სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
კადიროვმა რინგზე სპორტის მინისტრი ცუდი მუშაობისთვის დასაჯა
კადიროვმა რინგზე სპორტის მინისტრი ცუდი მუშაობისთვის დასაჯა

ჩეჩ­ნე­თის მე­თა­ურ­მა რამ­ზან კა­დი­როვ­მა ქვე­შევ­რდო­მე­ბის დას­ჯის ახა­ლი მე­თო­დი მო­ი­ფიქ­რა - რინგზე საჩ­ვე­ნე­ბე­ლი ცემა. პირ­ვე­ლად ეს მე­თო­დი სა­კუ­თარ თავ­ზე ჩეჩ­ნე­თის ფი­ზი­კუ­რი კულ­ტუ­რი­სა და სპორ­ტის მი­ნის­ტრმა სა­ლამ­ბეკ ის­მა­ი­ლოვ­მა იწ­ვნია.

ახ­ლა­ხან კა­დი­რო­ვი სა­მი­ნის­ტროს სტუმ­რობ­და და იგი შე­ნო­ბის იერ­სა­ხემ აღაშ­ფო­თა. "რა­ტომ აქვს სა­მი­ნის­ტროს შე­ნო­ბას ასე­თი ძვე­ლი შე­სა­ხე­და­ო­ბა? ორი კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში აქ კა­პი­ტა­ლუ­რი რე­მონ­ტი უნდა დას­რულ­დეს, მი­ნის­ტრი კი დღეს სა­ღა­მოს ვარ­ჯი­შის დროს ჩემი სპა­რინგ-პარტნი­ო­რი გახ­დე­ბა, ამას­თან დამ­ცავ ჩა­ფხუტს და­სას­ჯე­ლად არ მის­ცე­მენ!"- და­წე­რა პრე­ზი­დენ­ტმა Instagram-ში.

მან და­პი­რე­ბა შე­ას­რუ­ლა და ფაქ­ტის ამ­სახ­ვე­ლი ფო­ტო­ე­ბი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გა­მო­აქ­ვეყ­ნა. "ჩვე­ნი დი­ა­ლო­გის მსვლე­ლო­ბი­სას (იგუ­ლის­ხმე­ბა სპა­რინ­გი), მოკ­რძა­ლე­ბუ­ლად მუშ­ტით მარ­ცხნივ და მარ­ჯვნივ გან­ვუ­მარ­ტე, რომ თა­ვით მუ­შა­ო­ბაა სა­ჭი­რო. სა­კუ­თა­რი შეც­დო­მე­ბის გა­მოს­წო­რე­ბა მი­ნის­ტრმა დღეს სა­ღა­მოს­ვე და­ი­წყო, ამი­ტომ ჩა­ფხუ­ტის და­ხურ­ვის ნება მი­ვე­ცი. ხვალ სამ­სა­ხურ­შიც ხომ უნდა წა­ვი­დეს",- მო­უყ­ვა მკი­თხველს კმა­ყო­ფი­ლი კა­დი­რო­ვი.

მან ასევ აღ­ნიშ­ნა, რომ რინგს რუ­სე­თის შრო­მის და სო­ცი­ა­ლუ­რი დაც­ვის მი­ნის­ტრი მაქ­სიმ ტო­პი­ლი­ნი და ჩეჩ­ნე­თის შრო­მის მი­ნის­ტრი მოჰ­მად ახ­მა­დო­ვი უცქერ­დნენ. "და­ის­ჯე­ბა თუ არა რინგზე ახ­მა­დო­ვი, სა­ბო­ლო­ოდ ზეგ თათ­ბირ­ზე გა­ირ­კვე­ვა",-დას­ძი­ნა კა­დი­როვ­მა.

კა­დი­რო­ვი კრი­ვის ოს­ტა­ტია და ჩე­ჩე­ნეთ­ში კრი­ვის ფე­დე­რა­ცი­ას ხელ­მძღვა­ნე­ლობს.

ის­მა­ი­ლო­ვი ფი­ზი­კუ­რი კულ­ტუ­რი­სა და სპორ­ტის მი­ნის­ტრად ამ წლის თე­ბერ­ვალ­ში და­ი­ნიშ­ნა.

მომ­ზა­დე­ბუ­ლია newsru.com-ის მი­ხედ­ვით.

იხი­ლეთ ვი­დეო

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

კადიროვმა რინგზე სპორტის მინისტრი ცუდი მუშაობისთვის დასაჯა

კადიროვმა რინგზე სპორტის მინისტრი ცუდი მუშაობისთვის დასაჯა

ჩეჩნეთის მეთაურმა რამზან კადიროვმა ქვეშევრდომების დასჯის ახალი მეთოდი მოიფიქრა - რინგზე საჩვენებელი ცემა. პირველად ეს მეთოდი საკუთარ თავზე ჩეჩნეთის ფიზიკური კულტურისა და სპორტის მინისტრმა სალამბეკ ისმაილოვმა იწვნია.

ახლახან კადიროვი სამინისტროს სტუმრობდა და იგი შენობის იერსახემ აღაშფოთა. "რატომ აქვს სამინისტროს შენობას ასეთი ძველი შესახედაობა? ორი კვირის განმავლობაში აქ კაპიტალური რემონტი უნდა დასრულდეს, მინისტრი კი დღეს საღამოს ვარჯიშის დროს ჩემი სპარინგ-პარტნიორი გახდება, ამასთან დამცავ ჩაფხუტს დასასჯელად არ მისცემენ!"- დაწერა პრეზიდენტმა Instagram-ში.

მან დაპირება  შეასრულა და ფაქტის ამსახველი ფოტოები სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა. "ჩვენი დიალოგის მსვლელობისას (იგულისხმება სპარინგი), მოკრძალებულად მუშტით მარცხნივ და მარჯვნივ განვუმარტე, რომ თავით მუშაობაა საჭირო. საკუთარი შეცდომების გამოსწორება მინისტრმა დღეს საღამოსვე დაიწყო, ამიტომ ჩაფხუტის დახურვის ნება მივეცი. ხვალ სამსახურშიც ხომ უნდა წავიდეს",- მოუყვა მკითხველს კმაყოფილი კადიროვი.

მან ასევ აღნიშნა, რომ რინგს რუსეთის შრომის და სოციალური დაცვის მინისტრი მაქსიმ ტოპილინი და ჩეჩნეთის შრომის მინისტრი მოჰმად ახმადოვი უცქერდნენ. "დაისჯება თუ არა რინგზე ახმადოვი, საბოლოოდ ზეგ თათბირზე გაირკვევა",-დასძინა კადიროვმა.

კადიროვი კრივის ოსტატია და ჩეჩენეთში კრივის ფედერაციას ხელმძღვანელობს.

ისმაილოვი ფიზიკური კულტურისა და სპორტის მინისტრად ამ წლის თებერვალში დაინიშნა.

მომზადებულია newsru.com-ის მიხედვით.

იხილეთ ვიდეო

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს