პედრო ალმოდოვარი ნინო ხომასურიძეს პენელოპა კრუსსა და ჰავიერ ბარდემთან ერთად იღებს

პედრო ალმოდოვარი ნინო ხომასურიძეს პენელოპა კრუსსა და ჰავიერ ბარდემთან ერთად იღებს

ნინო ხომასურიძის ტრაგიკული ამბის შესახებ, ჩვენს ჟურნალში მცირე ხნის წინ დიდი მასალა გამოქვეყნდა. მაშინ მსახიობი თავისი ცხოვრების შუქ-ჩრდილებზე გულახდილად ჰყვებოდა, მას მეუღლე დაეღუპა, შვილი კი დიდი ხნის წინ მოსკოვში დაიკარგა და დედას მის შესახებ დღემდე არ აქვს ინფორმაცია. როცა ჩვენმა ჟურნალისტმა ეს ინტერვიუ ჩაწერა, მაშინ მსახიობი ასევე ამბობდა, რომ ახალ ფილმში სათამაშოდ პედრო ალმოდოვარმა მიიწვია. 2011 წლის სექტემბერში ჩვენი რესპონდენტი ესპანეთში გაემგზავრა, სადაც ალმოდოვარმა თავისი ახალი ნამუშევრის შექმნა დაიწყო. ნინო პარტნიორობას ჰავიერ ბარდემსა და პენელოპა კრუსს უწევს. მსახიობი მცირე ხნით საქართველოში ჩამოვიდა. სანამ ისევ ესპანეთში დაბრუნდებოდა, მანამდე შევხვდით... რამდენიმე შეკითხვაზე პასუხისგან ნინო ხომასურიძემ თავი შეიკავა, აღმოჩნდა, რომ კონტრაქტით, ფილმზე დეტალურად ლაპარაკი ეკრძალება.

- პედრო ალმოდოვარმა ის ფრანგული ფილმი ნახა, რომელშიც ვმონაწილეობდი. ფილმის სახელია "როცა ოთარი წავიდა". ზოგი თარგმნის შემდეგნაირად - "წერილები საქართველოდან". ალმოდოვარი ფილმის ნახვის შემდეგ დაინტერესდა ჩემით და დამიკავშირდა. ახალ ფილმში მონაწილეობა შემომთავაზა, თუმცა პირობა ჩამომართვა, რომ წონაში მოვიმატებდი. ალმოდოვარის თხოვნით, 12 კილო მოვიმატე. მომატება არ გამჭირვებია, დაკლება გამიჭირდა, რადგან პატარა გოგო არ ვარ. შუაღამისას ხაჭაპურებს მივირთმევდი. ჭამა მიყვარს, გურმანი და კარგი მზარეული გახლავართ, მაგრამ ამის შემდეგ ხაჭაპურის დანახვა არ მინდოდა. კიდევ ერთი მოთხოვნა იყო, რომ თავი უნდა გადამეპარსა. როცა ალმოდოვარს ველაპარაკე, მაშინ თავი უკვე მქონდა გადაპარსული. ინტერნეტით ვიკონტაქტეთ და მხედავდა. მე უცებ ვიცი ხოლმე ვარცხნილობის რადიკალურად შეცვლა. მაშინაც რაღაცამ დამარტყა და გადავიპარსე. ასეთი თავით რომ დამინახა, ძალიან მოეწონა. ესპანეთში გამგზავრებამდე კიდევ გადავიპარსე ნულზე.

- თქვენი აზრით, რა დაინახა თქვენში ალმოდოვარმა?

- დიდი ნიჭი (იცინის), ვხუმრობ. მივხვდი, რას დაინახავდა. ალმოდოვარს განსხვავებული შინაგანი რიტმი აქვს, რაც მე ძალიან მომეწონა. შესაძლოა, გარეგნულად მშვიდად იყოს. არ ვედრები, მაგრამ მეც იგივე ტემპერამენტი მაქვს. შესაძლოა, ეს დაიჭირა.

- ფილმებში მას ძლიერი ხასიათის ქალები ჰყავს.

- ალბათ ესეც დაიჭირა. საერთოდ, მას ამ მხრივ განსხვავებული გემოვნება აქვს. როცა მადრიდში ჩავედი, ქუჩაში სეირნობისას ოპერის თეატრზე გამოკრული აფიშა ვნახე, სადაც უილიამ დეფოს სახელი და გვარი ეწერა. ძალიან მიყვარს ეს მსახიობი და გამიკვირდა, რა უნდოდა ოპერის თეატრში, ხომ არ ამღერდა-მეთქი, ვიფიქრე. სასწრაფოდ შევედი და წარმოდგენას დავესწარი, დეფო დეკლამატორის ამპლუაში გახლდათ და არა მომღერლის. მის გამოსვლას მოვუსმინე და კმაყოფილი გამოვედი. ალმოდოვარს, მაგალითად, უილიამ დეფო არ უყვარს. ბანდერასზე აფანატებს და მიიჩნევს, რომ მადრიდში მასზე ნიჭიერი არტისტი არ არის.

- ისევ იმ თემას დავუბრუნდები, რა აღმოაჩინა ალმოდოვარმა თქვენში. თქვენი ტრაგიკული ცხოვრების ამბავი ხომ არ დაინახა?

- ამას თავად მეუბნებოდა - ჩვენ ვხუმრობთ, ვლაპარაკობთ, შენ კი მაინც სულ გეტირება და ის სიმძიმე დაგაქვს, რაც მე ძალიან მიყვარსო. ბევრჯერ შეუმჩნევია რეპეტიციაზე, როცა ჩემთან არ მუშაობდა, ჩემთვის ვიჯექი, მაგრამ თან ვიყავი, თან არა.

- იცოდა თქვენი ამბავი?

- იცოდა ათასი ნაცნობისგან. ვუთხარი, ეკითხა რაც აინტერესებდა, მაგრამ არაფერი უკითხავს.

- მადრიდში როდის ჩახვედით?

- 17 სექტემბერს. ორი ქალი დამხვდა. მათ ჯერ ჟესტების ენაზე ველაპარაკებოდი, შემდეგ ენა კარგად ვისწავლე ესპანეთში ყოფნისას. მკითხეს, სასტუმროში მივიდოდი თუ პირდაპირ რეჟისორთან. მე და ალმოდოვარი ერთმანეთს კარგი, ძველი ნაცნობებივით შევხვდით. ყავა შემომთავაზა, მაგრამ ვიუარე, რადგან 5 წელია, ჯანმრთელობისsalesland.ge - ფასდაკლებებისsalesland.ge - ფასდაკლებების სამყარო! სამყარო! გამო ყავას ვერ ვსვამ. ჩაი გააკეთა. ვისაუბრეთ სცენარის შესახებ და დამპირდა, რომ ტექსტს რუსულად ათარგმნინებდა. იქ ბევრი რუსია, უკრაინელიც, ასე რომ, ამისი პრობლემა არ ყოფილა. მე სურვილი გამიჩნდა, ესპანური კარგად მესწავლა. თავიდან ფილმის დასაწყისში ჩემი პერსონაჟი, ემიგრანტი ქალი, ესპანურად არ ლაპარაკობს, ქართულადაც კი აქვს ფრაზები. მერე კი გავბრაზდი, ამხელა ქალი ჩავედი და ესპანურად ვერ უნდა მელაპარაკა? თან დღე-ღამეში სამი საათი მძინავს. დილით ტელევიზორს რომ ჩავრთავდი, საღამომდე მზარეული იდგა და კერძების მომზადებას ასწავლიდა მთელ ესპანეთს. მზარეულები დიდ პატივში ჰყავთ. მე მათი სამზარეულო არ მომეწონა. ვიფიქრე, ამ ყველაფრის ყურებას ენის სწავლა ჯობდა. დავიწყე სწავლა, თუმცა წიგნში წაკითხული და რეალური ესპანური ძალიან განსხვავდება ერთმანეთისგან. სხვადასხვა დიალექტზე საუბრობენ. თანდათან ამასაც ავუღე ალღო და თავიდან შეცდომებით დავიწყე ლაპარაკი, მერე გავაუმჯობესე. ალმოდოვარი გაგიჟდა, როცა ნახა, რომ ესპანურად ავლაპარაკდი და მითხრა, მოკლე დროში შეუძლებელი გააკეთეო.

19 დეკემბერს დაბადების დღე გადამიხადეს ლუდითა და იქაური კერძებით.

- მსახიობებიც ესწრებოდნენ?

- სხვა მსახიობებთან ნაკლები შეხება მქონდა. ჩემს სცენებს ვთამაშობდი, თუმცა ძალიან სასიამოვნო და საინტერესო ხალხი გავიცანი, მსახიობები, მხატვრები, მწერლები. საქართველოს შესახებ ბევრი არაფერი იციან, უფრო მეტად რუსულ კულტურას იცნობენ, იციან ჩეხოვი, დოსტოევსკი. ესპანელები არც ისეთი ლამაზი ხალხია, მხოლოდ ბოშები გამოირჩევიან, შავგვრემანები დიდი მწვანე თვალებით. იქ ლეგალიზებულია მარიხუანის მოწევა, სასიყვარულო ამბებიც პირდაპირ ქუჩებში ხდება, თუმცა ვეკითხებოდი, ეს არის თავისუფლება-მეთქი? მადრიდში რომ წავედი, მხრებით ჩემი ქვეყანა მიმქონდა და მინდოდა, ჩემი ქვეყნის სახე მეჩვენებინა, თუმცა ეს არავის დაუვალებია. ესპანეთში კი, როცა ქუჩაში გახვალ, შესაძლოა, იქვე წყვილი სიყვარულს ეძლეოდეს. ეს მათი ცხოვრების წესია. გინდა ასი კაცი უყურებდეს, აკოცებს და სადაც უნდა, ქალს ხელს იქ მოჰკიდებს.

- ალმოდოვარი ისეთი აღმოჩნდა, როგორიც წარმოგედგინათ?

- განსხვავებულია და ეს ყველამ იცის. განსხვავებული ორიენტაციით, ორ­იგინალური ხელწერით კინოში. არ არის ფიცხი. კარგად ფლობს საკუთარ თავს და წონასწორობიდან ვერ გამოიყვან. არაჩვეულებრივად მუშაობს მსახიობებთან. გადასაღებ მოედანზე თავისუფლებასაც აძლევს. იმპროვიზაციის საშუალება მომცა. თუკი მოსწონხარ, როგორც მსახიობი, კაიფობს იმაზე, რასაც გაკეთებინებს, მაგრამ თუ თავად გააკეთებ რაიმეს, მოწონების შემთხვევაში მიიღებს.

- ჰავიერ ბარდემი და პენელოპა კრუსი მონაწილეობენ ამ ფილმში.

- ბარდემთან მაქვს საერთო სცენები, კრუსთან ნაკლებად. გვაქვს შეხება მხოლოდ თვალებით, როგორც შეიძლება, ქალმა ემიგრანტ მოსამსახურეს შეხედოს.

- ერთ-ერთი სატელევიზიო გამოსვლისას თქვით, რომ პენელოპა კრუსს ვარსკვლავური დაავადება შეატყვეთ.

- კი, ნამდვილად შევატყვე, რაც ბარდემს არ აქვს. ესპანეთში ძალიან იგრძნობა მატრიარქატი, ქალი პირველია. ცოლი ქმარს უნდა გაუტყლაშუნებს, უნდა გააგდებს, მართვის სადავე ქალს უკავია. თავიდან ცოტა დისტანციას იცავდა კრუსი. ის იმ დონის ვარსკვლავია, ასეთი რამ არ უნდა სჭირდებოდეს. სულ რომ ანა მანიანი გაცოცხლდეს, არც ის უნდა მოიქცეს ამგვარად. მე რომ უცხო მსახიობთან ერთად ვითამაშო, თავი მაღლა არ უნდა დავიჭირო.

- ცოტა გათამამებული ხომ არ არის?

- ძალიან, ვინაიდან პედროს ძალიან უყვარს. ბედნიერებაა, როცა მსახიობსა და რეჟისორს შორის ასეთი გაგება სუფევს. პენელოპა უყვარს, ბანდერასზე აბოდებს... როცა ზედმეტად მომეფერა ალმოდოვარი, შესაძლოა, ცოტა იეჭვიანა კიდეც, მაგრამ შემდეგ ეს დისტანცია დაირღვა. ბარდემს კი არაჩვეულებრივი ხასიათი აქვს. შინაგანად ძალიან ინტელექტუალური ადამიანია. თუმცა ალმოდოვარს ბანდერასი ბევრად მოსწონს, როგორც მსახიობი, ვიდრე ჰავიერ ბარდემი.

- თქვენი გმირი ტრაგიკული ადამიანია?

- როდის ჰყავს მხიარული პერსონაჟები ალმოდოვარს? საქართველოდან დამძიმებული ჩადის და იქ უნდა იმუშაოს, ოცნებობდა აქტრისობაზე. ბევრს ვერ ვისაუბრებ, რადგან კონტრაქტის მიხედვით, არ შემიძლია ფილმის სახელწოდების, ჩემი ჰონორარის გამხელა, ვერ მოვყვები ფილმის შინაარსს. თავიდანვე ვიკითხე, თბილისში რომ დავბრუნდებოდი, უნდა მომეყოლა თუ არა დეტალები, ვუთხარი, ალბათ დაინტერესდებიან-მეთქი ამ ამბით. მაგრამ შესაძლოა, ბევრი რამ შეიცვალოს, ალმოდოვარი გადაღებისას ბევრ რამეს ცვლის, დიალოგებს შლის და ახალს წერს.

- შესაძლოა, ისიც არ უნდა, რომ სხვა რეჟისორებმა იცოდნენ ფილმის ფაბულა...

- რასაკვირველია. ესეც შევამჩნიე, რადგან როდესაც იქ სხვა რეჟისორებს ვხვდებოდი, მათ ძალიან არ მაახლოებდნენ. ყველასთვის ცნობილი იყო, რომ ალმოდოვართან ვმუშაობდი, მაგრამ სანამ დავამთავრებ მუშაობას, მანამდე არ არის სასურველი, სხვა რეჟისორებთან ახლო შეხება მქონდეს.

- რამდენ ხანს დარჩებით ესპანეთში?

- არ ვიცი. სექტემბერში რომ წავედი, არ ვიცოდი, რომ ამდენ ხანს მომიწევდა დარჩენა, არც ახლა ვიცი. მას იმხელა ფანტაზია აქვს, რომ თუნდაც შენს გამოხედვაზე გააკეთებს აქცენტს. წერტილი და მძიმე მოფიქრებული აქვს, მაგრამ ძალიან შემოქმედებითი ადამიანია.

- დაინტერესდა ალმოდოვარი, რამდენად მოგწონთ ის, როგორც რეჟისორი?

- ვუთხარი, რომ საქართველოში ძალიან მოდური რეჟისორია. ჩემი მეგობრების დიდი ნაწილი აფანატებს. მე მისი ორი ფილმი მიყვარს, "მაღალი ქუსლები" და "ყველაფერი დედაჩემის შესახებ". ეს ვუთხარი. სხვა ფილმები არ დამისახელებია, რადგან ეს ორი მომწონს ყველაზე მეტად.

- 2013 წელს გამოვა ფილმი და თქვენ სხვა მსახიობებთან ერთად წითელ ხალიჩაზე გაივლით. განსაკუთრებულად ემზადებით?

- არაფრისთვის აღარ ვემზადები. არც არანაირ სასწაულს არ ველოდები. ჩემი მეგობარი მეკითხებოდა, ალმოდოვარმა რომ მიგიწვია, არ არის სასწაულიო? ჩემი აზრით, არ არის. 21-ე საუკუნეა. ნახევარი საქართველო ზის და ოცნებობს, რომ ალმოდოვარმა გადაიღოს თავის ფილმში, მაგრამ ეს შეუძლებელი არ არის.

- დაკარგეთ გაკვირვების უნარი?

- სხვისი სიხარულისა და მწუხარების აღქმის უნარი უფრო დავიტოვე, ვიდრე საკუთარის. ეს ჩემს თავს ხდება? ვაიმე, ახლა მე მადრიდში ვარ? ჭიქა მომეცით, საიდანაც ალმოდოვარმა დალია - ასე არ ვფიქრობ და არ ვიქცევი. უკვე პატარა აღარ ვარ. შესაძლოა, ეს ყველაფერი ახალგაზრდობისას რომ მომხდარიყო, უფრო აჟიტირებული ვყოფილიყავი, თუმცა ზოგადად ეს პოზა არ არის, ჩემი ხასიათი მაქვს.

- ესპანელი რეჟისორებისგან გქონდათ რაიმე შემოთავაზებაsalesland.ge - ფასდაკლებების სამყარო!?

- რამდენიმემ გამოთქვა სურვილი, ესპანელი ქალი მეთამაშა, თუმცა არ ვგავარ ესპანელს. მათ ყველას დიდი მკერდი აქვთ, აქამდე ამოსული (ხელით მაჩვენებს ყელს - ავტ.შენ.). ჩემი გოგონები რომ მირეკავდნენ, ვეუბნებოდი, ესპანეთში მოდაში ვარ, მაგრამ უკანალი მე არ მაქვს და მკერდი და რატომ, ვერ გავიგე-მეთქი (იცინის). ზოგადად ჩემ მიმართ მოკრძალებას გამოხატავდნენ. სადმე რომ შევდიოდი, ყველა სხვანაირად იქცეოდა. ჯერჯერობით კონკრეტულ შემოთავაზებებზე ვერ ვილაპარაკებ, მაგრამ იყო რამდენიმე. ენა თუ არ იცი, ძალიან ძნელია კინოსა თუ სერიალში მოხვედრა. რომ ავლაპარაკდი, უფრო მეტად მომაქციეს ყურადღება.

- მნიშვნელოვანია თქვენთვის, რომ საქართველოშიც გადაგიღონ?

- მნიშვნელოვანია, მაგრამ მე "ჯღანი" ხასიათი მაქვს. საქართველოში ძალიან ბევრი შემოთავაზებაsalesland.ge - ფასდაკლებების სამყარო! მქონდა, თუნდაც სერიალებიდან, თუმცა ზოგან რეჟისორი არ მომეწონა, მეორე შემთხვევაში ამა თუ იმ მსახიობთან ერთად არ მინდოდა თამაში პიროვნული მომენტის გამო. უკვე მაქვს საინტერესო შემოთავაზებაsalesland.ge - ფასდაკლებების სამყარო!, მაგრამ არ ვიცი, ვითამაშო თუ არა. ერთი მსახიობი, ვინც მიყვარს, ამ ფილმში თამაშობს, მაგრამ მაინც ვერ გადავწყვიტე, რადგან ვინც შემომთავაზა, მას არ ვიცნობ კარგად. ხასიათის ადამიანი ვარ. ზოდიაქოთი მშვილდოსანი. ერთგან მივდივარ და უცბად მოვტრიალდები და წავალ სხვაგან. თავიდანვე ასეთი ვიყავი. რაც ვბერდები, სულ გამიმძაფრდა ეს თვისება.

- მოკლედ, პროფესიისთვის ბევრის გაღება არ გსურთ. ბევრი მსახიობისგან მსმენია, რომ ცუდ ხასიათზე ყოფილა, მაგრამ მაინც უთამაშია სპექტაკლში.

- არა, მე იცი, რა აფერისტი ვიყავი? სპექტაკლის თამაშის ხასიათზე თუ არ ვიყავი, ვრეკავდი თეატრში და ვეუბნებოდი, რომ სიცხე მქონდა და ვერ ვითამაშებდი. რეჟისორებს დუბლი არ შეჰყავდათ და სპექტაკლს ხსნიდნენ ხოლმე, ამის გამო მადლობელი ვარ მათი, მაგრამ მერე მრცხვენოდა ხოლმე. "ჯინსების თაობას" მეათასედ რომ ვთამაშობდი, მივხვდი, რომ გამოვიფიტე, ამიტომ წამოსვლა ვარჩიე. მინდა სცენაზე თამაში, მაგრამ არა ყოველდღე.

- ალმოდოვართან მუშაობისას გქონდათ მობეზრების მომენტი?

- ჯერჯერობით არა, მაგრამ როცა ისევ იქ ვიქნები, თავისუფლად შემიძლია წამოვიდე. მარჯანიშვილის თეატრი ხომ ასე დავტოვე. საკუთარი თავი დავაზიანე, ხელფასის გარეშე დავრჩი, მაგრამ სამაგიეროდ, ჩემი გავიტანე. ახლაც ვფიქრობ, რომ სწორად მოვიქეცი.

- ბოლოსკენ ისევ ალმოდოვარზე გკითხავთ. გადაღებების შესახებ გვიამბეთ.

- ცოტა თავს შევიქებ, ასე მითხრა, "პრიმერო", ანუ პირველი ხარო. მეც ვუპასუხე, იმიტომ რომ "პრიმერო" პედაგოგები მყავდა, თემურ ჩხეიძე და გიზო ჟორდანია-მეთქი.

- აინტერესებდათ ქართული კინო და თეატრი?

- არა, ეს ის ხალხია, რომელსაც მარტო თავისი აინტერესებს. ნახავს იმ შემთხვევაში, თუ ვინმე ეტყვის, რომ ძალიან მაგარია. ის ფრანგული ფილმიც ჩემი მონაწილეობით ალმოდოვარს ასე აჩვენეს.

ნინო მურღულია

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება