ბათუმში საერთაშორისო ტურისტული გამოფენა -"Expo-Batumi 2013" გაიმართება

  ბათუმში საერთაშორისო ტურისტული გამოფენა -"Expo-Batumi 2013" გაიმართება

ბათუმში საერთაშორისო ტურისტული გამოფენა -"Expo-Batumi 2013" გაიმართება. მასში მონაწილეობას 100-მდე კომპანია მიიღებს. გამოფენაში მონაწილეობის მისაღებად კომპანიები 10 ქვეყნიდან ჩამოვლენ და საგამოფენო სივრცე 1800 კვ/მ ფართობზე იქნება განთავსებული. გამოფენას 10-12 მაისს ბათუმის ყინულის სასახლე უმასპინძლებს, თუმცა სამომავლოდ ბათუმში სპეციალიზებული საგამოფენო სივრცის მოწყობაა დაგეგმილი, რომელიც ახალ ბულვარში განთავსდება და სხვადასხვა ადგილობრივ თუ საერთაშორისო გამოფენებს უმასპინძლებს. გამოფენის ორგანიზატორთა მტკიცებით, "Expo-Batumi 2013" გასული წლებთან შედარებით საკმაოდ მასშტაბული იქნება.

შეგახსენებთ, რომ ტურიზმისა და სასტუმრო აღჭურვილობის მეექვსე საერთაშორისო გამოფენის "Expo-Batumi 2013"-ის ორგანიზატორი კომპანია GeoNetExpo-ა. GeoNetExpo საქართველოში ერთ-ერთი პირველი საგამოფენო კომპანიაა და ბათუმში გამოფენების ორგანიზებით, ხელს უწყობს რეგიონში გამოფენების განვითარებას. როგორც კომპანიის მენეჯმენტი განმარტავს, GeoNetExpo-ს მიზანია ბათუმში საერთაშორისო გამოფენის ორგანიზება, სადაც კომპანიებს საშუალება მიეცემათ აღმოაჩინონ პოტენციური პარტნიორები და ტურისტულმა კომპანიებმა ახალი ურთოერთობები დაამყარონ.

რა? სად? რა ფასად?

გაიგეთ ”რადიო მარკეტში”

ყოველ სამუშაო დღეს 10:50 და 11:50 საათზე

რადიო ”პალიტრის” ეთერში - FM 103.9

დაარეგულირებს თუ არა მერია ტაქსით მგზავრობის გაზრდილ საფასურს - ირაკლი ხმალაძის კომენტარი

თქვენი თანხმობის გარეშე სარეკლამო SMS-ებს აღარ მიიღებთ - რამდენი იქნება დარღვევაზე ჯარიმა

როგორ გავხადოთ პრეზენტაცია უფრო ეფექტიანი - 10 რჩევა, რომელიც უნდა გაითვალისწინოთ