სამ საარჩევნო ოლქში პარლამენტის შუალედური არჩევნები მიმდინარეობს

სამ საარჩევნო ოლქში პარლამენტის შუალედური არჩევნები მიმდინარეობს

სამ საარჩევნო ოლქში დღეს პარლამენტის შუალედური არჩევნები ტარდება. არჩევნები მაჟორიტარული წესით ნაძალადევის, ბაღდათისა და სამტრედიის საარჩევნო ოლქებში იმართება.

ნაძალადევის საარჩევნო ოლქის მაჟორიტარი დეპუტატის მანდატისთვის ერთმანეთს 9 კანდიდატი დაუპირისპირდება: თამარ კორძაია - "ბიძინა ივანიშვილი-ქართულ ოცნება"; მირზა დავითაია - "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა"; გიორგი გუგავა - ლეიბორისტულ პარტია; კახა კუკავა - "თავისუფალ საქართველო"; გიორგი ლილუაშვილი - "მერაბ კოსტავას საზოგადოება"; გია ნემსაძე - "საქართველოს მშრომელთა საბჭო"; ხვიჩა ასანიძე – მოძრაობა სამართლიანი საქართველოსთვის; იოსებ მანჯავიძე –საინიციატივო ჯგუფი; ზვიად ჩიტიშვილი - საინიციატივო ჯგუფი;

ბაღდათის საარჩევნო ოლქში 8 კანდიდატია წარდგენილი – პაატა კიკნაველიძე - "ბიძინა ივანიშვილი-ქართულ ოცნება"; ვლადიმერ წიქორიძე - "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა"; დავით შარაბიძე – "ეროვნულ-დემოკრატიული პარტია"; არჩილ იოსელიანი - "საქართველოს მშრომელთა საბჭო"; ლაშა თამაზაშვილი - "თავისუფლება-ზვიად გამსახურდიას გზა"; პაატა ბაკურაძე – "მოძრაობა სამართლიანი საქართველოსთვის"; ზურაბ მსხვილიძე - საინიციატივო ჯგუფი; რომან რობაქიძე - საინიციატივო ჯგუფი.

სამტრედიის საარჩევნო ოლქში კი არჩევნებში მაჟორიტარობის ხუთი კანდიდატი მონაწილეობს – გიორგი კახიანი - "ბიძინა ივანიშვილი-ქართულ ოცნება"; ემზარ შუბლაძე - "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა"; მორისონ ქობულია -"საქართველოს მშრომელთა საბჭო"; ბადრი გოგელაშვილი – "თავისუფლება-ზვიად გამსახურდიას გზა"; გოჩა ბაძგარაძე – "მოძრაობა სამართლიანი საქართველოსთვის".

ცესკოს ინფორმაციით, შუალედური არჩევნებისათვის ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 212 698-ს შეადგენს. მათ შორის ნაძალადევში 140 892 ამომრჩეველია, ბაღდათის საარჩევნო ოლქში – 23 351, ხოლო სამტრედიის საარჩევნო ოლქში 48 455 ამომრჩეველია რეგისტრირებული.

რაც შეეხება საარჩევნო უბნებს, ნაძალადევში 99 უბანია, ბაღდათში- 28, სამტრედიაში კი - 50.

საარჩევნო უბნები სამივე საარჩევნო ოლქში 07:00 საათზე გაიხსნა. ამომრჩეველს კი ხმის მიცემა 08:00 საათიდან 20:00 საათამდე შეეძლება.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა