სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
რისგან იხსნა ოჯახმა გიორგი ყიფშიძე
რისგან იხსნა ოჯახმა გიორგი ყიფშიძე

"ჩემი ცო­ლის და­ქა­ლე­ბის" პერ­სო­ნა­ჟე­ბის, ვერსკი­სა (გი­ორ­გი ყიფ­ში­ძე) და თი­ნას (მაკა ძა­გა­ნია) სიყ­ვა­რუ­ლის გან­ვი­თა­რე­ბას უკვე თა­ვად სე­რი­ა­ლის მა­ყუ­რებ­ლე­ბი ითხო­ვენ. რო­გორც ჩანს, აინ­ტე­რე­სებთ, რო­გორ შე­ე­წყო­ბი­ან მოძ­ველ­ბი­ჭო ვერსკი და ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლი თინა ერ­თმა­ნეთს. ალ­ბათ ეს ორი პერ­სო­ნა­ჟი ძა­ლი­ან სა­ხა­ლი­სო წყვილს შექ­მნი­და, თუმ­ცა არა­ვინ იცის, რას და რო­გორ მო­ი­ფიქ­რებს სე­რი­ა­ლის სცე­ნა­რის­ტი.

გი­ორ­გი ყიფ­ში­ძეს ეს არ­ცთუ წარ­მო­უდ­გენ­ლად მა­იჩ­ნია. თა­ვად თი­ნას მსგავს ქალ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა არას­დროს ჰქო­ნია, მაგ­რამ მის მე­გობ­რებ­ში არის რამ­დე­ნი­მე თი­ნას­ნა­ი­რი. გი­ორ­გის გა­და­სა­ღებ მო­ე­დან­ზე შევ­ხვდით, ერთ-ერთ რეს­ტო­რან­ში, სა­დაც დი­ტოს საძ­მა­კა­ცოს ერთ-ერთ ეპი­ზოდს იღებ­დნენ.

- შენი აზ­რით, რა­ტომ მოს­წონთ შენი პერ­სო­ნა­ჟი?

- (იღი­მის) ჩემი აზრი ასე­თია - ჩვენ ყვე­ლა­ნი ვგიჟ­დე­ბო­დით ფილ­მის "ერთხელ ამე­რი­კა­ში" გმი­რებ­ზე, რომ­ლე­ბიც სუ­ლაც არ იყ­ვნენ კარ­გი ადა­მი­ა­ნე­ბი, მა­ფი­ო­ზე­ბი და ძა­ლი­ან ცუდი პერ­სო­ნა­ჟე­ბი გახ­ლდნენ. ალ­ბათ იმ ადა­მი­ა­ნებს, რომ­ლებ­საც მოს­წონთ ჩემი პერ­სო­ნა­ჟი, არ ჰქო­ნი­ათ შე­ხე­ბა 90-იანი წლე­ბის ამ­გვარ ტი­პა­ჟებ­თან და გარ­კვე­ულ რო­მან­ტიზმს იწ­ვევს. ხომ არი­ან მა­მა­კა­ცე­ბი, რომ­ლე­ბიც არ ბლა­ტა­ო­ბენ და ფული აქვთ?!. ეტყო­ბა, ქა­ლებს მა­ინც ის მოს­წონთ, რომ კაცი მთა­სა­ვით ედ­გეთ. ფულ­თან ერ­თად ისე­თი ტი­პიც უნ­დათ, რო­მე­ლიც მათ და­ი­ცავს. ვერსკის­ნა­ი­რი ტი­პე­ბი არ მო­მწონს, მაგ­რამ მი­ხა­რია, რომ ჩემი პერ­სო­ნა­ჟი მოს­წონთ. რე­ა­ლუ­რად დი­ტოს საძ­მა­კა­ცოს მო­სა­წო­ნი არა­ფე­რი აქვს.

- გქო­ნია ამ­გვარ ადა­მი­ა­ნებ­თან შე­ხე­ბა, ალ­ბათ...

- რა თქმა უნდა. ბევ­რი ასე­თი ადა­მი­ა­ნი დავ­კარ­გეთ. ბევ­რი ასე­თი მე­გო­ბა­რი მყავ­და, რო­მე­ლიც ცო­ცხა­ლი აღარ არის ამ ტი­პის ცხოვ­რე­ბის გამო. ზოგი წამ­ლით გა­ი­პა­რა, ზოგი ავა­რი­ა­ში და­ი­ღუ­პა. მე არას­დროს ვყო­ფილ­ვარ ასე­თი ტიპი. ჩემ დროს მო­და­ში იყო ეს ყვე­ლა­ფე­რი, ან ასე­თი უნდა ყო­ფი­ლი­ყა­ვი, ან - სათ­ვა­ლი­ა­ნი და "სკრი­პ­კა­ზე" და­გეკ­რა. მეც ვცდი­ლობ­დი, ჩემს ძმა­კა­ცებ­თან ერ­თად, მოძ­ველ­ბი­ჭო, მო­ჩხუ­ბა­რი ტი­პე­ბი ვყო­ფი­ლი­ყა­ვი, რად­გან გო­გო­ნებს ასე­თე­ბი მოს­წონ­დათ, მაგ­რამ, რო­გორც ჩანს, მალე მო­ვე­გე გონს. ოჯახ­მა გა­და­მარ­ჩი­ნა, გა­მიშ­ვეს კვიპ­როს­ზე, რომ რა­ი­მე შარ­ში არ აღ­მოვ­ჩე­ნი­ლი­ყა­ვი. კვიპ­რო­სი­დან დავ­ბრუნ­დი სა­ყუ­რით და ჩემი ძველ­ბი­ჭო­ბა აღარ გა­მო­დი­ო­და. რა­ღაც პე­რი­ო­დი გა­მი­ჭირ­და, მაგ­რამ მერე თან­და­თან შე­ე­გუვ­ნენ, რომ მომ­წონ­და ბე­რე­ტი თავ­ზე და სა­ყუ­რე. ყვე­ლას რომ "501" "ლე­ვი­სე­ბი" ეცვა, მე სხვა­ნა­ირ ჯინსს ვიც­ვამ­დი. სულ იყო ჩხუ­ბი, ბევ­რჯერ მი­ჩხუ­ბია ჩემი სა­ყუ­რის და სხვა რა­ღა­ცე­ბის გა­მოც.

- რით არ მოგ­წონს კონ­კრე­ტუ­ლად ვერსკი?

- პერ­სო­ნა­ჟი მომ­წონს, უბ­რა­ლოდ, მისი მსოფ­ლმხედ­ვე­ლო­ბა არ მომ­წონს. დი­ტოს პერ­სო­ნაჟს რომ ეუბ­ნე­ბა, ყვე­ლა ქალი ჩემ­თვის ნა­შაა, ჩემი ძმა­კა­ცის დე­ბის, ცო­ლე­ბი­სა და დე­დე­ბის გარ­დაო, ეს სა­სა­ცი­ლოა. ვერსკი თავ­ხე­დი­ცაა, თავ­და­ჯე­რე­ბუ­ლი. თავ­და­ჯე­რე­ბუ­ლო­ბა კარ­გია, მაგ­რამ მთა­ვა­რია, სა­კუ­თარ თავ­ზე შეყ­ვა­რე­ბუ­ლი "ბალ­ვა­ნი" არ იყო, ვერსკი კი ცოტა "ბალ­ვა­ნია". თან პი­ჟო­ნია, ჩახ­სნი­ლი პე­რან­გე­ბი აც­ვია, სათ­ვა­ლე უკე­თია, მაგ­რამ თან პე­დან­ტია, მკაც­რად აკონ­ტრო­ლებს ფერ­თა გა­მას.

- ეს სათ­ვა­ლე ძა­ლი­ან გიხ­დე­ბა. ეს იმი­ჯი თა­ვად მო­ი­ფიქ­რე?

- მად­ლო­ბა, სე­რი­ა­ლის მხატ­ვარ­თან ერ­თად მო­ვი­ფიქ­რე. დი­ტოს პერ­სო­ნაჟს ასე­თი ძმა­კა­ცი უნდა ჰყო­ლო­და. ნელ-ნელა ჩა­მო­ვა­ყა­ლი­ბეთ ასე­თი ტიპი თა­ვი­სი ჩაც­მუ­ლო­ბით.

- შენი ოჯა­ხის წევ­რე­ბი რო­გორ აღიქ­ვა­მენ შენს როლს?

- ყვე­ლა უყუ­რებს, ჩემი მშობ­ლე­ბის გარ­და (იცი­ნის), რად­გან არ გვაქვს გა­და­სახ­ვე­ვი სა­შუ­ა­ლე­ბა, ისი­ნი კი მა­ინ­ცდა­მა­ინც იმ დროს ვერ ხვდე­ბი­ან ტე­ლე­ვი­ზორ­თან. ზუ­რას სა­ერ­თოდ არ უყ­ვარს სე­რი­ა­ლე­ბი, ჩემ გამო "ჩემი ცო­ლის და­ქა­ლე­ბის" რამ­დე­ნი­მე სე­რი­ას უყუ­რა მხო­ლოდ. ჩემი და ინ­ტერ­ნე­ტით სულ უყუ­რებს.

- მა­მას რა­ი­მე შე­ნიშ­ვნა ხომ არ ჰქონ­და ამ როლ­ზე?

- ამ როლ­თან და­კავ­ში­რე­ბით არა, ისე, სულ მაძ­ლევს შე­ნიშ­ვნებს, თუ რა­ი­მე არ მო­ე­წო­ნე­ბა. სე­რი­ალს არ უყუ­რებს, რომ შე­ნიშ­ვნე­ბი მომ­ცეს, მაგ­რამ ფილ­მი ნახა - "ჩემი ცო­ლის და­ქა­ლის ქორ­წი­ლი", და კმა­ყო­ფი­ლი დარ­ჩა.

- შენს მე­უღ­ლეს, ანი ჩიკ­ვი­ლა­ძეს თუ მოს­წონს ეს როლი?

- მოს­წონს, მაგ­რამ ეჭ­ვი­ა­ნობს ცო­ტას (იღი­მე­ბა). თი­ნე­ი­ჯე­რებ­მა ხმა­მა­ღა­ლი მე­სი­ჯე­ბის გა­მოგ­ზავ­ნა იცი­ან. ვი­ღა­ცას გა­უ­კე­თე­ბია "ფე­ის­ბუქ­ზე" ვერსკის გვერ­დი. ძა­ლი­ან მე­რი­დე­ბა, ვი­ღა­ცას არ ეგო­ნოს, რომ მე გა­ვა­კე­თე, თა­ნაც, ისე­თი გრა­მა­ტი­კუ­ლი შეც­დო­მე­ბია - მა­გა­ლი­თად, წე­რია, "ეს ვერსკის ბა­შია", ბავ­შვის მა­გივ­რად. მერე ქვე­ვით კო­მენ­ტა­რი იყო და­ტო­ვე­ბუ­ლი, ბავ­შვი უნდა ეწე­რო­სო. ძა­ლი­ან შემ­რცხვა, იმე­დია, არა­ვის ჰგო­ნია, რომ მე გა­ვა­კე­თე.

- და ანი რა­ტომ ეჭ­ვი­ა­ნობს?

- პა­ტა­რა გო­გო­ნე­ბი მწე­რენ "ფე­ის­ბუქ­ზე". ანი მე­უბ­ნე­ბა, ახლა წე­სი­ე­რა­დო! ჩემი ცო­ლიც ასე ხში­რად რომ იყოს ტე­ლე­ეკ­რა­ნებ­ზე, მეც მო­მე­ღი­ტი­ნე­ბო­და მუ­ცელ­ში (იცი­ნის).

- ქუ­ჩა­ში რა ხდე­ბა?

- ზო­ო­პარკში რომ ირე­მი დგას და ყვე­ლა ფო­ტოს იღებს, იმ ირ­მის როლ­ში ვარ. ბევ­რს უნდა ფო­ტოს გა­და­ღე­ბა (იღი­მე­ბა). ეს ძა­ლი­ან სა­სი­ა­მოვ­ნოა. ამას წი­ნათ ბა­ტო­ნი რეზო თა­ვარ­თქი­ლა­ძის ვარ­სკვლა­ვის გახ­სნა­ზე ვი­ყა­ვი თე­ატ­რში და იქაც ერთი ამ­ბა­ვი იყო, ბავ­შვებს ძა­ლი­ან მოს­წონთ ჩვე­ნი გმი­რე­ბი, თუმ­ცა მე, გი­ორ­გი ყიფ­ში­ძეს, მირ­ჩევ­ნია, ასე­თი ამ­ბა­ვი თე­ატ­რში ნა­თა­მა­შე­ვი რო­ლის გამო იყოს.

იხი­ლეთ ინ­ტერ­ვი­უს სრუ­ლი ვერ­სია www.reitingi.ge-ზე

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

რისგან იხსნა ოჯახმა გიორგი ყიფშიძე

რისგან იხსნა ოჯახმა გიორგი ყიფშიძე

"ჩემი ცოლის დაქალების" პერსონაჟების, ვერსკისა (გიორგი ყიფშიძე) და თინას (მაკა ძაგანია) სიყვარულის განვითარებას უკვე თავად სერიალის მაყურებლები ითხოვენ. როგორც ჩანს, აინტერესებთ, როგორ შეეწყობიან მოძველბიჭო ვერსკი და ინტელექტუალი თინა ერთმანეთს. ალბათ ეს ორი პერსონაჟი ძალიან სახალისო წყვილს შექმნიდა, თუმცა არავინ იცის, რას და როგორ მოიფიქრებს სერიალის სცენარისტი.

გიორგი ყიფშიძეს ეს არცთუ წარმოუდგენლად მაიჩნია. თავად თინას მსგავს ქალთან ურთიერთობა არასდროს ჰქონია, მაგრამ მის მეგობრებში არის რამდენიმე თინასნაირი. გიორგის გადასაღებ მოედანზე შევხვდით, ერთ-ერთ რესტორანში, სადაც დიტოს საძმაკაცოს ერთ-ერთ ეპიზოდს იღებდნენ.

-  შენი აზრით, რატომ მოს­წონთ შენი პერსონაჟი?

-  (იღიმის) ჩემი აზრი ასეთია - ჩვენ ყველანი ვგიჟდებოდით ფილმის "ერთხელ ამერიკაში" გმირებზე, რომლებიც სულაც არ იყვნენ კარგი ადამიანები, მაფიოზები და ძალიან ცუდი პერსონაჟები გახლდნენ. ალბათ იმ ადამიანებს, რომლებსაც მოსწონთ ჩემი პერსონაჟი, არ ჰქონიათ შეხება 90-იანი წლების ამგვარ ტიპაჟებთან და გარკვეულ რომანტიზმს იწვევს. ხომ არიან მამაკაცები, რომლებიც არ ბლატაობენ და ფული აქვთ?!. ეტყობა, ქალებს მაინც ის მოსწონთ, რომ კაცი მთასავით ედგეთ. ფულთან ერთად ისეთი ტიპიც უნდათ, რომელიც მათ დაიცავს. ვერსკისნაირი ტიპები არ მო­მწონს, მაგრამ მიხარია, რომ ჩემი პერსონაჟი მოსწონთ. რეალურად დიტოს საძმაკაცოს მოსაწონი არაფერი აქვს.

-  გქონია ამგვარ ადამიანებთან შეხება, ალბათ...

-  რა თქმა უნდა. ბევრი ასეთი ადამიანი დავკარგეთ. ბევრი ასეთი მეგობარი მყავდა, რომელიც ცოცხალი აღარ არის ამ ტიპის ცხოვრების გამო. ზოგი წამლით გაიპარა, ზოგი ავარიაში დაიღუპა. მე არასდროს ვყოფილვარ ასეთი ტიპი. ჩემ დროს მოდაში იყო ეს ყველაფერი, ან ასეთი უნდა ყოფილიყავი, ან - სათვალიანი და "სკრიპკაზე" დაგეკრა. მეც ვცდილობდი, ჩემს ძმაკაცებთან ერთად, მოძველბიჭო, მოჩხუბარი ტიპები ვყოფილიყავი, რადგან გოგონებს ასეთები მოსწონდათ, მაგრამ, როგორც ჩანს, მალე მოვეგე გონს. ოჯახმა გადამარჩინა, გამიშვეს კვიპროსზე, რომ რაიმე შარში არ აღმოვჩენილიყავი. კვიპროსიდან დავბრუნდი საყურით და ჩემი ძველბიჭობა აღარ გამოდიოდა. რაღაც პერიოდი გამიჭირდა, მაგრამ მერე თანდათან შეეგუვნენ, რომ მომწონდა ბერეტი თავზე და საყურე. ყველას რომ "501" "ლევისები" ეცვა, მე სხვანაირ ჯინსს ვიცვამდი. სულ იყო ჩხუბი, ბევრჯერ მიჩხუბია ჩემი საყურის და სხვა რაღაცების გამოც.

-  რით არ მოგწონს კონკრეტულად ვერსკი?

-  პერსონაჟი მომწონს, უბრალოდ, მისი მსოფლმხედველობა არ მომწონს. დიტოს პერსონაჟს რომ ეუბნება, ყველა ქალი ჩემთვის ნაშაა, ჩემი ძმაკაცის დების, ცოლებისა და დედების გარდაო, ეს სასაცილოა. ვერსკი თავხედიცაა, თავდაჯერებული. თავდაჯერებულობა კარგია, მაგრამ მთავარია, საკუთარ თავზე შეყვარებული "ბალვანი" არ იყო, ვერსკი კი ცოტა "ბალვანია". თან პიჟონია, ჩახსნილი პერანგები აცვია, სათვალე უკეთია, მაგრამ თან პედანტია, მკაცრად აკონტროლებს ფერთა გამას.

-  ეს სათვალე ძალიან გიხდება. ეს იმიჯი თავად მოიფიქრე?

-  მადლობა, სერიალის მხატვართან ერთად მოვიფიქრე. დიტოს პერსონაჟს ასეთი ძმაკაცი უნდა ჰყოლოდა. ნელ-ნელა ჩამოვაყალიბეთ ასეთი ტიპი თავისი ჩაცმულობით.

-  შენი ოჯახის წევრები როგორ აღიქვამენ შენს როლს?

-  ყველა უყურებს, ჩემი მშობლების გარდა (იცინის), რადგან არ გვაქვს გადასახვევი საშუალება, ისინი კი მაინცდამაინც იმ დროს ვერ ხვდებიან ტელევიზორთან. ზურას საერთოდ არ უყვარს სერიალები, ჩემ გამო "ჩემი ცოლის დაქალების" რამდენიმე სერიას უყურა მხოლოდ. ჩემი და ინტერნეტით სულ უყურებს.

-  მამას რაიმე შენიშვნა ხომ არ ჰქონდა ამ როლზე?

-  ამ როლთან დაკავშირებით არა, ისე, სულ მაძლევს შენიშვნებს, თუ რაიმე არ მოეწონება. სერიალს არ უყურებს, რომ შენიშვნები მომცეს, მაგრამ ფილმი ნახა - "ჩემი ცოლის დაქალის ქორწილი", და კმაყოფილი დარჩა.

-  შენს მეუღლეს, ანი ჩიკვილაძეს თუ მოსწონს ეს როლი?

-  მოსწონს, მაგრამ ეჭვიანობს ცოტას (იღიმება). თინეიჯერებმა ხმამაღალი მესიჯების გამოგზავნა იციან. ვიღაცას გაუკეთებია "ფეისბუქზე" ვერსკის გვერდი. ძალიან მერიდება, ვიღაცას არ ეგონოს, რომ მე გავაკეთე, თანაც, ისეთი გრამატიკული შეცდომებია - მაგალითად, წერია, "ეს ვერსკის ბაშია", ბავშვის მაგივრად. მერე ქვევით კომენტარი იყო დატოვებული, ბავშვი უნდა ეწეროსო. ძალიან შემრცხვა, იმედია, არავის ჰგონია, რომ მე გავაკეთე.

-  და ანი რატომ ეჭვიანობს?

-  პატარა გოგონები მწერენ "ფეისბუქზე". ანი მეუბნება, ახლა წესიერადო! ჩემი ცოლიც ასე ხშირად რომ იყოს ტელეეკრანებზე, მეც მომეღიტინებოდა მუცელში (იცინის).

-  ქუჩაში რა ხდება?

-  ზოოპარკში რომ ირემი დგას და ყველა ფოტოს იღებს, იმ ირმის როლში ვარ. ბევრს უნდა ფოტოს გადაღება (იღიმება). ეს ძალიან სასიამოვნოა. ამას წინათ ბატონი რეზო თავართქილაძის ვარსკვლავის გახსნაზე ვიყავი თეატრში და იქაც ერთი ამბავი იყო, ბავშვებს ძალიან მოსწონთ ჩვენი გმირები, თუმცა მე, გიორგი ყიფშიძეს, მირჩევნია, ასეთი ამბავი თეატრში ნათამაშევი როლის გამო იყოს.

იხილეთ ინტერვიუს სრული ვერსია www.reitingi.ge-ზე

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება