Studio Roosegaarde-ის დანიელი დიზაინერების ჯგუფი ბანკირებისა და მაღალჩინოსნებისთვის საქმიანი კოსტუმის შექმნაზე მუშაობენ. თუ ადამიანი, რომელსაც კოსტუმი აცვია, იტყუება, ტანსაცმელი გამჭვირვალე ხდება.
"ტექნიკა ჩვენი მეორე კანი, მეორე ენა, ურთიერთობის ხერხი გახდა. მთელ დღეს აიფონის ეკრანის ყურებაში ვატარებთ. შესაძლებელია იგი გახდეს უფრო ტექსტილური, უფრო ინტუიტიური? ამ მსჯელობამ გვიბიძგა ტანსაცმელი - მეორე კანი შეგვექმნა, რომელიც ადამიანის მღელვარებასთან ერთად გამჭვირვალე გახდება",- აცხადებს პროექტის დირექტორი დანა რუზაგარდი.
ქსოვილის სენსორები პულსის გახშირებაზე რეაგირებენ და მას უფრო გამჭვირვალეს ხდიან. ტანსაცმელი მასალა "ჭკვიანი ფოლგით" იკერება.
მომზადებულია focus.ua-ს მიხედვით.