება

კირა ნაითლი თხოვდება

მსახიობ კირა ნაითლის და ბრიტანული პოპ-ჯგუფ Klaxons-ის მუსიკოსის, ჯეიმს რაიტონის ქორწილი ამ შაბათ-კვირას გაიმართება.

კირა ნაითლი და ჯეიმს რაიტონი ქორწილისთვის დიდი ხანია ემზადებიან, მაგრამ მოსალოდნელი დღესასწაულის დეტალებს მკაცრად ასაიდუმლოებდნენ, თუმცა ახლახან პრესაში ინფორმაციამ მაინც გაჟონა.

ცერემონია ამ დღეებში სამხრეთ საფრანგეთში, წყვილის აგარაკში გაიმართება. ნაიტლისა და რაიტონის ქორწილზე დაახლოებით 100 ადამიანია დაპატიჟებული, რომლებიც ძირითადად ნეფისა და პატარძალის ახლო მეგობრები და ნათესავები არიან.

წყვილმა ერთმანეთი 2011 წლის თებერვალში გაიცნო, შეხვედრა კი შარშან მაისში დაიწყეს. 28 წლის ვარსკვლავმა ჟურნალისტებთან ინტერვიუში არაერთხელ აღიარა, რომ ბედნიერია და მზადაა გათხოვდეს, მაგრამ დიდი ცერემონიის მოწყობა არ სურს.

მომზადებულია eg.ru-ს მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება