სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
სოზარ სუბარი: "სტეიკს ვერ ვუწვავთ, მაგრამ ციხეში ნორმალური კვებაა"
სოზარ სუბარი: "სტეიკს ვერ ვუწვავთ, მაგრამ ციხეში ნორმალური კვებაა"

სო­ზარ სუ­ბა­რი, სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის მი­ნის­ტრი:

სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის სის­ტე­მა­ში რაც ხდე­ბო­და, ნა­თე­ლი და­დას­ტუ­რე­ბაა იმი­სა, რო­გორ "და­ა­მარ­ცხა" სა­ა­კაშ­ვილ­მა კო­რუფ­ცია. აქ იყო რო­გორც სის­ტე­მუ­რი, ისე ქვე­და დო­ნის კო­რუფ­ცია. სის­ტე­მუ­რი კო­რუფ­ცი­ის მხო­ლოდ ერთ მა­გა­ლითს გე­ტყვით. სა­ა­კაშ­ვი­ლის ხე­ლი­სუფ­ლე­ბის დროს თვე­ში 90 ლარი იყო პა­ტიმ­რის კვე­ბა­ზე გა­მო­ყო­ფი­ლი და არ მი­ნა­ხავს პა­ტი­მა­რი, რო­მე­ლიც იტყვის, რომ ამ საჭ­მელს ჭამ­და. ეს საჭ­მე­ლი მთლი­ა­ნად ე. წ. "პა­მო­ი­ში" მი­დი­ო­და. დღეს, რო­დე­საც კვე­ბა 5-ჯერ გა­უმ­ჯო­ბეს­და, პა­ტიმ­რის კვე­ბა იგი­ვე ჯდე­ბა. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ კვე­ბის თან­ხა 120 ლა­რამ­დე გავ­ზარ­დეთ, კომ­პა­ნი­ამ, რო­მელ­მაც ტენ­დერ­ში გა­ი­მარ­ჯვა, და­ა­დო ფასი, რო­მე­ლიც 90 ლარ­ზე ნაკ­ლე­ბი­ცაა. უწინ არ იყო და ახლა არის რძის პრო­დუქ­ტე­ბი. კვი­რა­ში თუ ერთხელ იყო ხორ­ცი, ახლა კვი­რა­ში ორ­ჯერ არის ქათ­მის მოზ­რდი­ლი ნა­ჭე­რი, სამ­ჯერ სა­ქონ­ლის ხორ­ცი და ორ­ჯერ თევ­ზის ფილე. პა­ტიმ­რე­ბი კვი­რა­ში 1 კგ ხილს იღე­ბენ. სტე­იკს ვერ ვუწ­ვავთ, მაგ­რამ ნორ­მა­ლუ­რი კვე­ბაა და რაც მთა­ვა­რია, სა­ხელ­მწი­ფოს ეს იგი­ვე ფასი უჯ­დე­ბა.

პა­ტიმ­რის ერთი საკ­ნი­დან მე­ო­რე­ში ან ერთი ცი­ხი­დან მე­ო­რე­ში გა­დაყ­ვა­ნა­შიც ფულს იღებ­დნენ. პა­ტი­მა­რი ახ­ლო­ბელს შუ­შის მიღ­მა რომ არ და­ლა­პა­რა­კე­ბო­და და ოთახ­ში შეხ­ვედ­რო­და, (500 ლა­რამ­დე) უნდა გა­და­ე­ხა­და. ეს იცოდ­ნენ ზემ­დგო­მებ­მაც, ეს დე­პარ­ტა­მენ­ტის ხელ­მძღვა­ნე­ლის­გან დაშ­ვე­ბუ­ლი კო­რუფ­ცია იყო, მი­ნისტრს კი არა­ვინ არა­ფერს ეკი­თხე­ბო­და.

ქვე­და დო­ნის კო­რუფ­ცი­ის მხრივ ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე გახ­რწნი­ლი სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის სის­ტე­მა იყო და ამას­თან ბრძო­ლა ჩვე­ნი ერთ-ერთი მთა­ვა­რი ამო­ცა­ნაა. მეც კი და­ვი­ჯე­რე მითი, რომ ამ სის­ტე­მა­ში რა­ღაც გა­მოს­წორ­და. რო­დე­საც ვნა­ხე, რა პი­რო­ბებ­ში ცხოვ­რობ­დნენ პა­ტიმ­რე­ბი, ეს მითი და­ინ­გრა. და­სან­გრე­ვია ზუგ­დი­დის ციხე, სა­დაც წინა სა­უ­კუ­ნე­ებ­ში და­დი­ა­ნე­ბის სა­ჯი­ნი­ბო იყო. მე-16 და­წე­სე­ბუ­ლე­ბას ერთ კვი­რა­ში დავ­ცლით და გა­ვა­რე­მონ­ტებთ.

მე-9 და­წე­სე­ბუ­ლე­ბა ახა­ლა­შე­ნე­ბუ­ლი შე­ნო­ბაა, მაგ­რამ ისიც სა­ჯი­ნი­ბოს ჰგავს. ეს არის უზარ­მა­ზა­რი ფარ­თო­ბი, 7-8-მეტ­რი­ა­ნი სი­მაღ­ლის ჭე­რით, გა­და­ხუ­რუ­ლი თუ­ნუ­ქით. ზამ­თარ­ში, რო­დე­საც ცივა, 500 კა­ცის ამო­ნა­სუნ­თქი ზე­მოთ კონ­დენ­სირ­დე­ბო­და და ხალ­ხს აწ­ვიმ­და. პა­ტიმ­რებს წვი­მის­თვის რომ თავი და­ეღ­წი­ათ, თავ­ზე­მოთ ცე­ლო­ფა­ნე­ბი ჰქონ­დათ გა­და­ჭი­მუ­ლი.

იხი­ლეთ სტა­ტი­ის სრუ­ლი ვერ­სია

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

სოზარ სუბარი: "სტეიკს ვერ ვუწვავთ, მაგრამ ციხეში ნორმალური კვებაა"

სოზარ სუბარი: "სტეიკს ვერ ვუწვავთ, მაგრამ ციხეში ნორმალური კვებაა"

სოზარ სუბარი, სასჯელაღსრულების მინისტრი:

სასჯელაღსრულების სისტემაში რაც ხდებოდა, ნათელი დადასტურებაა იმისა, როგორ "დაამარცხა" სააკაშვილმა კორუფცია. აქ იყო როგორც სისტემური, ისე ქვედა დონის კორუფცია. სისტემური კორუფციის მხოლოდ ერთ მაგალითს გეტყვით. სააკაშვილის ხელისუფლების დროს თვეში 90 ლარი იყო პატიმრის კვებაზე გამოყოფილი და არ მინახავს პატიმარი, რომელიც იტყვის, რომ ამ საჭმელს ჭამდა. ეს საჭმელი მთლიანად ე. წ. "პამოიში" მიდიოდა. დღეს, როდესაც კვება 5-ჯერ გაუმჯობესდა, პატიმრის კვება იგივე ჯდება. მიუხედავად იმისა, რომ კვების თანხა 120 ლარამდე გავზარდეთ, კომპანიამ, რომელმაც ტენდერში გაიმარჯვა, დაადო ფასი, რომელიც 90 ლარზე ნაკლებიცაა. უწინ არ იყო და ახლა არის რძის პროდუქტები. კვირაში თუ ერთხელ იყო ხორცი, ახლა კვირაში ორჯერ არის ქათმის მოზრდილი ნაჭერი, სამჯერ საქონლის ხორცი და ორჯერ თევზის ფილე. პატიმრები კვირაში 1 კგ ხილს იღებენ. სტეიკს ვერ ვუწვავთ, მაგრამ ნორმალური კვებაა და რაც მთავარია, სახელმწიფოს ეს იგივე ფასი უჯდება.

პატიმრის ერთი საკნიდან მეორეში ან ერთი ციხიდან მეორეში გადაყვანაშიც ფულს იღებდნენ. პატიმარი ახლობელს შუშის მიღმა რომ არ დალაპარაკებოდა და ოთახში შეხვედროდა, (500 ლარამდე) უნდა გადაეხადა. ეს იცოდნენ ზემდგომებმაც, ეს დეპარტამენტის ხელმძღვანელისგან დაშვებული კორუფცია იყო, მინისტრს კი არავინ არაფერს ეკითხებოდა.

ქვედა დონის კორუფციის მხრივ ერთ-ერთი ყველაზე გახრწნილი სასჯელაღსრულების სისტემა იყო და ამასთან ბრძოლა ჩვენი ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა. მეც კი დავიჯერე მითი, რომ ამ სისტემაში რაღაც გამოსწორდა. როდესაც ვნახე, რა პირობებში ცხოვრობდნენ პატიმრები, ეს მითი დაინგრა. დასანგრევია ზუგდიდის ციხე, სადაც წინა საუკუნეებში დადიანების საჯინიბო იყო. მე-16 დაწესებულებას ერთ კვირაში დავცლით და გავარემონტებთ.

მე-9 დაწესებულება ახალაშენებული შენობაა, მაგრამ ისიც საჯინიბოს ჰგავს. ეს არის უზარმაზარი ფართობი, 7-8-მეტრიანი სიმაღლის ჭერით, გადახურული თუნუქით. ზამთარში, როდესაც ცივა, 500 კაცის ამონასუნთქი ზემოთ კონდენსირდებოდა და ხალხს აწვიმდა. პატიმრებს წვიმისთვის რომ თავი დაეღწიათ, თავზემოთ ცელოფანები ჰქონდათ გადაჭიმული.

იხილეთ სტატიის სრული ვერსია

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ