ანჯელინა ჯოლი რესტორანში ”აბუჩად აიგდეს”

ანჯელინა ჯოლი რესტორანში ”აბუჩად აიგდეს”

ჰოლივუდის ვარსკვლავი ანჯელინა ჯოლი ლოს-ანჯელესში ერთ-ერთ რესტორანში სადილობდა, როდესაც ადმინისტრაციამ სხვა მაგიდაზე გადასვლა სთხოვა.

მსახიობი კერძს გემრიელად შეექცეოდა, როდესაც რესტორნის წარმომადგენლები მასთან მივიდნენ და აუხსნეს, რომ გარკვეული მიზეზის გამო სხვა მაგიდაზე გადასვლა მოუწევს. ანჯელინას მათთვის ყურადღება არ მიუქცევია და სადილობა მშვიდად განაგრძო.

"მათ მსახიობს მორიდებით აუხსნეს, რომ უფრო დიდ მაგიდაზე რესტორნის სხვა მხარეს გადაიყვანდნენ. ანჯელინამ ყურადღება არ მიაქცია. მსახიობი ცხოვრებაში ასეთი გაოგნებული არ ყოფილა", - განაცხადა თვითმხილველმა ჟურნალისტებთან საუბარში.

მომზადებულია showbizspy.com-ის მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება