სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
პრეზიდენტმა ორ კანონპროექტს ვეტო დაადო
პრეზიდენტმა ორ კანონპროექტს ვეტო დაადო

პრე­ზი­დენ­ტმა მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­მა პარ­ლა­მენ­ტის მიერ მი­ღე­ბულ ორ კა­ნონპ­რო­ექტს ვეტო და­ა­დო. პირ­ველ შემ­თხვე­ვა­ში სა­უ­ბა­რია კა­ნონპ­რო­ექ­ტზე, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლოს იუს­ტი­ცი­ის უმაღ­ლე­სი საბ­ჭოს და­კომ­პლექ­ტე­ბას და საბ­ჭოს მოქ­მე­დი შე­მად­გენ­ლო­ბის­თვის უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის ვა­დამ­დე შე­წყვე­ტას შე­ე­ხე­ბა. ხოლო მე­ო­რე შემ­თხვე­ვა­ში პრე­ზი­დენ­ტმა ვე­ტოს უფ­ლე­ბა გა­მო­ი­ყე­ნა კა­ნონპ­რო­ექტთან მი­მარ­თე­ბა­ში, რო­მე­ლიც ეხე­ბა ბრალ­დე­ბუ­ლის უფ­ლე­ბის შე­ზღუდ­ვას, თა­ვად აირ­ჩი­ოს მის მი­მართ მიმ­დი­ნა­რე სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე გან­ხი­ლულ იქ­ნას ნა­ფიც მსა­ჯულ­თა სა­სა­მარ­თლოს მიერ თუ მის გა­რე­შე.

რო­გორც პრე­ზი­დენ­ტის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის ახალ­მა ხელ­მძღვა­ნელ­მა ან­დრო ბარ­ნოვ­მა პრე­ზი­დენ­ტის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ა­ში გა­მარ­თულ სა­გან­გე­ბო ბრი­ფინგზე გა­ნა­ცხა­და, იუს­ტი­ცი­ის საბ­ჭოს და­კომ­პლექ­ტე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით პრე­ზი­დენ­ტის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას სა­ფუძ­ვლად და­ე­დო ის გა­რე­მო­ე­ბა, რომ პარ­ლა­მენ­ტმა უგულ­ვე­ბელ­ყო ვე­ნე­ცი­ის კო­მი­სი­ის ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე პრინ­ცი­პუ­ლი პო­ზი­ცია, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც, იუს­ტი­ცი­ის საბ­ჭო­ე­ბის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ფუნ­ქცი­აა მო­სა­მარ­თლე­ე­ბის დაც­ვა პო­ლი­ტი­კუ­რი ზე­გავ­ლე­ნის­გან.

"სწო­რედ აღ­ნიშ­ნუ­ლი ფუნ­ქცი­ი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, არა­მარ­თე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბის შემ­დეგ იუს­ტი­ცი­ის საბ­ჭოს შე­მად­გენ­ლო­ბის სრუ­ლი გა­ნახ­ლე­ბის დაშ­ვე­ბა", - აღ­ნიშ­ნა ან­დრო ბარ­ნოვ­მა.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

პრეზიდენტმა ორ კანონპროექტს ვეტო დაადო

პრეზიდენტმა ორ კანონპროექტს ვეტო დაადო

პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა პარლამენტის მიერ მიღებულ ორ კანონპროექტს ვეტო დაადო. პირველ შემთხვევაში საუბარია კანონპროექტზე, რომელიც საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დაკომპლექტებას და საბჭოს მოქმედი შემადგენლობისთვის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტას შეეხება. ხოლო მეორე შემთხვევაში პრეზიდენტმა ვეტოს უფლება გამოიყენა კანონპროექტთან მიმართებაში, რომელიც ეხება ბრალდებულის უფლების შეზღუდვას, თავად აირჩიოს მის მიმართ მიმდინარე სისხლის სამართლის საქმე განხილულ იქნას ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს მიერ თუ მის გარეშე.

როგორც პრეზიდენტის ადმინისტრაციის ახალმა ხელმძღვანელმა ანდრო ბარნოვმა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, იუსტიციის საბჭოს დაკომპლექტებასთან დაკავშირებით პრეზიდენტის გადაწყვეტილებას საფუძვლად დაედო ის გარემოება, რომ პარლამენტმა უგულვებელყო ვენეციის კომისიის ერთ-ერთი ყველაზე პრინციპული პოზიცია, რომლის მიხედვითაც, იუსტიციის საბჭოების მნიშვნელოვანი ფუნქციაა მოსამართლეების დაცვა პოლიტიკური ზეგავლენისგან.

"სწორედ აღნიშნული ფუნქციიდან გამომდინარე, არამართებული იქნება საპარლამენტო არჩევნების შემდეგ იუსტიციის საბჭოს შემადგენლობის სრული განახლების დაშვება", - აღნიშნა ანდრო ბარნოვმა.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა