სან-ფრანცისკოს ყურეს სასწაულები

სან-ფრანცისკოს ყურეს სასწაულები

სან-ფრანცისკოს სანაპიროზე უამრავი ფერადი გუბეა, რომელთა შეფერილობა შინდისფრიდან ღია მწვანემდე იცვლება.

ამ მოვლენის მთელი მასშტაბის და სილამაზის შეფასება მხოლოდ თვითმფრინავის ფანჯრიდანაა შესაძლებელი: ასეთი სიმაღლიდან გუბეები გიგანტურ მოზაიკას მოგვაგონებენ.

ყველა ეს მრავალრიცხოვანი ფერადი წყალსატევი კვების მრეწველობის დარგში ერთ-ერთ მსოფლიო ლიდერს, კომპანია Cargill, Inc-ს ეკუთვნის. კომპანია ზღვისა და ოკეანის წყლებიდან მარილს მოიპოვებს.

ხელოვნურად შექმნილ წყალსატევებში წყალი ორთქლდება და მხოლოდ ზღვის მცენარეებითა და მიკროორგანიზმებით შეფერილი კრისტალიზებული მარილი რჩება, რომლის ფერი წყლის მარილიანობაზეა დამოკიდებული.

გუბეები, რომლებსაც დაბალი ან საშუალო მარილიანობა აქვს, მწვანე ან ვარდისფერი შეფერილობისაა, რაც უფრო იზრდება სიმლაშე, მით უფრო მოწითალოა პიგმენტი.

წყალსატევის ფერზე ამინდიც მოქმედებს. ძლიერი წვიმის დროს გუბეების პალიტრა იცვლება, ზოგჯერ კი საერთოდ გამჭვირვალე ხდება.

იხილეთ ფოტოგალერეა

მომზადებულია forblabla.com-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს