დაჯავშნული რობოტი ბოსტონის პოლიციის სამსახურში

დაჯავშნული რობოტი ბოსტონის პოლიციის სამსახურში

19 აპრილს ბოსტონის პოლიცია სპეცრაზმისა და ფედერალური ბიუროს ჯარისკაცებთან ერთად ბოსტონის ტერაქტის ეჭვმიტანილის დაკავებაში მონაწილეობდა. მასშტაბურ ოპერაციაში საპოლიციო ჯავშანმანქანები, უპილოტო საფრენი აპარატები, შვეულმფრენები და რობოტებიც მონაწილეობდნენ. ერთ-ერთი მათგანი პოლიციის თანამშრომელთა დაცვას უზრუნველყოფდა.

მუხლუხებიანი რობოტი როგორც დისტანციურად, ასევე ხელით იმართება. ხელით მართვის რეჟიმისთვის რობორტს შესაბამისი პულტი აქვს. ჩვეულებრივ კონფიგურაციაში მას საეჭვო ნივთების შესამოწმებლად, შენობების დასაზვერად, გზიდან დაბრკოლებების მოსაშორებლად იყენებენ. ამისთვის რობოტს კამერები და შესაბამისი აღჭურვილობა აქვს. თუმცა რობორტს კიდევ ერთი საინტერესო ფუნქცია აკისრია.

პირადი შემადგენლობის დასაცავად მას ფარის როლის შესრულება შეუძლია. ამისათვის, მასაჩუსეტსის პოლიციის მონაწილეობით შექმნილ რობოტს გასაშლელი ჯავშანფარები აქვს. მათი გაშლისას წარმოქმნილ 2,5 მ-იან დამცავ საიმედო საფარს 4-5 კაცი თავისუფლად ეფარება. სავარაუდოდ, ჯავშანფარები ავტომატის ტყვიის მოხვედრასაც უძლებენ. ღამის პირობებში სამოქმედოდ, ჯავშანფარებზე გარედან რამდენიმე პროჟექტორია დაყენებული. დაკეცილ კონფიგურაციაში ჯავშანფარები რობოტზე ზემოდან ლაგდება.

მოამზადა ნუკრი მგელაძემ popmech.ru-ის მიხედვით.

"ტელეფონი დავამტვრიე, ჩემები რომ დამირეკავდნენ, რუსს არ ეთქვა: აქ ბევრი მკვდარია, თქვენ რომელი გინდათო..." - შინდისის ბრძოლას გადარჩენილის ნაამბობი

83 წლის მამაკაცი, რომელიც კახეთში პოლიციელებს თავს დაესხა, გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა

"დღეს გულისამაჩუყებელი ამანათი მივიღეთ..." - უცნობი ამერიკელი ჯარისკაცის წერილი ავღანეთში დაღუპულ ქართველ მებრძოლზე