გოგა ხაჩიძე კობა დავითაშვილზე - "ბატონო ბიძინა, მაგან ხელის შემობრუნება იცის"

გოგა ხაჩიძე კობა დავითაშვილზე - "ბატონო ბიძინა, მაგან ხელის შემობრუნება იცის"

საპარლამენტო უმცირესობის წევრი გოგა ხაჩიძე კობა დავითაშვილთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილის განცხადებას ეხმაურება.

"ბ-ნო ბიძინა, მაგან ხელის შემობრუნება იცის... :)", - წერს ხაჩიძე "ფეისბუქში" საკუთარ გვერდზე.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი კობა დავითაშვილს დავით სერგეენკოსთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადების გამო "ეჩხუბა". "ვესაუბრე კობა დავითაშვილს და საკმაოდ ვეჩხუბე. მან უნდა მოახერხოს და ჯერ საკუთარ გუნდში უნდა გააკეთოს განმარტებები. იგი მუდამ ახერხებს გარედან ინფორმაციის შემოტანას და თანაც ისე, რომ ეს არაფერს ეფუძნება. ძალიან საწყენი იყო, რომ დავითაშვილმა ეს გააკეთა”, - განაცხადა ივანიშვილმა.

სერგეენკოსა და კობა დავითაშვილს შორის ურთიერთბრალდებები გაზეთ "ქრონიკაში" გამოქვეყნებულმა ინტერვიუმ გამოიწვია, სადაც კობა დავითაშვილი აცხადებს, რომ ჯანდაცვის მინისტრი კერძო სადაზღვევო კომპანიებს ლობირებს და ჯანდაცვის სისტემაში რეფორმა არ მიმდინარეობს.

ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც კობა დავითაშვილი დაპირისპირების თანამონაწილეა. 2013 წლის თებერვალში ტელეკომპანია "მაესტროს" პირდაპირ ეთერში დავითაშვილსა და უმცირესობის წევრ სერგო რატიანს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. სტუდიიდან ორივე მათგანი ტელეკომპანიის დაცვის თანამშრომლებმა გაიყვანეს.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს